fbpx
გააზიარე სტატია

რას ვნახავთ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე?

30 ოქტომბერს თბილისში უკვე მეათედ იხსნება მერსედეს ბენცის მოდის კვირეული,  რომელიც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ქართველი დიზაინერებისა და მოდის სახლების ახალ კოლექციებს შემოგვთავაზებს. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც კომპანია “ბორჯომის” მხარდაჭერით ეწყობა, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორებიც ეწვევიან.მოდის კვირეულის უმეტესი ჩვენებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის თბილისის სხვა ადგილებშიც ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ძირითადი ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმობა.  კვირეულის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ღონისძიებებსაც დაესწრონ. 30 ოქტომბერს, გახსნის დღეს, 12 საათზე სასტუმრო “სტამბაში” გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის ორგანიზებით UNFPA Talk-ს გაიმართება, სადაც სასაუბროდ წარმოდგენილი იქნება თემა – Yes! You Empower Society. ამავე დღეს კინოთეატრ “ამირანში” ტომას ოკსას დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება, სადაც მაყურებელს საშუალება ექნება რეჟისორის ორი დოკუმენტური ფილმი – Intersex Army და In this Climate იხილოს.  

30 ოქტომბერს დაინტერესებულ დამთვალიერებელს შეუძლია ჯონათან ჰალამის გამოფენას –  La Femme De Cabine – Martin Margiela – 1997-2008-ს  დაესწროს.    ფოტოგრაფმა, რომელიც წლების განმავლობაში მარჯიელას ისტორიას იღებდა, თავდაპირველად მოდის სახლთან თანამშრომლობა დაიწყო, როგორც თმის სტილისტმა, თუმცა მალევე დიზაინერის ყველაზე ახლო წრის წარმომადგენელი გახდა. ამიტომაც გამოფენაზე  ჯონათან ჰალამის მიერ დაფიქსირებული ბრენდის ისტორიის ყველაზე დაფარული, მნიშვნელოვანი და უნიკალური მომენტების ხილვას შეძლებთ.

31 ოქტომბერს საშუალება გექნებათ ისეთი დიზაინერების ჩვენებებს დაესწროთ, როგორებიც არიან: LE Mocassin Zippe, გოლა დამიანი, ტატუნა, აკა ფროდიაშვილი, Liya და ავთანდილი.  მომდევნო დღეს თქვენ წინაშე წარდგებიან: სიტუაციონისტი, აკა ნანიტა, ლაკო ბუკია, თამრა, ასევე მატერიას და სალაყაიას ბრენდები. ამავე დღეს კაფე “ლოლიტაში” Pitti Imagine-ის ორგანიზებით საშუალება გექნებათ ბიკემბერქსის კრეატიულ დირექტორთან, ლიი ვუდთან შეხვედრას დაესწროთ.

3 ნოემბრის ჩვენებებს ვაკის პარკში დიზაინერი ანუკი არეშიძე გახსნის, ამავე დღეს ნახავთ ლალოს, ჯანაშიას, თამარა კოპალიანის, ალექსანდრე ახალკაციშვილის, ბიჭოლას და დათუნას კოლექციებს. 3 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, საშუალება გექნებათ ესპანელი დიზაინერის – Dominnico-ს ჩვენებასაც დაესწროთ.

კვირეულის დასკვნით დღეს მაყურებელი დიზაინერ სამუელ როსს შეხვდება. ამავე დღეს შეგიძლიათ იხილოთ ლევან შველიძის, თაკო მექვაბიძის, ბესარიონის, Nemsen-ისა და Blikvanger-ის ჩვენებები. 

ყდის ფოტო: გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე

 

 


ფოტო:  by JAM PROJECT (გიორგი ქებურიას  SS2020 კოლექციისთვის)

ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.