fbpx
გააზიარე სტატია

Maison Margiela – შიდსთან ბრძოლის 25 წლისთავი

ბელგიელმა მოდის დიზაინერმა და Maison Martin Margiela-ს მოდის სახლის დამფუძნებელმა, მარტინ მარჯიელამ, 1994 წელს შიდსთან ბრძოლის მხარდასაჭერად პირველად შექმნა მაისური წარწერით: „შიდსთან საბრძოლველად მეტი მოქმედებაა საჭირო, ვიდრე ამ მაისურის ტარება, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია“.

პირველი საქველმოქმედო კოლექციის 25 წლისთავის აღსანიშნავად, მოდის სახლმა ამჯერად უკვე ჯონ გალიანოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალ კოლექციაში მარტინ მარჯიელას ცნობილი ციტატა გააცოცხლა.  

გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის კოლექციაში დევიზი მაისურებზე, ჩანთებსა და ფეხსაცმელებზე გამოჩნდა. ლოზუნგი დატანილია ვინილისა და ველიურის ჩანთებზე, კაბებსა და სხვა ტიპის სამოსზე როგორც გარე, ისე შიდა მხარეს. ამასთან, Maison Margiela-მ ღონისძიების ფარგლებში თითბრის სამაჯურები და შავ-თეთრ ფერებში შექმნილი მაღალძირიანი ფეხსაცმელები წარმოადგინა.

კოლექციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მაისურისგან შექმნილი ჩანთები, რომელთა ტყავის სამხრეები ბროლის მძივებით სრულდება. თავად მაისურებზე კი მარტინ მარჯიელას ცნობილი ლოზუნგი მეორდება.

საქველმოქმედო კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ფრანგულ  ორგანიზაციას,  AIDE-ს გადაეცემა, რომელიც 1984 წლიდან აივ-ინფექციასთან, შიდსთან და ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლაში ეხმარება პაციენტებს. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციაში საქველმოქმედო საქმიანობის დიდი წილი Maison Margiela-ს უკავია. საქველმოქმედო კოლექცია 15 იანვარს გამოვიდა და მისი შეძენა Maison Margiela-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

Martin Margiela SS 19

 

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება

რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება

რაფ სიმონსი წარწერით - „გმირები“ - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება
„გმირები“ - ასე ეხმიანება რაფ სიმონსი ყველა ქალბატონს, რომელიც უშიშრად ებრძვის ძუძუს კიბოს; იმ ადამიანებს, რომლებიც პაციენტებს დაავადების დამარცხებაში ეხმარებიან და ასევე მათ, ვინც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობენ.
OLD SCHOOL COOL

OLD SCHOOL COOL

OLD SCHOOL COOL
ინტერვიუ ფისო აბესაძესთან, ქალთან რომელიც საინტერესო და ორიგინალური ჩაცმის სტლით გამოირჩევა
დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში
ტოკიოში წარმოდგენილ ჩვენებაზე დიზაინერმა საკუთარი მომავლის ხედვა გაგვიზიარა და ის, თუ რა ადგილს დაიკავებს მომავალში მოდის სახლი თანამედროვე მოდის სამყაროში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.