fbpx
გააზიარე სტატია

იურგენ ტელერი – ელიტური ექსკლუზივების წინააღმდეგ

ჩვენ შესაძლებლობების ერაში ვცხოვრობთ. შესაძლებლობების, რომელიც ყველა ბარიერს არღვევს  და მჭიდრო კავშირებს ამყარებს ერთმანეთთან დაშორებულ მიმდინარეობებს შორის. სოციალურმა ქსელებმა შექმნა ეპოქა, რომელშიც სხვადასხვა სახელოვნებო სივრცის ვარსკვლავების ჩვეულებრივი და ყოველდღიური მხარე დავინახეთ. უბრალოების, ბუნებრიობისა და გულწრფელობის გარეშე ნებისმიერი პროდუქტი განწირულია, მათ შორის, მოდის ფოტოგრაფია. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო ფრანგმა ფოტოგრაფმა გი ბურდენმა მოდის ფოტოგრაფიის ტენდენციების შეცვლა და მის ხაზს დღემდე ბევრი ფოტოგრაფი აგრძელებს. ესაა მიზეზი, რატომაც გი ბურდენის ნამუშევრები თანამედროვეობასთან ასოცირდება. მისი ფოტოების მსგავს ნამუშევრებს გვთავაზობს ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული გერმანელი ფოტოგრაფი, იუგენ ტელერი.

იმის მიუხედავად, რომ იურგენ ტელერის ფოტოებზე იგრძნობა გი ბურდენის ნამუშევრების აშკარა გავლენა, ამ ორი ხელოვანის ფოტოგრაფიამ სხვადასხვა შედეგამდე მიგვიყვანა. გი ბურდენმა მოდის დანახვის პერსპექტივები შეცვალა, იურგენ ტელერმა კი ცნობილ ადამიანებზე გვითხრა: „ისინიც თქვენნაირები არიან“.

ინსტაგრამის story-ის გაჩენამდე გვაჩვენა მათი ყოველდღიურობა და გულწრფელობა. იურგენ ტელერის ობიექტივში სხვადასხვა ცნობილი ადამიანი მოხვდა, მის ერთ-ერთ პორტრეტზე კი აღბეჭდილია ვარდისფერთმიანი ქეით მოსი, რომელიც სასტუმროს თეთრ თეთრეულში წევს.

იურგენ ტელერი დაიბადა 1964 წლის 28 იანვარს დასავლეთ გერმანიის ქალაქ ერლანგენში. ფოტოგრაფიას  მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა. 22 წლის ასაკში ლონდონში გადავიდა, რათა თავიდან აეცილებინა სავალდებულო სამხედრო სამსახური. იურგენ ტელერი დღემდე თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: მარკ ჯეიკობსი, ივ სენ ლორანი, ვივიენ ვესტვუდი, სელინი, ვიქტორია ბექჰემი, ლუი ვიტონი, ადიდასი და სხვა.

მარკ ჯეიკობსისთვის გადაღებული 2008 წლის ფოტო ერთ-ერთ საკულტო ნამუშევრად იქცა 21-ე საუკუნის მოდის ფოტოგრაფიაში, რომელიც ნამდვილად გაგახსენებთ Charles Jourdan-ის 1979 წლის კამპანიას, რომელიც გი ბურდენმა გადაიღო. თუმცა, მანეკენის ფეხების ნაცვლად, 2008 წლის ფოტოში ვიქტორია ბექჰემია გადაღებული, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში 10 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად საკულტო ფოტო უკვე თავისი მოდის სახლის რეკლამად გამოიყენა.

იურგენ ტელერი მოდის ბაზარზე 90-იანებში გამოჩნდა და დემოკრატიულ მოდაში ჩაერთო. 80-იანებში მოდის ინდუსტრია ელიტური ექსკლუზივი იყო, ძვირად ღირებული ბრენდებითა და ფუფუნებაში ცხოვრების ტენდენციებით. დროთა განმავლობაში მოდა გამოვიდა ელიტური წრეებიდან – ხალხმა დაიწყო H&M-ისა და Zara-ს ჩაცმა და მოთხოვნა გაიზარდა ყველასთვის ხელმისაწვდომ მოდაზე. ამ ცვლილებას, რა თქმა უნდა, მოდის ფოტოგრაფიამ შეუწყო ხელი. იურგენ ტელერი ის ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო კამპანიებში ყველას დაანახა თავისი თავი და ისინი მოდის მსგავსად დემოკრატიული გახადა.

ამ ცვლილების პერიოდში გადაიღო 90-იანების Go-Sees, სადაც კასტინგებს მიღმა მყოფი ახალგაზრდა მოდელები არიან აღბეჭდილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო ფოტოგრაფის მხრიდან, როცა გლამურული ინდუსტრიის უკან მდგომი ჩვეულებრივი ადამიანები გვაჩვენა. შეიძლება ზოგიერთი მათგანი ცნობილი მოდელი არ გამოვიდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფის ფირზე კი შემორჩნენ.

იურგენ ტელერის ნამუშევრები წარმატებულია როგორც კომერციულად, ასევე ხელოვნების ნიმუშებად. მან ზღვარი წაშალა ფოტოგრაფიის ამ ორ მიმდინარეობას შორის. მისი ნამუშევრები მოხვდა ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: Vogue, Another Magazine, Index, i-D და სხვ. ფოტოგრაფის ფოტოები გამორჩეულია განათების მხრივაც, რომელიც მის ხელწერად იქცა – გადანათებული ფოტოები, ერთი შეხედვით დაულაგებელი კომპოზიციები და გულწრფელობა.

იურგენ ტელერმა კარიერა მუსიკოსებისა და მათი ალბომების გადაღებით დაიწყო, თუმცა შემდეგ  მოდის ინდუსტრიაში გადაინაცვლა. ამ განვლილ კარიერულ გზას ის ასე აღწერს:

„ყველაფერი მართლაც მუსიკოსების გადაღებით დაიწყო და მე ვფიქრობდი, ‘რა არის ეს?! მუსიკოსის პორტრეტია, დოკუმენტალისტური ვიზუალი თუ მოდის ფოტოგრაფია? მაგრამ… ეს  შეიძლება ყველაფერი ერთად იყოს.’ ასე აღმოვჩნდი აქ“.

ფოტოგრაფის ნამუშევრებში, მართლაც, ყოველი მათგანია გაერთიანებული. ამიტომაც, მის ნამუშევრებს შეიძლება წავაწყდეთ როგორც ბილბორდებზე, ისე მოდის გამოცემებსა და მუზეუმებში. იურგენ ტელერი ლონდონში ცხოვრობს და დღესაც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მოდის სახლებისთვის.

 

ავტორი: ქეთო შურღაია


რეკომენდებული სტატიები
სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია
წარმოიდგინეთ ყველაზე გლამურული წვეულება - პალმები, აუზი, ფოჩებიანი ქოლგები, როზე, სახელდახელოდ გაკრეჭილი მასიური ბუჩქები და მბზინვარე მარმარილოს ფილებზე ლანჩზე შეკრებილი ორმოცდაათიანების ელიტა - გილოცავთ, თქვენ სლიმ არონსის ფოტოში მოხვდით
უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი
„მე მინდა გადავიღო ფოტო, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს, იმის მიუხედავად, რა არის გამოსახული მასზე. გადაღების პროცესში არასდროს ვფიქრობ, რას ვუღებ ფოტოს, ბლუზის მუსიკოსს თუ უბრალოდ ქუჩის კუთხეს“
იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია
პერსონალური ფოტოგრაფია, რომელშიც დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, თანამედროვე იაპონურ ფოტოგრაფიას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.