fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი დაზღვევა – ბუდაპეშტის გზამკვლევი

ბუდაპეშტი მოგზაურთათვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც კულტურით გაჟღენთილი ქალაქი ზღაპარს ჰგავს. “დიზაინის ქალაქად” წოდებული უნგრეთის დედაქალაქი მდინარე დუნაის მშვენიერი ხედებით, თერმული წყლებითა და ეკლექტური არქიტექტურით, რომელიც ბაროკოს, ნეოკლასიკურ და არტ ნუვოს ნაგებობებს აერთიანებს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ფრანც ლისტის მშობლიური მხარე მუსიკის, კინოს და ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. უგემრიელესი კერძები და ტრადიციული სამზარეულოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – უნგრული ლიქიორი – თქვენს მოგზაურობას განსაკუთრებულს გახდის. 

Hammock TBC დაზღვევასთან ერთად გთავაზობთ ბუდაპეშტის გზამკვლევს, რომელიც ამ ქალაქში მოგზაურობას გაგიადვილებთ. 

სასტუმროები 

Boscolo New York Palace Budapest

არტ ნუვოს სასტუმრო New York Palace XIX საუკუნიდან ბუდაპეშტის ენერგიულ და მხატვრულ სახეს წარმოადგენს, სადაც ბერძნული, ლათინური, რენესანსული და ბაროკოს სტილია შერწყმული. კულტურულ მრავალფეროვნებას სწორედ სასტუმროს ლეგენდარულ კაფეში აღმოაჩენთ, სადაც Belle Époque-ს დროინდელი ატმოსფერო დაგხვდებათ. გარდა ამისა, აქ ჯერ კიდევ იკრიბებიან მხატვრები და მწერლები ფინჯანი ყავისთვის და საინტერესო საუბრებისთვის. 

მისამართი: Erzsébet krt. 9

 

The Four Season Hotel

1961 წლიდან მოყოლებული Four Season Hotel-ის ისტორია გულისხმობს მუდმივ ინოვაციებს, დაუვიწყარ მოგონებებსა და ერთგულებას უმაღლესი ხარისხის სტანდარტებისადმი. სასტუმრო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მდინარის ხატია, რომელიც ისტორიულ სიდიადესა და ახალგაზრდულ ენთუზიაზმს გამოხატავს.

მისამართი: Széchenyi Istvan tér 5

Aria Hotel Budapest


მუსიკით შთაგონებული ბუტიკის ტიპის სასტუმროს ინტერიერი ბუდაპეშტის შუაგულში მდებარეობს, ხოლო სასტუმროს სახურავზე გაშენებული უმშვენიერესი ბაღიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება. Aria Hotel Budapest-ის დიდებული ატმოსფერო  სრულ კომფორტში გაგრძნობინებთ თავს. 

მისამართი: Hercegprímás utca 5

The Ritz-Carlton Budapest

ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებით შექმნილ სასტუმროში უნგრეთის დედაქალაქის რიტმს იგრძნობთ. უნგრული ღვინის გემო, გამორჩეული სამზარეულო და სასტუმროს სპა ცენტრის კომბინაცია დაუვიწყარი მომენტებით აგავსებთ. 

მისამართი: Erzsebet Ter 9-10

Brody House

Brody House – უნიკალური კონცეფციის კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, ბარს, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებებს, რომელიც გამოირჩევა კრეატიული და ორიგინალური სულისკვეთებით, რასაც უნგრეთის დედაქალაქი ნებისმიერ მოგზაურს  მთელი თავისი მრავალფეროვნებით სთავაზობს. 

მისამართი: Bródy Sándor utca 10

 

მუზეუმები 

Museum of Fine Arts

1906 წელს გახსნილი სახვითი ხელოვნების მუზეუმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც მისი მხატვრული ნამუშევრების მრავალფეროვნებითა და ისტორიით გამოირჩევა. სახვითი ხელოვნების მუზეუმში თავმოყრილია უნივერსალური უნგრული ხელოვნების შედევრები ანტიკური ხანიდან XVIII საუკუნის ჩათვლით, ხოლო მისი ფართომასშტაბიანი გამოფენები ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დაგრჩებათ. 

მისამართი: Dózsa György út 41

Hungarian National Gallery

უნგრეთის ეროვნული გალერეა – რომელიც ბუდას ციხის შენობაში მდებარეობს – თავად წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს, სადაც არა მხოლოდ სახვითი ხელოვნების ოსტატების შედევრებით დატკბებით და უნგრეთის ისტორიას გაეცნობით, არამედ იხილავთ უმშვენიერესი ქალაქისა და მდინარე დუნაის პეიზაჟებს. აქვე არის საერთაშორისო ხელოვნების ნამუშევრების კოლექციაც.

მისამართი: Szent György tér 2

Ludwig Museum

Ludwig Museum – პირველი მუზეუმია უნგრეთში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს სთავაზობს დამთვალიერებელს. იგი 1989 წელს პიტერ და ირინე ლუდვიგების შემოწირულობებით დაარსდა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და უნგრეთის სახვითი ხელოვნების შესანიშნავ კოლექციას. გარდა საინტერესო გამოფენებისა, მუზეუმი მრავალფეროვანი სამხატვრო და პედაგოგიური პროგრამების საშუალებით ცდილობს დამთვალიერებელს გააცნოს თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული არტისტები და მათი ნამუშევრები. 

მისამართი: Komor Marcell u. 1

Holocaust Memorial Museum

ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი უნგრეთის ეროვნული ინსტიტუტია, რომელიც 1999-2002 წლებში აშენდა სპეციალურად ებრაულ კვარტალში. Holocaust Memorial Museum ერთ-ერთია მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ჰოლოკოსტს ეძღვნება. დაწესებულება აღსანიშნავია მისი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინტერაქციული ხასიათით, რომელიც უნიკალურ არქიტექტურულ სივრცეში არის გაშენებული.

მისამართი: Páva u.

Hungarian House of Photography

რვასართულიანი შენობა 1894 წელს დასრულდა ფოტოგრაფ მაი მანოს პატივსაცემად. ომამდე შენობას ბევრი ფუნქცია ჰქონდა – სკოლა, უნგრული ავტომობილების კლუბი… Hungarian House of Photography საბოლოო სახით 1999 წელს გაიხსნა და დღემდე დამთვალიერებელს საინტერესო და მრავალფეროვან ნამუშევრებს სთავაზობს. 

მისამართი: Nagymező u. 20

ღირსშესანიშნაობები

Buda Castle

ბუდას ციხესიმაგრე წარმოადგენს ბუდაპეშტის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას, რომელიც რენესანსული ნანგრევების, ჰაბსბურგის ხანის ნეოკლასიკური ფასადისა და კომუნისტური სტილის ინტერიერის მიქსია. სასახლე დაყოფილია სამ მუზეუმად: უნგრეთის ეროვნული გალერეა, ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი და National Széchényi Library. თავისუფლად შეგიძლიათ დაგეგმოთ ერთი დღე ციხესიმაგრეში და დარწმუნდით, რომ კამერა თქვენ გვერდითაა.

მისამართი: Szent György tér, 2

Hungarian Parliament

უნგრეთის პარლამენტის შენობა –  მდინარე დუნაის კიდევ ერთი ხატი – გამორჩეულია ნეოგოთური კოშკებით, გორგულიებითა და გუმბათით, რომლის მწვერვალიც 97 მეტრს აღწევს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს პარლამენტის შენობად არის აღიარებული. 2011 წელს კი ნაგებობა დუნაის პანორამის მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად შეირჩა, რომელიც არა მხოლოდ ფასდაუდებელი საგანძური, არამედ ერის სიამაყეცაა.

მისამართი: Kossuth tér 1-3.

Széchenyi Baths

Széchenyi აბანოები ბუდაპეშტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი გასართობია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე მოგზაურთათვის. დასვენება, გართობა, რომანტიკული გარემო – ეს კიდევ მცირე ჩამონათვალია, რასაც ქალაქის პარკში განთავსებული ნეო-ბაროკოს სასახლე ბუნებრივი ცხელი წყლების 18 აუზით, საუნის კაბინებითა და სამკურნალო მასაჟებით გთავაზობთ. უნგრეთი საუკუნეების განმავლობაში იყო აბანოები ქვეყანა. Széchenyi აბანოები კი შესანიშნავი ადგილია ხალხის გასაცნობად, ადგილობრივებთან დასაახლოებლად, საქმიანი გარიგებებისთვის.

მისამართი: 9-11 Allatkerti korut Street

St Stephen’s Basilica

ბუდაპეშტის წმინდა სტეფანეს ბაზილიკა არის ერთ-ერთი ულამაზესი და მნიშვნელოვანი ეკლესიაა ქვეყნის მასშტაბით. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მისი ისტორიული მემკვიდრეობით, რადგან იგი წმინდა მეფე სტეფანესადმი, როგორც უნგრეთის სახელმწიფოს დამაარსებლისადმი არის მიძღვნილი, ნაწილობრივ კი თვით შენობის არქიტექტურული და მხატვრული მნიშვნელობით.

მისამართი: Szent István tér 1

The Chain Bridge

1849 წელს გახსნილი ბუდაპეშტის შთამბეჭდავი ხიდი მდინარე დუნაის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს. ინგლისელი ინჟინრის მიერ შექმნილი და შოტლანდიის მიერ აგებული ხიდი ეროვნული სიამაყისა და ეკონომიკური წინსვლის სიმბოლოდ არის მიჩნეული. 

მისამართი: Széchenyi Lánchíd

 

რესტორნები 

Mazel Tov

Mazel Tov წარმოადგენს კულტურულ სივრცეს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ, ებრაულ უბანში, რომელიც არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთი, არამედ მისი სიმწვანით არის გამორჩეული. 

მისამართი: AKÁCFA Utca 47

Gerbeaud

Gerbeaud-ის ლეგენდა ჰენრი კუგლერთან ერთად 1858 წელს იწყება, რომელიც ნამდვილად არის უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და ცნობილი გასტრონომიული ღირებულება. Gerbaud მისი ფილოსოფიის საფუძველზე გთავაზობთ ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის, ახალი ინგრედიენტებისგან შექმნილ მრავალფეროვან გემოებს. 

მისამართი: VÖRÖSMARTY TÉR 7-8

Costes Restaurant

2014 წელს საერთაშორისო პრესაში აღიარებული Costes Restaurant არა მხოლოდ უნგრულ გამორჩეულ კერძებს, არამედ მსოფლიოს სამზარეულოს გთავაზობთ, რომელსაც მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი შეფები ამზადებენ.

მისამართი: 4 Ráday Street

Menza

Menza გულისხმობს ადგილს, სადაც სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ტრადიციული სადილით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. აქ დაგხვდებათ რეტრო ატმოსფერო უგემრიელი ყავითა და უნგრული სამზარეულოს კერძებით.

მისამართი: Liszt Ferenc square 2

Onyx

2007 წელს გახსნილი რესტორნის ფილოსოფია მოიცავს ტრადიციებსა და ინოვაციებს, რომელიც მათი შთაგონების ძირითადი წყაროა. მიშელინის ორი ვარსკვლავის მფლობელი რესტორნის მენიუს საზღვრები არ აქვს და შექმნილია საერთაშორისო კულინარიული იდეებითა და ინსპირაციით.

მისამართი: Vörösmarty tér 7-8

 

კაფე-ბარები

The Central Café & Restaurant 1887

The Central Café & Restaurant 1887 წელს გაიხსნა, რომელიც უნგრეთის ინტელექტუალურ, ლიტერატურულ და სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენდა. 1890-1945 წლებში სწორედ ამ ადგილას იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები, პოეტები, რათა შეექმნათ ლიტერატურული ჟურნალები, აგრეთვე იმართებოდა შეხვედრები მეცნიერებისთვის, კომპოზიტორებისთვის, მხატვრებისთვის. 132 წლის The Central Café & Restaurant ტრადიციული უნგრული გასტრონომიის ოქროს ეპოქის სიმბოლოა, რომელიც დღემდე მის გამორჩეულ კერძებში იგრძნობა. 

მისამართი: Károlyi utca 9

Café Kör 

გარდა საერთაშორისო სამზარეულოს კერძებისა, Café Kör-ში შეძლებთ დააგემოვნოთ 70 სახეობის უგემრიელესი ყავა და მიირთვათ სპეციალური რეცეპტებით შექმნილი ნამცხვრები. 

მისამართი: Sas u. 17

Szimpla Kert

2002 წელს ძველი ქარხნის ტერიტორია გადაიქცა ბუდაპეშტის ერთ-ერთი საუკეთესო კაფე-ბარად, სადაც გარდა გემრიელი კოქტეილებისა და მუსიკალური ღონისძიებებისა, უამრავი გასართობი დაგხვდებათ. Szimpla Kert შეიძლება ითქვას, რომ არის ცხოვრების წესი, რომელიც სავსეა შემოქმედებით და თავგადასავლებით. 

მისამართი: Kazinczy utca 14

High Note Sky Bar

High Note Sky Bar-ში თვალწარმტაც ბუდაპეშტის პანორამულ ხედს აღმოაჩენთ, მაშინ როდესაც მადის აღმძვრელ და არომატულ კოქტეილებს მიირთმევთ. 

მისამართი: Hercegprímás u. 5

TOPRUM Rooftop Bar

TOPRUM Rooftop Bar, რომელიც Hotel Rum-ის მწვერვალზე მდებარეობს, იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად გართობისთვის, უბრალოდ განტვირთვისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. გამორჩეული ბარის მენიუ და შესანიშნავი ხედი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

მისამართი: Királyi Pál u. 4

 

მაღაზიები

Central Market Hall

1897 წელს აგებული Central Market Hall არის ერთ-ერთი ულამაზესი და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი მთელ ბუდაპეშტში. აქ აღმოაჩენთ მრავალფეროვან პროდუქციას, ტანსაცმელს, საინტერესო, ტრადიციულ სურსათს, სუვენირებს, რაც აუცილებლად გახდება ბუდაპეშტში მიღებული შთაბეჭდილებების ნაწილი.

მისამართი: Vámház krt. 1-3

Nanushka

Nanushka უნგრეთის ყველაზე ცნობილი მოდის ბრენდია, რომელიც სანდრა სანდორმა დააარსა. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ხელწერაა სიმარტივე, დახვეწილობა და ქალური ფორმები, რომელიც სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებში ერთიანდება. 

მისამართი: 3 Bécsi Street

The Garden Studio

ბუდაპეშტის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული კონცეპტუალური მაღაზია The garden Studio ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს, რომელშიც ბევრ განსაკუთრებულ ნივთს აღმოაჩენთ. 

მისამართი:  Paulay Ede u. 18

Omorovicza 

უმაღლესი ხარისხის პარფიუმერიულ და თავის მოვლის საშუალებებს სწორედ Omorovicza-ში აღმოაჩენთ, რომლებიც უნგრული მინერალებით სავსე თერმულ წყლებზე არის დამზადებული. 

მისამართი: Andrássy út 2

Paloma

Paloma ეს არის უნივერსალური მაღაზია, რომელიც აერთიანებს 50-მდე დიზაინერის შემოქმედებას. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ სამოსი, სამკაულები, ჩანთები, ფეხსაცმელი და რაც მთავარია, საშუალება გეძლევათ შეხვდეთ და გაიცნოთ თავად დიზაინერებიც.

მისამართი: Kossuth Lajos utca 14-16

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი
Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მადრიდს, ჯადოსნურ ქალაქს, სადაც ყოველ კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა, ცნობილს მუზეუმებით, ელეგანტური პარკებითა და დახვეწილი არქიტექტურით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.