fbpx
გააზიარე სტატია

Monkey Shoulder – კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვისკის შესახებ გსმენიათ!

Monkey Shoulder 100% ალაოსგან შექმნილი მიქსოლოგების საყვარელი ვისკია, რომლის რეცეპტიც დღემდე საიდუმლოდაა შენახული.

ბრენდის სახელის ისტორია:

ქერის ალაოს მომზადების ხანგრძლივმა პროცესმა, რომელიც იმ დროს ხელით ხდებოდა – შოტლანდიელ მუშებზე უდავოდ დატოვა კვალი.

ღამის ცვლებმა და ყოველდღიურად მარცვლების მექანიკურმა გადანაწილებამ ქარხნის მუშაკები იქამდე მიიყვანა, რომ მათ ერთი მხარი ქვემოთ დაეწიათ და მხარს Monkey Shoulder შეარქვეს. ლუდის წარმოების ტექნიკის მოდერნიზაციის დამსახურებით სამწუხარო გვერდითი ეფექტი წარსულს ჩაბარდა და Monkey Shoulder უილიამ გრანტის მფლობელობაში მყოფი შერეულალაოიანი ვისკის ფორმით არსებობს.

სწორედ უილიამ გრანტით იწყება Monkey Shoulder-ის ისტორია, მან მთელი მისი დანაზოგი – 755 გირვანქა სტერლინგი ჩადო გლენფიდიჩის დისტილერიის მშენებლობაში 1886 წელს. 5 წლის შემდეგ იმავე ადგილას ბალვენის დისტილერია გაიხსნა და თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ – 1990 წელს მათ კინინვის დისტილერია შეუერთდათ.

ბრენდი 21-ე საუკუნეში:

2000-იანების დასაწყისში შოტლანდიური ვისკის ტენდენციურობა საგრძნობლად გაიზარდა და ამიტომ უილიამ გრანტმა და მისმა შვილებმა ალაოს ვისკის სამი დისტილერიის გაერთიანება გადაწყვიტეს და შექმნეს ერთი შერეულალაოიანი ვისკი, რომელიც იმ დროს ბაზარზე ძალიან ცოტა იყო. 2005 წლიდან წარმოებულმა Monkey Shoulder-მა გამოშვებისთანავე მოძებნა საკუთარი ნიშა. მომხმარებლებისა და ბარმენების თქმით,  ის პრემიუმ, მაგრამ ამავდროულად სახალისო ბრენდია. “რთულია იყო სახალისო შოტლანდიური ვისკი, რადგან ეს კატეგორია მიჩნეულია ძალიან სერიოზულად, სწორედ ამიტომ არსებობს Monkey Shoulder, ის შეიქმნა იმისთვის, რომ არ ჰქონოდა კლასიკური შოტლანდიური ვისკის სტიგმა.” – ამბობს Monkey Shoulder-ის ყოფილი ბრენდ ამბასადორი დინ კალანი.

ბოლო წლებში ჯგუფი ატარებს ყოველწლიურ კოქტეილების კონკურსს – the Ultimate Bartender Challenge, რომელიც მონაწილეებს უბიძგებს მოიფიქრონ გიჟური და ინოვაციური პროექტები ბარისთვის. 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო ბარებმა Monkey Shoulder  “ყველაზე ტრენდულ” შოტლანდიურ ვისკის ბრენდად დაასახელეს. 2018 წელს ამავე გამოკითხვაში დასახელდა – როგორც ყველაზე გაყიდვადი შოტლანდიური ვისკი და უკან მოიტოვა დიდი ხნის ლიდერი Johnnie Walker.

ბრენდი, ჩვეულებრივ, კოქტეილ ბარებში ბინადრობს – “ის შექმნილია მიქსინგისთვის, Monkey Shoulder-ს შეუძლია ყოველდღე განსხვავებული იყოს”, – ამბობს ცნობილი მიქსოლოგი ბრაიან კინსმანი.

ცნობილია ბრენდის გლობალური მარკეტინგული კამპანია #makeitmonkey რომელშიც შედის ინტერაქტიული თამაში dinky disco და სხვადასხვა ფილმები, რომლებიც ბრენდის ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

საქართველოში Monkey Shoulder პრემიალური ალკოჰოლური სასმელის იმპორტიორს, GD Alco-ს შემოაქვს და მისი შეძენა შესაძლებელია ალკორიუმებში, ვისკის სახლებში, გუდვილსა და სხვადასხვა არაქსელურ მაღაზიებში.

თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, Hammock Magazine – Monkey Shoulder-თან ერთად დაგელოდებათ ჟურნალის ტროპიკულ სასახლეში.


რეკომენდებული სტატიები
Vhils

Vhils

Vhils
2018 წელს Vhils-ს კოლაბორაცია შესთავაზა ლეგენდარულმა კონიაკის სახლმა Hennessy-იმ, რომლისთვისაც შექმნა ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი
Hammock x Hennessey - გიკო დადიანი
Play Video

Hammock x Hennessey - გიკო დადიანი

Hammock x Hennessey - გიკო დადიანი
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან. გაიცანით არტისტი და გრაფიკული დიზაინერი – გიკო დადიანი
Hammock x Hennessy - Kvachi
Play Video

Hammock x Hennessy - Kvachi

Hammock x Hennessy - Kvachi
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის ახალი კოლაბორაცია. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან
Hammock x Hennessy - გიგა კობიძე
Play Video

Hammock x Hennessy - გიგა კობიძე

Hammock x Hennessy - გიგა კობიძე
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის ახალი პროექტი. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან
Hammock x Hennessy - ლევან ასათიანი
Play Video

Hammock x Hennessy - ლევან ასათიანი

Hammock x Hennessy - ლევან ასათიანი
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან. გაიცანით არტისტი და გრაფიკული დიზაინერი – ლევან ასათიანი
Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული

Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული

Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული
წელს, ტრადიციულად 17 მარტს, მწვანედ შემოსილი ირლანდიური კულტურის თაყვანისმცემლები Partizan Barber Shop-ში (გ. ახვლედიანის #17) შეიკრიბებიან და Tullamaore D.E.W.-სთან ერთად გაიზიარებენ ირლანდიელების დღესასწაულს
The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან

The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან

The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან
გლენლივეტის მოყვარულები ამბობენ, რომ თუ ერთხელ მაინც გასინჯავ, შეუძლებელია, არ მოგინდეს სხვებსაც გაუზიარო შთაბეჭდილებები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.