fbpx
გააზიარე სტატია

განახლებული ყვარლის ტბის კურორტის საახალწლო შემოთავაზება

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, თუ სად გაატაროთ ახალი წლის ღამე და სად შეხვდეთ 2020 წლის პირველ დღეს,  განახლებული ყვარლის ტბის კურორტი ახალ და საინტერესო თავგადასავალს გთავაზობთ. განახლებული კომპლექსი, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა, არა მხოლოდ ტურისტული კუთხით, არამედ  არქიტექტურული თვალსაზრისით ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ნაგებობაა. ადგილობრივი არქიტექტურის ელემენტების შთაგონებით შექმნილი სასტუმროს პროექტზე Dmark Architectural Studio-მ იმუშავა, მისი ლობის დიზაინი კი ცნობილ ქართველ ხელოვანს ნინო ჩუბინიშვილს, იგივე ჩუბიკას, ეკუთვნის. 

მინიმალისტური ხაზებით, თანამედროვე დიზაინითა და დახვეწილი ნეიტრალური ფერებით გაფორმებული ყვარლის ტბის კურორტის ახალი შენობიდან კარგად ნაცნობი და ყველასთვის საყვარელი  სანახაობა – ყვარლის ტბისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება. ამ მყუდრო გარემოში ბუნებრივი ქვითა და ხის მასალისგან შექმნილი სასტუმროს დიზაინი კი არა მხოლოდ სასტუმროს შენობას ხდის განსაკუთრებულს, არამედ მთელ ამ გარემოში არქიტექტურისა და ბუნების ჰარმონიულ შერწყმას წარმოადგენს, სადაც წლის ნებისმიერ დროს აქ ჩასულ სტუმარს  ტყისა თუ ყვარლის ტბაში არეკლილი ულამაზესი მთების სანახაობით შეუძლია დატკბობა.

ყვარლის ტბის კურორტი თავის სტუმრებს 41 გამორჩეული დიზაინის ნომერს და ისეთ მომსახურებებს სთავაზობს, როგორებიცაა: სპა ცენტრი, წყლის ველოსიპედი, თევზაობა, კულინარიული მასტერკლასები, ბავშვთა გასართობი პროგრამები, ასევე სასტუმროს ბარი და ქართულ-ევროპული კულინარიით გამორჩეული რესტორანი, სადაც  ადგილობრივი კერძებისა და სომელიეს მიერ სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ტრადიციული კახური ღვინის დაგემოვნებას შეძლებთ, რაც ყვარლის ტბის კომპლექსში დასვენებას ნამდვილად განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს გახდის. 

კიდევ უფრო განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იქნება ყვარლის ტბის კურორტზე ახალი წლის დღეები, რადგან მასპინძლები ამ დღეს სტუმრებს  სიურპრიზებით სავსე Magic New Year პროგრამას სთავაზობენ. 31 დეკემბრის ღამეს ყვარლის ტბის კომპლექსში საახალწლო ვახშამი, ბენდ New One-ის და სპეციალურად მოწვეული DJ-ის ცოცხალი მუსიკის საღამოები და რაც მთავარია წლის  დამაგვირგვინებელი ფეიერვერკ შოუ გაიმართება. 2020 წლის პირველ დღეს კი ხედით ალაზნის ველზე ყვარლის ტბის კომპლექსი საახალწლო ბრანჩზე, DJ-ს სეტზე, საბავშვო პროგრამებზე, ღვინის დეგუსტაციაზე, კოქტეილ წვეულებასა და ვახშამზე გიმასპინძლებთ, გრანდიოზული საახალწლო პროგრამა 2 იანვარს საახალწლო საუზმით დასრულდება. ასე რომ,  მათ, ვისაც ახალი წლის პირველი დღეების შეხვედრა განსხვავებულ და უჩვეულო გარემოში გსურთ, ყვარლის ტბის განახლებული კურორტი ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.  

 


ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული
Play Video

Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული

Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული
ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ვიდეოს "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულზე", სასტუმროზე, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და რომლის ინტერიერის დიზაინზეც არაერთმა ცნობილმა ხელოვანმა იმუშავა, მათ შორის თამარა კვესიტაძემ და ინგო მაურერმა
"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა
კახეთში, სულხან ჭავჭავაძის ისტორიულ სასახლეში მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა.
Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს
კომპანია “აჭარა ჯგუფმა” Rooms Hotel Kazbeg-ისა და Rooms Hotel Tbilisi-ის შემდეგ, კურორტ კოხტა მიტარბიში ახალი სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გახსნა, რომელიც პირველ სტუმრებს სულ მალე, ახალი წლიდან მიიღებს
Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში

Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში

Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში
“აჭარა ჯგუფის” ორგანიზებით Design Hotels-ის წევრი სასტუმროების კონფერენცია სახელწოდებით "არენა" 26 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.