fbpx
გააზიარე სტატია

შენიღბული სახლი – Issa Megaron – ხორვატიაში, კუნძულ ვისზე

ადრეატიკის ზღვაში, კუნძულ ვისის ერთ-ერთ გორაკზე Proarh Architects-ის მიერ დაპროექტებული საცხოვრებელი სახლი – Issa Megaron მდებარეობს. ერთი შეხედვით, სახლის შემჩნევა არცთუ ისე მარტივია. გორაკზე შეჭრილი შენობა ზუსტად იმეორებს ლანდშაფტის მოყვანილობას. ამასთან, ექსტერიერის დიზაინის არასტანდარტული გადაწყვეტა შენობას ისე ნიღბავს, რომ რთულია მისი ბუნებისგან გამორჩევა.

კამუფლაჟის ეფექტი შექმნილია ისეთი მასალებით, როგორიცაა: რკინა-ბეტონი, მშრალი ქვა და ადგილობრივი ქვის ლოდები. საცხოვრებელი სახლი მღვიმეს მოგვაგონებს, რაც განპირობებულია მის გარშემო ფორმირებული ტერასებითა და შენობის გადახურვის ტიპით. შენობის სახურავი და ბეტონის ტერასები დაფარულია მცენარეებითა და იმავე ტერიტორიის ქვებით, რაც ქმნის ერთგვარ სიმბიოზს სახლის გარშემო არსებულ ბუნებრივ და ხელოვნურად შექმნილ გარემოს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ადამიანის მიერაა შექმნილი, მისი საბოლოო იერსახე ხელუხლებელი ხრიოკი მდელოს შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბუნებრივ ეკოსისტემასთან შერწყმული რეზიდენცია აღჭურვილია ენერგოდამზოგველი სისტემებით: მზის ბატარეებით, ბუნებრივი გაგრილებისა და ვენტილაციის მექანიზმებით.

Issa Megaron-ის პირველი სართული ეთმობა მოსასვენებელ სივრცეს, სადაც საძინებელი და სასადილო ოთახი მდებადეობს. მეორე სართულზე განთავსებულია სამზარეულო, რომლის ფანჯრებიც აუზიან ტერასაზე გადის. არქიტექტორების განმარტებით, სახლი ხელოვნურად შექმნილ გამოქვებულს ჰგავს და პირველყოფილი თავშესაფრის სახეს აქვს.

 

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი
კრისტიან და კარენ ბოროსებმა თავიანთი კოლექციის - 700-მდე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის გამოსაფენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ბუნკერი შეარჩიეს
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი
ბოფილი ფაბრიკას ყოველთვის დაუმთავრებელ ნამუშევრად თვლის. არქიტექტორი მასზე 40 წელზე მეტია მუშაობს და ფაბრიკა ბოფილის ცხოვრებასთან ერთად იცვლება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.