fbpx
გააზიარე სტატია

საქართველოში Monkey Shoulder–ის ბარმენების კონკურსი გაიმართა

ყველაზე ტრენდულმა და სპეციალურად კოქტეილებისთვის შექმნილმა შოტლანდიური ვისკის ბრენდმა Monkey Shoulder-მა თავისი ყოველწლიური კონკურსი the Ultimate Bartender Challenge  უკვე საქართველოშიც გამართა. 16 ივლისს კაფე „ლოლიტაში“  ქვეყნის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბარებიდან 40-მდე ქართველი ბარმენი სწორედ Monkey Shoulder-ის მიერ ორგანიზებული ამ კონკურსის ირგვლივ გაერთიანდა. The Ultimate Bartender Challenge უკვე  მეშვიდე წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, წელს კი უილიამ გრანტსის ქართულმა წარმომადგენლობამ და Monkey Shoulder-ის რეგიონულმა ბრენდ ამბასადორმა ბარმენების ყველაზე პრესტიჟული კონკურსის მოგებისა და საერთაშორისო ასპარეზზე უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა  ქართველ ბარმენებსაც მისცა. სამი ეტაპისგან შემდგარ კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონლი ბარმენები, რომლებიც უკვე წლებია, რაც სხვადასხვა წამყვან ბარებში  მუშაობენ. პირველ ეტაპზე მონაწილეებს თეორიული ცოდნის დამტკიცება მოუხდათ, თავიანთი პროფესიის ირგვლივ ოცდაათ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ბარმენებს ევალებოდათ მეორე ეტაპზე ქულები ზუსტი გრამაჟით დასხმაში მოეგროვებინათ. კონკურსის დასკვნით და ყველაზე შემოქმედებით ნაწილში ბარმენებმა საფირმო კოქტეილები მოამზადეს, რომლებიც შემდეგ თავისებური კრეატიული კუთხითა და შესაბამისი ფასებით წარმოადგინეს. The Ultimate Bartender Challenge-ის ქართულ კონკურსზე სამი გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები ბრენდის რეგიონულმა ბრენდ ამბასადორმა სტეფან ბალბანოვმა და ულიამ გრანტის ქართველმა ბრენდ ამბასადორმა დაჩი ცომაიამ გამოავლინეს.  სამივე გამარჯვებული 5 აგვისტოს უკრაინაში, რეგიონულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. იქ გამარჯვების შემთხვევაში კი ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე, London Cocktail Week-ზე გაემგზავრება. 



ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი

Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი

Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვისკის შესახებ გსმენიათ! Monkey Shoulder 100% ალაოსგან შექმნილი მიქსოლოგების საყვარელი ვისკია, რომლის რეცეპტიც დღემდე საიდუმლოდაა შენახული
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.