fbpx
გააზიარე სტატია

ღვინის ბარი ლაგაზა – ქართული რესტორანი ხმელთაშუა ზღვის კულინარიის ინსპირაციით

ქართულ და ბასკურ კულტურებს შორის რომ განსაკუთრებულად ახლო კავშირი არსებობს, ამას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის დროინდელი ბერძენი ისტორიკოსების კვლევებშიც ვკითხულობთ. კავკასიელ იბერებსა და პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერებს შორის კი არა მხოლოდ ლინგვისტური, არქიტექტურული ან კულტურული მსგავსებაა, არამედ ძალიან ბევრი კულინარიული საერთოც მოიძებნება. ამ ორ, ერთმანეთთან დაახლოებულ კულტურებს შორის ეს კულინარიული სიახლოვე აღმოაჩინა, კიდევ უფრო განავითარა და საკუთარ კონცეფციას დაუკავშირა ღვინის ბარმა და რესტორანმა “ლაგაზამ”, რომელიც თითქმის უკვე ერთი წელია პეკინის 2 ნომერში თანამედროვე კერძებისა და ტრადიციული ღვინის მოყვარულებს ამ ადგილისთვის უჩვეულოდ მყუდრო და სასიამოვნო გარემოს  სთავაზობს.  

განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და ატმოსფეროთი გამორჩეული “ლაგაზა” თბილისში იმ იშვიათი რესტორნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სტუმარს საშუალება აქვს უნიკალური ჯიშის ღორის ხორცისგან დამზადებული პირველი ქართული ხამონი დააგემოვნოს,  გემო გაუსინჯოს ქართული მარნის ღვინოებს, კასრში დაყენებულ კოქტეილებს და რაც მთავარია, იმ მრავალფეროვანი კერძების მენიუს, რომელიც ესპანური და ხმელთაშუაზღვიური კულინარიის ინსპირაციით ქართველმა და ბრიტანელმა შეფმზარეულებმა – გიორგი ხარატიშვილმა და ტიაგო დუარტემ სპეციალურად “ლაგაზასთვის” შექმნეს.  

ესპანელი პარტნიორების დახმარებით გამოყვანილი “ლაგაზას” ხამონი სწორედ ისაა, რითაც რესტორანი ყველაზე მეტად ამაყობს, იმდენად, რომ მისი სახელწოდება “ლაგაზაც” სწორედ იმ ღორის ჯიშის სახელს უკავშირდება, რომლისგანაც ეს ახალი და უგემრიელესი ხამონი მზადდება. თუმცა, ბუნებრივია, ქართული ხამონი ერთადერთი კერძი არ არის, რასაც ღვინის ბარი იქ მისულ სტუმრებს სთავაზობს. აქ თქვენ თანამედროვე მრავალფეროვან სამზარეულოსთან ერთად, სხვადასხვა გემოვნური თვისების მქონე ღვინოსთან შეხამებული 8 უგემრიელესი კერძის მენიუ, მათ შორის  განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ქართული ფელამუშის დესერტი დაგხვდებათ, რომელსაც რესტორნის მასპინძლებმა თავადვე შეუსაბამეს მათ მიერ შეცვლილი რეცეპტით კასრში დავარგებული და ქინძმარაულის ღვინით შექმნილი ნეგრონი.

ღვინო და ზოგადად “ლაგაზას”  ბარი კი ნამდვილად ის ადგილია, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მისთვის სასურველი ღვინის არჩევა და დაგემოვნება შეუძლია. მრავალფეროვან არჩევანს აქ “მეღვინეობა შილდაში” ჩამოსხმულ ლაგაზას მწვანესთან და საფერავთან ერთად, ნაფარეულისა და წინანდლის ჩამოსასხმელი ღვინოები და რაც მთავარია, წამყვანი ქართული მარნებიდან ქვევრის ღვინოების უამრავი სახეობაც ქმნის. ყოველი მათგანის დაგემოვნება “ლაგაზაში” მისულ სტუმარს ღვინის კულტურისთვის შესაბამის მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროში შეუძლია, იქ, სადაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს რესტორნის გამორჩეული ინტერიერის დიზაინი და 100-წლიანი სახლის ხის მასალისგან დამზადებული ავეჯიც ქმნის.

“ლაგაზაში” რესტორანთან ერთად Lagaza Wine Shop-იც ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერი იმ ღვინისა თუ კერძის შეძენა შეგიძლიათ, რომელსაც მენიუში წააწყდებით, თუმცა ერთი ძალიან სასიამოვნო განსხვავებით – “ლაგაზას ღვინის მაღაზიაში”  ყველა პროდუქტის შეძენას განახევრებული ფასით შეძლებთ, ასე რომ, მათ, ვისაც ხმელთაშუაზღვის რეგიონის კულინარიის ინსპირაციით შექმნილი ახალი ქართული კერძებისა და მათი შესაბამისი მაღალი ხარისხის ღვინის დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ პეკინის 2-ში მყუდრო ატმოსფეროთი გამორჩეულ “ლაგაზას”, რომელიც თავის მხრივ კულინარიული გზით კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებთ, რომ ქართულ და ბასკურ კულტურებს შორის ნამდვილად ბევრი საერთოა.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
პური გულიანი - ინტერიერი რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილს ისტორიას უკავშირებს

პური გულიანი - ინტერიერი რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილს ისტორიას უკავშირებს

პური გულიანი - ინტერიერი რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილს ისტორიას უკავშირებს
Hammock გიყვებათ თბილისიში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახაბაზოს ინტერიერის შესახებ, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს
ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან
ადგილი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა აზიური სამზარეულოს პოპულარული კერძების დაგემოვნება, საინტერესო და მყუდრო გარემოში
ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან

ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან

ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან
ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან, შეფკონდიტერთან, რომელსაც ისეთ ვარსკვლავებთან უმუშავია, როგორებიც არიან ქეით მოსი, ტილდა სუინტონი, ელტონ ჯონი და ალექსანდერ მაქუინი
"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა
კახეთში, სულხან ჭავჭავაძის ისტორიულ სასახლეში მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.