fbpx
გააზიარე სტატია

Hammock’s Tropical Palace

თბილისის “მერსედეს-ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში Hammock Magazine საკუთარი, სინათლის თემაზე შექმნილი სივრცით წარდგა. Hammock-ის სივრცე ორი ნაწილისგან შედგებოდა – Hammock’s Tropical Palace და ქართველი თანამედროვე ხელოვანების ნეონით შექმნილი ნამუშევრების კუთხე.

ანანასის, პალმის, ლიმუზინის დეკორაციებითა და სხვადასხვა განათებებით გაფორმებული ტროპიკული სასახლე Hammock-მა ცნობილი შოტლანდიური ვისკის ბრენდთან, Monkey Shoulder-თან ერთად შექმნა. სასახლის დიზაინი დოდოშკა ჩხეიძეს ეკუთვნის, ხოლო ზემოთ აღნიშნული დეკორაციები არტისტ კვაჭის.

Hammock’s Tropical Palace ერთგვარ ინტერაქციულ კონსტრუქციას წარმოადგენდა – იმ შემთხვევაში, თუ სივრცის სტუმარი სათამაშო ქოქოსს სასახლეში განთავსებული ანანასებიდან რომელიმეს მოახვედრებდა, საჩუქრად გადაეცემოდა Monkey Shoulder-ის უგემრიელესი კოქტეილი, აგრეთვე Hammock-ის სტიკერები, ბარათები და პოსტერები.

სივრცის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო ქართველი თანამედროვე ხელოვანების – გიორგი მაღრაძის, თემო მაჭავარიანის, სალომე დუმბაძისა და ქეუ მეფარიშვილის ნეონის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები. Hammock-ის ერთ-ერთ მთავარი მიზანი ქართველი თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა, აღნიშნული კუთხე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

სამომავლოდ Hammock’s Tropical Palace Monkey Shoulder-თან ერთად გააგრძელებს ფუნქციონირებას. სასახლეს სულ მალე იხილავთ სხვადასხვა ფესტივალებსა და სივრცეებში.

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ
2-დან 6 მაისის ჩათვლით Hammock Magazine  - Monkey Shoulder-თან ერთად დაგელოდებათ ჩვენი ჟურნალის ტროპიკულ სასახლეში
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს 2-დან 6 მაისის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. ჟურნალი მოდის კვირეულზე Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული  2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.  ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებს და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.