fbpx
გააზიარე სტატია

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული დღეს გაიხსნება და ღონისძიება 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. წელს პირველად მოდის კვირეულს სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, გამოფენები და მასტერკლასები.

მოდის კვირეულს უამრავი უცხოელი სტუმარი დაესწრება – ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები, მყიდველები, ცნობილი გამოცემების (Vogue US, I-D magazine, Elle) რედაქტორები და სხვები.

კვირეულის საპატიო სტუმარი ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარა იქნება.

მოდის კვირეული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება.

მოდის კვირეულის განმავლობაში Hammock შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებსა და მონაწილეთა ფოტოპროექტებს.

იხილეთ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის განრიგი:


რეკომენდებული სტატიები
OLD SCHOOL COOL

OLD SCHOOL COOL

OLD SCHOOL COOL
ინტერვიუ ფისო აბესაძესთან, ქალთან რომელიც საინტერესო და ორიგინალური ჩაცმის სტლით გამოირჩევა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.