fbpx
გააზიარე სტატია

კვირის 5 საუკეთესო კომპოზიცია

(Sandy) Alex G – Gretel

ამერიკელი მუსიკოსი ფილადელფიიდან ახალ ტრეკით ბრუნდება, რომელიც მის
მომავალ ალბომში შევა სახელწოდებით House of Sugar. ალექსის წინა ალბომს, Rocket-ს,
რომელიც 2017 წელს გამოვიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მრავალი მუსიკალური
გამოცემის წლის საუკეთესო ალბომების სიებში მოხვდა.

 

Jay Som – Superbike

ლოს-ანჯელესში მოღვაწე მუსიკოსი Melina Mae Duterte, სასცენო სახელით Jay Som,
ახალ ალბომს აანონსებს სახელწოდებით Anak Ko, რომელიც მისი მესამე ალბომი იქნება.
მუსიკოსმა ალბომში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია გამოაქვეყნა კლიპთან ერთად,
რომელშიც ალბომის შექმნის პროცესია ასახული. ალბომი 23 აგვისტოდან გაიყიდება.

 

Prurient – Screaming Eagles Airborne Graveyard

ამერიკელი მუსიკოსი Dominick Fernow, ცნობილი როგორც Prurient, Vatican Shadow,
Rainforest Spiritual Enslavement და კიდევ მრავალი სახელით, 12 ივლისს ახალი ალბომით
დაბრუნდება სახელწოდებით Garden Of The Mutilated Paratroopers, რომლის ფარგლებშიც
ნოიზ კომპოზიცია Screaming Eagles Airbo

 

Róisín Murphy – Incapable

ირლანდიელმა მუსიკოსმა როშინ მერფმა ახალი დისკო ჰაუს ტრეკი გაავრცელა,
რომელიც DJ Parrot-თან ერთადაა შექმნილი.

 

Jefre Cantu-Ledesma – Joy

მულტი-ინსტრუმენტალისტი მუსიკოსი Jefre Cantu-Ledesma ბრუნდება ახალი ალბომით
Tracing Back The Radiance, რომლის შეძენაც 12 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. Joy
გაჯერებულია აბსტრაქტული და ემბიენთ მუსიკით, რომლის ჟღერადობაც განსხვავდება
მისი 2017 წლის ალბომის, On The Echoing Green-გან. ალბომზე ექსპერიმენტული
მუსიკის წარმომადგენლები – John Also Bennett, Marilu Donavan, Chuck Johnson, Gregg
Kowalsky, Mary Lattimore, David Moore და სხვები მუშაობდნენ.

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.