fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – რას ვნახავთ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე?

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალს პირველი დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით კინოთეატრი “ამირანი” უმასპინძლებს, სადაც ასამდე ქართული და უცხოური ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი 1-ლ დეკემბერს ალფერდ ჰიჩკოკის ფილმით “შანტაჟით” (1929) გაიხსნება, რომელსაც მუსიკალურ აკომპანირებას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით გაუწევს. ჩვენებას თავად მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც დაესწრება, რომელიც 2 დეკემბერს თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ვორქშოფს გამართავს, სადაც კინომუსიკის ისტორიასა და მასზე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენაზე ისაუბრებს. “შანტაჟი” “ბრიტანული სეზონის” პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პერიოდის ბრიტანულ ფილმებს იხილავთ. 

კინოფესტივალზე არგენტინელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის შემოქმედების ნახვის შესაძლებლობაც გექნებათ, რომელსაც ქართველ სცენარისტთან და რეჟისორთან, ირაკლი კვირიკაძეთან ერთად, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო “პრომეთეს” ჯილდო გადაეცემა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმი “ოქროს ძაფი”, რომელშიც გია ყანჩელის კომპოზიციებს მოისმენთ. გარდა ამისა, პროგრამის ნაწილია ერთ-ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი კანადელი რეჟისორის, ქსავიერ დოლანის ფილმი “მათიასი და მაქსიმი”, რომლის შემოქმედებაზეც უფრო ვრცლად სხვა სტატიაში მოგითხრობთ, აქ კი თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ სიას გთავაზობთ:

სრულმეტრაჟიანი ფილმები:

„უარყოფითი რიცხვები“ – უტა ბერია
„ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“ – დიმიტრი ცინცაძე
„ღორი“ – გიგა ლიკლიკაძე
„კომეტები“ – თამარ შავგულიძე
„ბოროტმოქმედი“ – დიმა მამულია
„ოქროს ძაფი“ – ლანა ღოღობერიძე

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

„მამული“ – გიორგი სიხარულიძე
„ცხოველი“ – ამირან დოლიძე
„ტრადიცია“ – იოსებ ბლიაძე
„თემო“ – ლაშა ცქვიტინიძე
„დასასრულის დასაწყისი“ – გიორგი ქასრაშვილი
„აცახცახებული გული“ – ვაჟიკო ჩაჩხიანი
„სელფი გაზქურასთან“ – ირინა ჯავახაძე
„ხმის კონტროლი“ – გიორგი სულაძე
„ვიდრე წავიდოდე“ – ელენა ცაგარეიშვილი
„მესამე ზედმეტი“ – ოთარ ბერძენიშვილი
„კახეთის მატარებელი“ – ლალი კიკნაველიძე
„When Money Had Its Body” – თამარ მაღრაძე
„სამაია“ – ლევან შუბაშვილი
„უბიუჯეტო ფილმი“ – ნინა ხატიაშვილი
„არჩევანი“ – გიორგი ვარსიმაშვილი
„მარქსის ქუჩა 12“ – ირინა ჟორდანია
„ხედავ იმას, რასაც მე?“ – ანანო ბაკურაძე

დოკუმენტური ფილმები:

„12 გაკვეთილი“  – გიორგი მრევლიშვილი
„მოსავალი“ – მიშო ანთაძე
„სანამ მამა დაბრუნდება“ – მარი გულბიანი
„სხვა მეზობლები“ – ნიკა წიკლაური
„პური და მარილი“ – სალომე რაზიკაშვილი
„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ – ნანა ჯორჯაძე

სპეციალური ჩვენებები:

„უჟმური“ – ნუცა ღოღობერიძე 1934
„ქორწილი“ – მიხეილ კობახიძე 1964
„პასტერნაკი“ – ნინო კირთაძე  2019

ქვეყანა ფოკუსში: დიდი ბრიტანეთი

Bait – სატყუარა – Mark Jenkin, UK, 2019
Hope Gap –  იმედის ნაპრალი – William Nicholson, UK, 2019
Sorry We Missed You – უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
The Souvenir –  სუვენირი – Joanna Hogg, UK, 2019

რეჟისორი ფოკუსში: კარლოს რეიგადასი

Our Time – ჩვენი დრო (2018)
Post Tenebras Lux – წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)
Silent Light – ჩუმი სინათლე (2007)
Battle in Heaven – ზეციური ბრძოლა (2005)
Japan – იაპონია (2002)

ევროპული ფორუმი:

A Voluntary Year – ერთი წელი მოხალისედ – Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
About Endlessness – უსასრულობის შესახებ – Roy Andersson, Sweden, 2019
An Officer and a Spy – ოფიცერი და ჯაშუში – Roman Polanski, France/Italy, 2019
Atlantis – ატლანტიდა –  Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
Commitment – ვალდებულება – Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019
Echo – ექო – Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019
Freedom – თავისუფლება – Albert Serra, Spain, 2019
God Exists, Her Name is Petrunya – ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
Gundermann – გუნდერმანი – Andreas Dresen, Germany, 2018
I Was at Home, But – სახლში ვიყავი, მაგრამ… – Angela Schanelec, Germany, 2019
Little  Joe – პატარა ჯო – Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
Martin Eden – მარტინ იდენი – Pietro Marcello, Italy/France, 2019
Master Cheng – ბატონი ჩენგი – Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
Mr Jones – მისტერ ჯონსი – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
Portrait of a Lady on Fire – ალმოდებული ქალის პორტრეტი – Céline Sciamma, France 2019
Synonyms – სინონიმები – Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
The Portuguese Woman – პორტუგალიელი ქალი – Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
The Traitor – მოღალატე – Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
The Truth – სიმართლე – Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019
The Whistlers – მსტვენელები – Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
Vitalina Varela – ვიტალინა ვარელა – Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
Young Ahmed – ახალგაზრდა აჰმედი – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

ჰორიზონტები:

A Dog Barking at the Moon – ძაღლი უყეფს მთვარეს – Xiang Zi, China/Spain, 2019
Abou Leila – აბუ ლეილა – Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
Castle of Dreams – ოცნების კოშკი – Reza Mirkarimi, Iran, 2019
Chained  – მიჯაჭვული – Yaron Shani, Israel, 2019
So Long, My Son – მშვიდობით, ჩემო ბიჭო! – Wang Xiaoshuai, China, 2019
The Wild Goose Lake – გარეული იხვის ტბა – Yinan Diao, China/France, 2019

ამერიკები/ Americas

A Hidden Life – დამალული სიცოცხლე – Terrence Malick, USA/Germany 2019
Bacurau – ბაკურაუ – Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
Family Members – ოჯახის წევრები – Mateo Bendesky, Argentina, 2019
Genesis – დაბადება – Philippe Lesage, Canada, 2019
Ghost Town Anthology – გამქრალი ქალაქის ანთოლოგია – Denis Côté, Canada, 2019
Give Me Liberty – მომეცი თავისუფლება! – Kirill Mikhanovsky, USA, 2019
Matthias & Maxime – მათიასი და მაქსიმი – Xavier Dolan, Canada, 2019
Monos – მონოები – Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
The Farewell – გამომშვიდობება – Lulu Wang, China/USA, 2019

აპოლო: კინოს მეხსიერება – ბრიტანული რეტროსპექტივა

Don’t Look Now არ გამოიხედო! – Nicolas Roeg, 1973
Sunday, Bloody Sunday – კვირა, წყეული კვირა – John Schlesinger, 1971
The Browning Version – ბრაუნინგის ვერსია – Anthony Asquith, 1951
The Loneliness of the Long Distance Runner – გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა  – Tony Richardson, 1962
The Servant – მსახური  – Joseph Losey, 1963
This Sporting Life – ასეთია სპორტული ცხოვრება  – Lyndsay Anderson, 1963
Women in Love – შეყვარებული ქალები – Ken Russell, 1969

 

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
1-ლ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში "თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 8 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას, თვალი ადევნეთ ჩვენი ჟურნალის ინსტაგრამ გვერდსაც
თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი
TBC Status-ისა და კინოთეატრ “ამირანის” ერთობლივი ინიციატივით ყოველთვიურად ლეგენდარული კინოკლასიკოსების ფილმების ჩვენება გაიმართება. 3 აგვისტოდან მომდევნო ოთხი დღე მათგან სწორედ ერთ-ერთს - კვენტინ ტარანტინოს დაეთმობა
მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი
თიბისი სტატუსი კინოთეატრ “ამირანთან” ერთად 16 ნოემბრიდან ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს, სადაც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რეჟისორის საკულტო ფილმების ჩვენება გაიმართება
ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრი “ამირანი” TBC Status-თან ერთად 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს, სადაც საშუალება გვაქვს რეჟისორის საკულტო ფილმები ვიხილოთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.