fbpx
გააზიარე სტატია

კვირის 5 საუკეთესო კომპოზიცია | მარტი

5. Quelle Chris – Obamacare
დეტროიტელი რეპერი და პროდიუსერი Quelle Chris ბრუნდება ახალი სოლო ალბომით Guns, რომელიც 29 მარტიდან გაიყიდება. Obamacare მის მიერ გავრცელებული მეორე სინგლია Straight Shot-ის შემდეგ. ანიმაციური ვიდეოკოლაჟის დიდი ნაწილი შედგება დაარქივებული ჟურნალის გვერდებისგან, რომლის რეჟისორიც თავად არტისტია.

 

4. Tierra Whack – Unemployed
ახალგაზრდა ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი ცნობილია მისი 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო სადებიუტო ალბომით Whack World. 2019 წლის 19 თებერვლიდან მან წამოიწყო სერია #WhackHistoryMonth, რომლის ფარგლებშიც კვირაში თითო კომპოზიცია შემოგვთავაზა სახელწოდებებით Only Child , CLONES, Gloria, Wasteland. Unemployed კი ჯერჯერობით ტიერას ბოლო, მეხუთე სინგლია.

 

3. Broken Social Scene – Can’t Find My Heart
კანადურმა ინდი-როკჯგუფმა Broken Social Scene-მა წელს უკვე მეორე EP დააანონსა სახელწოდებით Let’s Try the After – Vol 2, რომლის გამოსვლაც 12 აპრილს არის დაგეგმილი. ჯგუფმა გაავრცელა ერთ-ერთი სინგლი – Can’t Find My Heart, რომელიც ახალ EP-ში იქნება წარმოდგენილი.

 

2. Avey Tare – HORS_
დევიდ პორტნერი, ცნობილი როგორც Avey Tare, ამერიკელი მუსიკოსია და ყველასათვის კარგად ნაცნობი ჯგუფის, Animal Collective-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. 22 მარტს გამოვიდა მისი მესამე სოლო ალბომი სახელწოდებით Cows on Hourglass Pond, რამდენიმე დღით ადრე კი მან გაავრცელა ბოლო სინგლი – HORS, ვიდეოკლიპთან ერთად, რომლის რეჟისორი, მისი და, აბი პორტნერია.

 

1. Weyes Blood – Movies
ნატალი მერინგი, იგივე Weyes Blood, ამერიკელი მუსიკოსია, რომელმაც ახალი სინგლი გამოუშვა სახელწოდებით Movies. ნატალი ასევე არის ვიდეოკლიპის რეჟისორი და ამასთან მთავარი როლის შემსრულებელი. Andromeda-სა და Everyday-ის შემდეგ, ეს მისი მესამე სინგლია ახალი ალბომიდან Titanic Rising, რომელიც 5 აპრილიდან გაიყიდება.

 

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.