fbpx
გააზიარე სტატია

“ტეზარაქტი”‌ ‌-‌ ‌ახალი‌ ‌ქართული‌ ‌მუსიკალური‌ ‌ლეიბლ‌ი‌ ‌

დიდი ხნის წინ გაჩენილი მუსიკალური ლეიბლის, “ტეზარაქტის” იდეა თანადამფუძნებელმა ლუკა ნაკაშიძემ და გიორგი კობერიძემ რამდენიმე დღის წინ რეალობად აქციეს და 6 კომპოზიციისგან შემდგარი პირველი კომპილაციური კრებულიც გამოუშვეს, რომელშიც როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებსაც მოისმენთ. ლეიბლი არა მხოლოდ ელექტრონულ მუსიკას ითვალისწინებს, არამედ გახსნილია სხვადასხვა ჟანრის მუსიკისთვის – მეტალი, ძველი ქართული სიმღერა… მიუხედავად მრავალფეროვანი და საინტერესო მუსიკალური ჟანრებისა, არსებობს რაღაც ხაზი, რომელშიც ყველაფერი ერთიანდება. “ტეზარაქტი”, რომელიც აბსურდული მდგომარეობის სიმბოლოა, გულისხმობს უფრო მასშტაბურ პლატფორმას, რომელიც არა მხოლოდ მუსიკას, არამედ ხელოვნების სხვა სფეროებსაც მოიცავს. “ტეზარაქტის” პირველი ვინილი შეგიძლიათ შეიძინოთ Deejay.de-სა და Decks.de-ზე, გარკვეული რაოდენობა კი Vodcast Record Store-შიც არის ხელმისაწვდომი. 

ლეიბლის დებიუტი 14 დეკემბერს მულტიკულტურული კომპლექსის Funkhaus Berlin-ის MONOM სივრცეში შედგება. MONOM ცნობილია ექსპერიმენტული მუსიკის განხრით, რომელიც გარდა იმისა, რომ სხვადასხვა საინტერესო საჯარო თუ კერძო ღონისძიებებს მართავს, იკვლევს სივრცული ხმის, როგორც გამოხატვის საშუალების შესაძლებლობებს. 4DSOUND სისტემით MONOM ქმნის ახალ მედიუმს არტისტებისთვის, რომლითაც განსხვავებული დისციპლინის მუსიკოსები და ტექნოლოგიები ერთიანდებიან. 

“ტეზარაქტის” კონცერტების სერიის პირველ ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ჟღერადობის ქართველი მუსიკოსები – რეზო კიკნაძე, ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, თორნიკე მარგველაშვილი და ლეიბლის თანადამფუძნებლები და მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებაც 4DSOUND ტექნოლოგიის მეშვეობით გაჟღერდება.

 

კომპოზიტორსა და ინსტრუმენტალისტ რეზო კიკნაძეს 4DSOUND ტექნოლოგიის მეშვეობით მოუსმენენ. “მარი-ლუიზ-იმბუშის ფონდისა” და “ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის” პრიზის მფლობელი არა მხოლოდ მისი არაჩვეულებრივი კომპოზიციებით, არამედ  ჯაზისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით და საქსოფონზე შესრულების მანერითაც არის ცნობილი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი 2000 წლიდან თანამედროვე საბალეტო დასთან  – TanzOrt Nord-თან თანამშრომლობს. კიკნაძის დღევანდელი საქმიანობა გრძელდება ჯაზის, თანამედროვე მუსიკის ფორმირებაში, იმპროვიზაციებში – როგორც საქსოფონის, ისე ელექტროაკუსტიკური მუსიკის სახით. იგი უამრავი პროექტის თანაავტორია, მათ შორის ცეკვის, ვიზუალური ხელოვნების, პოეზიისა თუ სპექტაკლების. 

ნიკა მაჩაიძე იგივე Nikakoi ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედებაც მართალია IDM, Experimental, Electronica ჟანრებში კლასიფიცირდება, მაგრამ ბევრად ემოციური და მრავალფეროვანია, რაც  თითოეულ მის ნამუშევარში გამოიხატება. რეჟისორის, კომპოზიტორის და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის მუსიკას აღმოაჩენთ ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა Laboratory Instict, WMF Records ან Mango & Sweet Rice.

“ტეზარაქტის” კონცერტზე გოგი ძოძუაშვილი მისი სოლო პროექტით, Post Industrial Boys-ით წარდგება, რომელიც 90-იან წლებში შექმნილი ჯგუფის,  “ჩრდილის” სულისჩამდგმელია. მას მუსიკალური კარიერის მანძილზე სულ ხუთი ალბომი აქვს გამოშვებული, ახლა კი მუსიკას თეატრისათვის ქმნის. Post Industrial Boys მისი ბოლო ალბომია, რომელიც უნიკალური სტილის პირადი მუსიკაა, ნაწილი პოპი, ნაწილი ელექტრონიკა. 

 

Mess-Montage ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროექტია, რომელიც ბერლინში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორს, თორნიკე მარგველაშვილის ეკუთვნის. პროექტი  აერთიანებს drone-y ბგერებით შთაგონებულ ხალხურ საგალობელს, რომელიც 

მინიმალისტურ მოდულურ სინთეზსს ქმნის. 14 დეკმბერს MONOM – ის სტუმრებს კი მისი მოსმენა 4DSOUND-ზე შეეძლებათ. მუსიკოსი ამჟამად ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში Sound Arts ეუფლება. 

4DSOUND-ზე გაჟღერებული ქართული მუსიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ევროპულ სცენას ქართულ მრავალფეროვან მუსიკალურ შემოქმედებას გააცნობს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ლეიბლ “ტეზარაქტის” დასაწყისია.


რეკომენდებული სტატიები
SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS
ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა პირველი ფირფიტა გამოუშვა სახელწოდებით SLEEPERS POETS SCIENTISTS
Kordz and Natalie Beridze -  Half-Tone Bubbles
Play Video

Kordz and Natalie Beridze - Half-Tone Bubbles

Kordz and Natalie Beridze -  Half-Tone Bubbles
Hammock წარმოგიდგენთ ნიკა მაჩაიძის ვიდეოს პრემიერას, რომელიც არტისტმა ნატალია ბერიძისა და კორძის საერთო ალბომში Celebrity Clouds შესული სიმღერა Half-Tone Bubbles-ისთვის გადაიღო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.