fbpx
გააზიარე სტატია

თბილისში მერსედეს-ბენცის მეათე მოდის კვირეული იწყება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კარგად ნაცნობი და უცნობი დიზაინერები დაუვიწყარ ჩვენებებს შემოგვთავაზებენ. 

აღსანიშნავია, რომ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული თბილისში უკვე მეათედ, ამჯერად კი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. გარდა ამისა, ჩვენებებისთვის შერჩეულია თბილისის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებიც. ღონისძიებას დაესწრებიან  სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – მყიდველები, კრიტიკოსები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები და სხვა.

მოდის კვირეული წელს მინერალური წყლების კომპანია “ბორჯომის” მხარდაჭერით გაიმართება. 

გაცნობებთ, რომ Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია-პარტნიორი იქნება. ჟურნალი შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებს, მონაწილეთა ფოტოპროექტებსა და ინტერვიუებს. 

გაეცანით თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგს:

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.