fbpx
გააზიარე სტატია

ჰენდრიქსისა და ენი ატკინსის კოლაბორაცია

Zoetrope – ასე ჰქვია ჰენდრიქსისა და დიზაინერ ენი ატკინსის ახალ კოლაბორაციას, რომელიც სპეციალურად 2019 წელს განსაკუთრებული სადღესასწაულო დღეებისთვის შეიქმნა. მათ შორის ჰენდრიქსის არქივის შთაგონებით შექმნილი Zoetrope რამდენიმე მოძრავ ანიმაციას მოიცავს, რომლებიც ვიზუალური ენით ამ ბრენდის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვება.


თითოეული Zoetrope-ის ყუთი, რომელსაც ნებისმიერი მსურველი განსაკუთრებულად ლამაზი შეფუთვით მიიღებს, მოიცავს ოთხ განსხვავებულ ისტორიას, რომელთაგან ერთი სადღესასწაულო თემის, დანარჩენი კი ბრენდის ისტორიის შთაგონებითაა შექმნილი.

 

Zoetrope-ის ეს  განსაკუთრებული დიზაინი კი დუბლინში მოღვაწე დიზაინერ ენი ატკინსს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებისთვის უეს ანდერსონთან თანამშრომლობით უკვე კარგადაა ცნობილი. სწორედ ენი მონაწილეობდა  “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” ზუბროვკის პროვინციისა და ფილმის რამდენიმე საინტერესო ვიზუალური დეტალის შექმნაში. დეტალებისადმი განსაკუთრებული მიდგომა და მისი ვიქტორიანული სტილის ესთეტიკა კი ისაა, რამაც ამ შემთხვევაში Zoetrope-ის სახით ჰენდრიქსისა და დიზაინერის ყველაზე სადღესასწაულო კოლაბორაცია განსაზღვრა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.