გააზიარე სტატია

Hennessy-ის ბარმენების კონკურსი

ლეგენდარული კონიაკის სახლი  Hennessy აცხადებს კონკურსს ყველაზე გამორჩეული  ბარმენის გამოსავლენად  – Hennessy Bartenders Competition 2018.

Hennessy ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სახელოვანი კონიაკის სახლია. ბრენდის ისტორია 250 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში იხვეწებოდა კონიაკის შექმნის ხელოვნება, იბადებოდა ახალი, სრულიად განსაკუთრებული სპირტები,  წლების შემდგომ კი სხვადასხვა  სპირტის შერევის შედეგად ნატიფი კონიაკის სახეს იღებდა. Hennessy-ში კონიაკს არა იმპროვიზაციით, არამედ სიყვარულითა და ყურადღებით ქმნიან. Hennessy-ს მიერ შექმნილი  ბარმენების კონკურსი წარმოადგენს ტრამპლინს მათი შემდგომი საქმიანობისთვის. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა შესაძლებლობა, განავითაროს პროფესიული უნარები და მიიღოს განსაკუთრებული გამოცდილება საფრანგეთში, ქალაქ კონიაკში, სადაც  გაიცნობს კონიაკის  შექმნის, ბრენდის დაარსებისა და განვითარების ისტორიას.

იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია და წარმოადგინოთ პოპულარული კონიაკის, Hennessy Very Special-ის  საფუძველზე თქვენი რეცეპტით გაკეთებული კოქტეილი.  კოქტეილი ბრენდის შესაბამის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.  ითვლება, რომ უნიკალური საავტორო კოქტეილის შექმნა, რომელიც იქნება მოთხოვნადი და  ფავორიტის სტატუსს შეიძენს მომხმარებლებს შორის, ყველა ბარმენის უმთავრესი მიზანია.

კონკურსის ფინალში გავა ექვსი საუკეთესო მონაწილე.  ჟიური შეაფასებს კოქტეილის ხარისხს რამდენიმე  კომპონენტში: სასმელის ვიზუალი, გემოს მახასიათებლები, ბალანსი და ა.შ. ამის შემდეგ შეფასდება ასევე ტექნიკური ასპექტი, დამზადებისთვის საჭირო დრო და ბარმენის პროფესიონალიზმი. კონკურსის მიმდინარეობისას გამოჩნდება არა მხოლოდ კომპონენტების  სწრაფად შერევის  უნარი, რეცეპტების კრეატიულობა და  სტილი, არამედ მაყურებლების დაინტერესებისა და მოხიბვლის ნიჭი. 

შეჯიბრის დასასრულს გაიმართება გრანდიოზული გალა ღონისძიება. გამარჯვებული  გაემგზავრება ქალაქ კონიაკში, ჰენესის დაუვიწყარ ტურში.

 

beveryspecial.ge


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.