გააზიარე სტატია

ინტერვიუ ხელოვან უტა ბექაიასთან

Hammock Magazine-ისა და Erti Gallery-ს კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინტერვიუს უტა ბექაიასთან.

უტა ბექაია დაიბადა საქართველოში (1974 ). ამჟამად ცხოვრობს და  მოღვაწეობს ნიუიორკსა და თბილისში.

2017 წელს იყო ნიუიორკის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმის რეზიდენტი არტისტი.

მის გამოფენებს შორის აღსანიშნავია კიევის მეორე ბიენალე, კიევი და სტამბული, ”ღამის ინტერვენცია” – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ”უნებური არქეოლოგები” – The Lodge Gallery, ნიუიორკი, არტისტერიუმი 2015, თბილისი, Popiashvili-Gvaberidze Window Project, თბილისი, The Vasquez Building, ბრუკლინი.

ბავშვობის ბინადრები” – TAF, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა.

მისი ბოლო პერფორმანსებია:  “41º”, არტვილა გარიყულა, “ბერიკაობა” – თბილისობისთვის, Vestiphobia, Ideal Glass – ნიუიორკი, “ფუა სია ტატა სია” – მოძრაობის თეატრი, თბილისი.

2018 წლის 8 თებერვალს გალერეაერთისსაგამოფენო სივრცეში ლევან მინდიაშვილის კურატორობით გაიმართა უტა ბექაიას პერსონალური გამოფენასახელწოდებით  “ ზეადამიანები.”

ზეადამიანებიუტა ბექაიას მზარდი ინტერესის ნაყოფია მისი მშობლიური ქართული მითოლოგიის და ხალხური ეპოსის ელემენტებით. გალერეის მთლიანი სივრცე და ვიტრინა დაიფარა ცხრანაწილიანი ვიდეოინსტალაციით, რომელშიც ხელოვანის ბავშვობის დროინდელი ზღაპრების გმირები გაცოცხლდნენ. საკუთარი კრეატიული პროცესის ერთგული ბექაია არ ეფუძნება უშუალოდ ტექსტებს და არ ქმნის ზღაპრების ილუსტრაციებს. ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ის მხოლოდ საკუთარ მოგონებებსა და მეხსიერებას იყენებს და მისი გმირები ერთგვარი სინთეზია ბავშვობიდან შემორჩენილი ცოდნის, ბავშვური ფანტაზიებისა და იმ დასავლური პოპ კულტურის ელემენტებისა, რომლებიც ხელოვანმა ნიუიორკში ცხოვრების პერიოდში შეიძინა და რომელიც მისი ინსპირაციის მნიშვნელოვანი ნაწილია”.

ლევან მინდიაშვილი, გამოფენის კურატორი.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენიდან ნამუშევრების სერიას გალერეაერთი”  წარადგენს ვენის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე “viennacontemporary”, რომელიც 27 – 30 სექტემბერს გაიმართება.

გალერეაერთისსაგამოფენო სივრცეში წარმოადგინეთ გამოფენა, სახელწოდებითზეადამიანები”, რომელიც 9 ვიდეონამუშევარსნაქარგებსა და ფარდაგებს აერთიანებდა. გვესაუბრეთ გამოფენის კონცეფციასა და მის სპეციფიკურ მახასიათებლებზე?

ზეადამიანებიძალიან მნიშვნელოვანი და, ასე  ვთქვათ, გარდამტეხი პროექტი იყო ჩემთვის. ვცადე მთლიანად და შეუჯავშნავად მეჩვენებინა საკუთარი  თავი. ძალიან საინტერესო იყო ჩემივე თავის ობიექტად აღქმა და ამ ობიექტით ინსტალაციის შექმნა.

რით გამოირჩევიან  პერსონაჟები, რომლებიცზეადამიანისფარგლებში თქვენეული ინტერპრეტაციით ვიდეონამუშევრებად წარმოადგინეთ? რა თვისებების მატარებელნი არიან ისინი თქვენთვის?

ისინი  არიან გმირები, რომლებიც  ბავშვობიდან მახსოვს, რომლებთანაც იდენტიფიცირებას ვცდილობდი  ყოველთვის. ამ გმირებით ვცადე დავკავშირებოდი ჩემს ქართულ გენეალოგიას.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პერსონაჟის დიზაინზე მუშაობა? როგორია პროცესი მისი წარმოსახვიდან რეალიზებამდე?

სირთულე ყოველთვის დროა, რომელიც არასდროს მყოფნის. ძალიან სპეციფიკურად ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, საკუთარი სისტემა მაქვს და ყოველთვის მას მივყვები. და თუ რაიმე არასწორ ადგილას არის, ან არასწორი მიმართულებით მიდის, ყველაფერს ვანგრევ და თავიდან ვაწყობ. ფერისა და ფორმის ერთობლიობა –  ეს არის ყოველთვის მთავარი მამოძრავებელი ბირთვი. ძალიან მიყვარს ხელით მუშაობის მედიტაციური მდგომარეობა.

 

მუშაობთ თითქმის ყველა სახელოვნებო მედიუმში, არის რომელიმე მედიუმი, რომელთან მუშაობისას თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობთ?

რთული სათქმელია, ყველაზე უფრო მომწონს სინთეზი, როდესაც ყველა ხერხი ერთად იწყებს მუშაობას.

 

თბილისის არტ ბაზრობაზე წარმოადგინეთ ინსტალაციაბავშვობის ბინადრები”, რომელიც 19 კერამიკული ფიგურისგან შედგებოდა, მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?

თბილისის არტ ბაზრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას გაიმართა, ექსპო ჯორჯია, რომელსაც ჩემს ბავშვობაშივდნხა [ВДНХ] ერქვა, არის ის ადგილი, სადაც მე გავიზარდე, ზუსტად ამ ადგილას ვიპარებოდი სკოლიდან, როდესაც მარტო ყოფნა მინდოდა. იმ კუნძულზე ვიმალებოდი, სადაც ჩემი ინსტალაცია იყო გაკეთებული,  და წარმოვიდგენდი სხვადასხვა არსებებს, რომლებიც ჩემთან ერთად ამ ადგილას ბინადრობდნენ. ეს ინსტალაციაც სწორედ ამ არსებების ქანდაკებებია, ერთგვარი გადმოძახილი ჩემი ბავშვობიდან.

პროექტშიკინტოს სიზმრები” ძველთბილისური კინტოს ცეკვისა და  ელექტრონული მუსიკის მეშვეობით ერთმანეთს დაუკავშირეთ თანამედროვე  და ტრადიციული, რიტუალური კულტურა. როგორ ფიქრობთ, რა აერთიანებს  კინტოს თანამედროვე ელექტრონულ მუსიკასთან?

კინტო  არის ის, ვინც  ჩემს ფესვებთან მაკავშირებს. კინტოს პროექტი ჩემთვის ძალიან პერსონალურია. კინტო არის ის ადამიანი ჩემში, რომელიც ერთგვარი ჯამბაზია, რომელსაც არ ეშინია ყურადღების და  შეუძლია რიტმის ვიბრაციას თავიდან ბოლომდე მიუძღვნას  საკუთარი თავი. ელექტრონული მუსიკა და ცეკვა  ჩემთვის მედიტაციის ერთგვარი მეთოდია, კინტო არის ისე არსება, როგორადაც საკუთარ  თავს აღვიქვამ ცეკვის დროს.

თქვენს შემოქმედებაში ხშირად იკითხება გენეტიკური კოდები და ეროვნული ნარატივები, რაც ნამუშევრებში ზღაპრების, მითოლოგიის ჩართვით გამოიხატება. რით არის ეს თემატიკა თქვენთვის მიმზიდველი და საინტერესო?

ეს ალბათ ჩემს ფსიქოთერაპევტს უნდა ვკითხოთმაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმ ფესვების,  კვანძების ძებნაა, რაც მე დედამიწასთან მაკავშირებს.

თქვენს ვიდეონამუშევრებში ხშირია თქვენივე ფიზიკური ინტერაქცია,  შეიძლება ეს მოვლენა რაიმე კონკრეტულ ხედვას ან პოზიციას დავუკავშიროთ?

ძალიან მიყვარს ცეკვა,  სიარული, და საერთოდ განმეორებადი მოძრაობები, რომელიც ერთგვარ მედიტაციურ მდგომარეობაში მაგდებს და ამ მდგომარეობაში  გარემოსა  და ჩემს არსებას შორის ვიბრაციებს მთლიანი ინტენსივობით აღვიქვამ, სწორედ ამის გადმოცემას ვცდილობ ფიზიკური ინტერაქციით.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ხელოვანებს?

იყვნენ უშიშრები.

 

გვესაუბრეთ სამომავლო პროექტებზე

ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი სექტემბერში ERTI Gallery თანამედროვე ხელოვნების ორ ბაზრობაზე წარადგენს ჩემს ნამუშევრებს. პირველი cosmoscow გაიმართება  7-9 სექტემბერს, სადაც წარვადგენთ ვიდეოარტს – “კინტოს სიზმრები”.

27-30 სექტემბერს კი ERTI Gallery ნაქარგებს სერიიდანზეადამიანებიდა ასევე კერამიკულ სკულპტურებს, სერიიდანბავშვობის ბინადრებივენაში, viennacontemporary-ზე წარადგენს. ვენის არტ ბაზრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ინტერესით ველი.

“პარალელურად ვმუშაობ კიდევ ერთ დიდ ვიდეოინსტალაციზე, რომელის პრეზენტაციასაც ERTI Gallery – ში მომავალი წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ.”

უტა ბექაიას ნამუშევრები იხილეთ ვრცლად : https://utabekaia.com/

გაეცანით Ertigallery-ს ვებგვერდს: http://ertigallery.com/

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.