fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

1-ლ დეკემბერს უკვე მეოცედ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება.  კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად კინოთეატრ “ამირანში” ჩატარდება, წელს მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს და საერთაშორისო ჟიურის:  ულრიხ და ერიკა გრეგორების, პაბლო დე ვიტას, ნიკოლა სელის და ჰიზერ სტიუარტის მიერ შეფასებული ფილმებიდან, ჯილდო მხოლოდ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიებში გაიცემა.  გარდა ამ კონკურსისა, ბრისტოლის კინოფესტივალთან და “უოთერშედ ბრისტოლთან” თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კინოფესტივალი 90-წამიანი ფილმების კონკურსს DepicT-ს წარმოგვიდგენს, რომლის მიზანიც ახალბედა ნიჭიერი რეჟისორების აღმოჩენა იქნება, მათგან საუკეთესო კი ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება. 

1-ლ დეკემბერს ფესტივალს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი “შანტაჟი” გახსნის. ფილმს, რომლის ჩვენებასაც მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით მუსიკალურ აკომპანირებას თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გაუწევს, თავად მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ “შანტაჟი”  “ბრიტანული სეზონის” პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი იხილავს როგორც კლასიკურ, ისე უახლეს ბრიტანულ ფილმებს. 

ფესტივალისა და მისი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სულ მალე გამოქვეყნდება, თუმცა ცნობილია, რომ წლევანდელ ფესტივალზე ასამდე ფილმი  შემდეგ სექციებში იქნება წარმოგენილი: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები. მეოცე  კინოფესტივალი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ წელს კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო “პრომეთეს” ქართველი სცენარისტი და რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე და მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი მიიღებენ.

კინოფესტივალის ბილეთების შეძენა სულ მალე, როგორც ონლაინ ისე კინოთეატრი “ამირანის” სალაროში იქნება შესაძლებელი. ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს კინოფესტივალის მიმდინარეობას.


ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი
TBC Status-ისა და კინოთეატრ “ამირანის” ერთობლივი ინიციატივით ყოველთვიურად ლეგენდარული კინოკლასიკოსების ფილმების ჩვენება გაიმართება. 3 აგვისტოდან მომდევნო ოთხი დღე მათგან სწორედ ერთ-ერთს - კვენტინ ტარანტინოს დაეთმობა
მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი
თიბისი სტატუსი კინოთეატრ “ამირანთან” ერთად 16 ნოემბრიდან ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ფილმების რეტროსპექტივას გვთავაზობს, სადაც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში რეჟისორის საკულტო ფილმების ჩვენება გაიმართება
ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრი “ამირანი” TBC Status-თან ერთად 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს, სადაც საშუალება გვაქვს რეჟისორის საკულტო ფილმები ვიხილოთ
ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ

ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ

ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ
პედრო ალმოდოვარი - ესპანელი რეჟისორი, რომლის ფილმებიც პოპ კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით და ზღაპრული ოპტიმიზმით დასრულებული დაუჯერებელი სიუჟეტეტებით გამოირჩევა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.