fbpx
გააზიარე სტატია

ლონდონის კონცეპტუალური მაღაზიები

DOVER STREET MARKET

DOVER STREET MARKET – ალბათ ყველაზე ცნობილი კონცეპტუალური მაღაზია მსოფლიოში განთქმულ Comme Des Garcon-ის იაპონელ დიზაინერს რეი კავაკუბოს ეკუთვნის. Dover Street Market-ს ფილიალები ტოკიოში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბეიჯინგში და სინგაპურში აქვს, მაგრამ ყველაფერი ლონდონში, დოვერ სთრითზე დაიწყო. DST-ის ინტერიერი წელიწადში ორჯერ იცვლება და ამ პროცესის მონაწილეები სხვადასხვა დიზაინერები და ხელოვანები არიან, ამიტომ აქ ახლის აღმოჩენა ყოველთვის შეიძლება. ერთ-ერთი რენოვაციის დროს DST-ის ინტერიერის ნაწილი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებიც გახდა. აქ ცნობილი მოდის სახლების გარდა, წარმოდგენილი არიან დამოუკიდებელი (indipendent) ბრენდები და დიზაინერებიც. DTS ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერებს ფეხის ადგმაში. ეს ის ადგილია, სადაც მყიდველს შეუძლია აღმოაჩინოს ახალი და საინტერესო ბრენდები.
https://www.doverstreetmarket.com; 18-22 Haymarket, London SW1Y 4DG.

LN-CC – LATE NIGHT CHAMELEON CAFE

LN-CC – ანუ Late Night Chameleon Café, ის ადგილია, სადაც სტანდარტული Shopping-ის კონცეპცია სრულიად შეცვლილია. LN-CC მუდმივად განვითარებადი სივრცეა, სადაც გასაყიდი პროდუქტები სპეციფიკური სტანდარტების მიხედვით ირჩევა. მაღაზია შედგება ინდივიდუალური, სხვადასხვა თემატიკის ოთახებისგან, რომელთა დიზაინი თანადამაარსებელ გერი ქარდს ეკუთვნის. ასევე აქ არის საკლუბო სივრცე, ბიბლიოთეკა, ფირფიტების მაღაზია, გალერეა, კაფე. აქ წარმოდგენილია კოლექციები ცნობილი მოდის სახლებიდან და ახალგაზრდა ინოვაციური ბრენდებისგან. ფირფიტების და წიგნების კოლექცია ცნობილია რთულად მოსაძიებელი, ექსკლუზიური და ლიმიტირებული ტირაჟის ნივთებით. LN-CC-ს ასევე აქვს მდგრადი განვითარებისა და ბუნების დაცვის სტანდარტები.
www.ln-cc.com, The Basement, 18-24 Shacklewell Ln, London E8 2EZ.

GOODHOOD

 

Goodhood ლონდონში 2007 წელს გაიხსნა. აქ წარმოდგენილია სამოსი, სამკაული, ინტერიერის დიზაინი და წიგნები. ნივთების კურაციას დამაარსებელი ჯო სინდლი ხელმძღვანელობს. Goodhood-ში სკანდინავიელი დიზაინერების საინტერესო კოლექციაა წარმოდგენილი.
https://goodhoodstore.com 151 Curtain Rd, London EC2A 3QE.

BROWNS EAST

 

Browns East 2015 წელს გაიხსნა, იმის მერე, რაც ონლაინ მაღაზია Farfetch-მა საკულტო ბუტიკი Browns შეიძინა. Browns ლონდონში 1970 წელს გაიხსნა და ის განუყოფელი ნაწილია ქალაქის მოდის ისტორიისა. Browns ერთ-ერთი პირველი მაღაზია იყო, სადაც ჯილ სანდერი და რალფ ლორენი იყიდებოდა. აქ ასევე იყიდებოდა ჯონ გალიანოს და ალექსანდერ მაკ-ქუინის ნამუშევრები, სანამ ისინი მსოფლიო პოპულარობას მოიპოვებდნენ. Farfetch-ის გეგმები ბუტიკთან დაკავშირებით მოიცავდა “მომავლის მაღაზიის” შექმნას. ამ კონცეფციის შედეგია Browns East, ორსართულიანი კონცეპტ სთორი, რომელიც ყოფილ print factory-შია განთავსებული. აქ ასევე დარღვეულია სტანდარტული მამაკაცის და ქალის სართულების კონცეფცია და ყველაფერი ერთადაა მოთავსებული.
https://www.brownsfashion.com, Browns East, 21 Club Row, London, E2 7EY.

MACHINE A

 

Machine A დამოუკიდებელი კონცეპტ სთორია, სადაც ქალის და მამაკაცის სამოსის შეძენაა შესაძლებელი. Machine A-ს ფილოსოფია მომავალზე და ინოვაციაზეა ფოკუსირებული. აქ ცნობილი დიზაინერების გვერდით წარმოდგენილი არიან ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ახალგაზრდა ბრიტანელი და იაპონელი დიზაინერები, აგრეთვე St. Martines-ს სტუდენტები. სწორედ ამითაა Machine A განსაკუთრებული. აქ ისეთ სახელებს შეხვდებით, რომლებიც ჯერ არავის გაუგია. მნიშვნელოვანია Machine A-ს ადგილმდებარეობაც – მაღაზია სოჰოშია, რაც მას განსაკუთრებით გამოარჩევს ულობას ანიჭებს ცენტრალური ლონდონის სტანდარტულ კომერციულ ქუჩებში.

http://www.machine-a.com, 13 Brewer St, Soho, London W1F 0RH.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.