fbpx
გააზიარე სტატია

შეცდომები საკულტო არქიტექტურაში

ფრენკ ლოიდ რაიტი – Fallingwater

Fallingwater  ლეგენდარული არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ რაიტის 1935 წლის შედევრია. სახლი 1991 წელს ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტმაამერიკული არქიტექტურის ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრადდაასახელა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ გარკვეული ხარვეზების გამო შენობას დღევანდლამდე ვერც მოეღწია. სახლი ნაწილობრივ Bear Run-ის ჩანჩქერზეა აშენებული, რასაც უკავშირდება მისი სახელწოდებაც  და ის მიზეზიც, რის გამოც სახლის დაშლის საკითხი დადგა. კონსოლის ტიპის აივნების სუსტი იატაკის გამო სახლს შადრევან Bear Run-ში ჩაშლის საშიშროება ემუქრებოდა. სწორედ ამიტომ თანამედროვე სარესტავრაციო ჯგუფმა გამოიკვლია ის ხარვეზები, რის გამოც სახლს განადგურება ემუქრებოდა და ორიგინალური დიზაინის დაცვის ფარგლებში შენობას  რესტავრაცია გაუკეთა.  

 

იორნ უტზონი – სიდნეის ოპერის თეატრი

სიდნეის ოპერის სახლი ალბათ ყველაზე ცნობილი ოპერის შენობა  და საკონცერტო დარბაზია მსოფლიოში. შენობის არქიტექტორი დანიელი იორნ უტზონია. მას მრავალი პრიზი აქვს მიღებული შენობის დიზაინისთვის, მათ შორის პრიცკერის პრემიაც. სიდნეის ოპერის სახლი ასევე

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც შედის (UNESCO). მისი არაჩვეულებრივი დიზაინი და არაორდინალური სახურავი ერთი შეხედვით, საოცარ აკუსტიკას გვპირდება. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, უფრო მეტიც, ოპერის სახლი გამორჩეულია ცუდი აკუსტიკით. ყველაფერი 1967 წელს დაიწყო, როდესაც გადაწყვიტეს,  რომ ოპერა სტრუქტურის იმ ნაწილში გადაეტანათ, რომელიც პროდიუსინგისთვის იყო გათვლილი.  ამ ცვლილების გამო საოპერო დარბაზში აკუსტიკა ძალიან ცუდია. შეცდომის გამოსასწორებლად დაგეგმილია ოპერის რესტავრაცია, რომლის ბიუჯეტიც 202 მილიონს შეადგენს. ეს ცვლილება საკმაოდ ძვირი გამოდგა ოპერის სახლისთვის.

 

ლუდვიგ მის ვან დერ როე – Farnsworth House

მის ვან დერ როეს Farnsworth House არქიტექტურული მიმდინარეობის საერთაშორისო სტილის ერთერთი პირველი და საუკეთესო ნამუშევარია. სახლი არქიტექტორს ედით ფარნსვორტმა დაუკვეთა. ეს ყოფილიყო  ადგილი, სადაც ის შეძლებდა საკუთარი გატაცებებით  დროის კარგად გატარებას, იქნებოდა ეს ვიოლინოზე დაკვრა, პოეზიის თარგმნა თუ სხვა. სწორედ ეს საკულტო სახლი გახდა ფილიპ ჯონსონის გლასჰაუსის შთაგონებაც. მაგრამ მიუხედავად სახლის ინოვაციური დიზაინისა, სახლის მეპატრონე ედით ფარნსვორტი უკმაყოფილო დარჩა არქიტექტორის პროექტით. მეპატრონე სხვადასხვა  ხარვეზს ასახელებდა შენობაშიმათ შორის, ცუდ ვინტილაციას, უამრავ მწერს, რომლებსაც სახლის ნათელი ინტერიერი იზიდავს. შენობა  ასევე ხშირად იტბორებოდა ნაკადულიდან, რომელიც სახლთან ჩამოედინება. ამის გამო მეპატრონემ უჩივლა ვან დერ როეს, მაგრამ საქმე წააგო, რის შემდეგაც სახლი გაყიდა. ახალმა მეპატრონემ პიტერ პალუმბომ სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა ხარვეზების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

 

ლე კორბუზიე – ვილა სავოი

ლე კორბუზიეს ვილა სავოი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვშია და არქიტექტორის ერთერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ის ასევე ერთადერთი სახლია საფრანგეთში, რომელიც არქიტექტორის სიცოცხლეშივე აღიარეს ეროვნულ მონუმენტად.

სავოის ოჯახისთვის აშენებული  საზაფხულო რეზიდენცია ლე კორბუზიეს უკანასკნელი პროექტია კერძო სახლების სერიიდან  – “თეთრი ვილები”. სწორედ სახლის  თეთრი ექსტერიერი გახდა  დეფექტების მიზეზი. კორბუზიემ არჩია, არ გამოეყენებინა ფანჯრის რაფები და რამდენიმე სხვა ტექნიკურად მნიშვნელოვანი დეტალი  ექსტერიერის სუფთა თეთრი ფერის შესანარჩუნებლად. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ  არასაკმარისი დრენაჟის გამო წყალმა თეთრი ფერი დაალაქავა. ამას  დაემატა ჭერიც, საიდანაც   წყალი ჩამოდიოდა და ასევე მშენებლობისას გამოყენებული არამყარი  მასალებიც. შედეგად, მეპატრონეებმა სახლი მიატოვეს და მისი დანგრევა  გადაწყვიტეს. არქიტექტურის მოყვარულების პროტესტის გამო სახლი დანგრევას გადაურჩა და გრძელვადიანი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ვილა სავოი პირველი მოდერნისტული სტრუქტურა გახდა საფრანგეთში, რომელსაც ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიანიჭეს.

 

ფრენკ გერი – The Stata Center

თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის, ფრენკ გერის პროექტი MIT-სთვის, Stata Center, მხოლოდ სამი წელი ფუნქციონირებდა. შენობა მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის (MIT)  კომპიუტერული მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიისთვის იყო განკუთვნილი. შენობის დიზაინმა, რომელიც გერის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი, თავდაპირველად დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ამან დიდხანს ვერ გასტანა. 3 წლის შემდეგ უნივერსიტეტმა გერის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, იმ მიზეზით, რომ დიზაინის ხარვეზების გამო შენობას ბევრი სტრუქტურული ნაკლი  ქონდა. MIT-ის შენობა 300 მილიონი დაუჯდა, ამას კი ხარვეზების გამოსწორების 1.5 მილიონიც დაემატა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მათ გააფრთხილეს არქიტექტორი დიზაინისგან გამოწვეული ხარვეზების შესახებ. გერი კი ამბობს, რომ სამშენებლო პრობლემები და ხარვეზები გარდაუვალია ნებისმიერი ტიპის კომპლექსური დიზაინის შექმნისას.

ხშირად როდესაც არქიტექტურულ შედევრებზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება ვახსენოთ მათი ისტორიის ის ნაწილი, რომელიც არც თუ ისე იდეალურია და არ ჯდება მოცემულ ნარატივში. შეცდომების, თუნდაც ძალიან დიდი შეცდომების დაშვება, ნებისმიერი ტიპის კრეატიული სამუშაოს ნაწილია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნამუშევარი ან პროცესი რამით კნინდება. ზემოთ მოცემული მაგალითები გვაჩვენებს, რომ დიზაინსა თუ კონსტრუქციაში დაშვებულ შეცდომებს არ შეუშლიათ ხელი არქიტექტორებისთვის შეექმნათ საკულტო ნამუშევრები.

#შეცდომებიმოსულა

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

 


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი
ბოფილი ფაბრიკას ყოველთვის დაუმთავრებელ ნამუშევრად თვლის. არქიტექტორი მასზე 40 წელზე მეტია მუშაობს და ფაბრიკა ბოფილის ცხოვრებასთან ერთად იცვლება.
პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები
მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.