fbpx
გააზიარე სტატია

Jaffe House (Skybreak House) – სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

Jaffe House არქიტექტურული სტუდია Team 4-ის ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელსაც Skybreak house-დაც მოიხსენიებენ. სტუდია Team 4 არქიტექტორებმა – ნორმან ფოსტერმა და რიჩარდ როჯერსმა დააარსეს პარტნიორებთან – სუ ბრამველთან და ვენდი ჩესმანთან ერთად. 1971 წელს ამ სახლის ინტერიერში სტენლი კუბრიკმა გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”. Skybreak house-იც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია, როგორც კუბრიკის ცნობილი ფილმი.

Jaffe House მდებარეობს რედლეთში, დიდ ბრიტანეთში, ლონდონიდან 27 კილომეტრში.

სახლში სივრცეები გამოყოფილია იატაკის დონეებით, სახლის გეგმარება უზრუნველყოფს მაქსიმალურ იზოლირებას გარე სამყაროსთან, ისე რომ არ ზღუდავს ინტერიერში სინათლის შეღწევას, პირიქით, სახლის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ბუნებრივი განათების სიჭარბეა.

სახლი დაყოფილია სამ დონედ – პირველში არის საერთო სივრცე, რომელიც დიდი, გასახსნელი ვიტრაჟით გადის ბაღში. ეს სახლის ყველაზე დაბალი დონეა, სადაც თავდაპირველ ინტერიერში, ამ ვიტრაჟთან განთავსებული იყო ფორტეპიანო, ისე რომ ზედა ორი ტერასა თითქოს თეატრში ლოჟების როლს ასრულებდა.

დანარჩენი ორი დონე განკუთვნილია სამზარეულოსა და საძინებლებისთვის. ერთ დონეზე განთავსებული მომიჯნავე ოთახები გამოყოფილია გასასრიალებელი პანელებით, რაც მაქსიმალურად იძლევა სივრცეების გაერთიანების შესაძლებლობას. მძიმე სტრუქტურის და ტრადიციული კონსტრუქციებისგან განსხვავებით, პროექტში გამოყენებულია მსუბუქი მასალები და ახალი ტექნოლოგიები.

იმდროისთვის ეს იყო ინოვაციური სახლი – არქიტექტორებმა დამკვეთს შესთავაზეს ძალზე მოხერხებული საცხოვრებელი მოდელი. კლიენტსაც სწორედ ეს სურდა – სახლი, რომელიც ბევრ ფუნქციას შეითავსებდა, და ასევე მარტივად გაერთიანდებოდა ერთ დიდ სივრცედ. Jaffe House ისეა დაპროექტებული, რომ სამომავლოდ მისი ფუნქციის შეცვლა რთული სულაც არ იქნება.

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬
დასამახსოვრებელი კოცნის სცენები ფილმებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.