fbpx
გააზიარე სტატია

კვირის 5 საუკეთესო კომპოზიცია

5.Wand – Rio Grande

ლოს-ანჯელესურმა ფსიქოდელიურმა როკჯგუფმა Wand ახალი კომპოზიცია შემოგვთავაზა ვიდეოკლიპთან ერთად, რომელიც მათი რიგით მეოთხე სინგლია მომავალი ალბომიდან Laughing Matter. მანამდე მათ სამი კომპოზიცია გაავრცელეს: Scarecrow, Thin Air, და Walkie Talkie. კომპოზიციების ჟღერადობა ცვალებადი და განსხვავებულია ერთმანეთისგან, Rio Grande კი უფრო მეტად თბილი ხასიათისაა, რომელსაც თან ერთვის კალიფორნიულ ტურნეში მათი მოგზაურობისა და კონცერტების კადრები.

 

4.Steve Lacy – N Side

ამერიკული ჯგუფის The Internet-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა სტივ ლეისიმ ახალი სინგლი გაავრცელა, რომელიც მის სოლო ალბომში იქნება შესული. კომპოზიცია ნელი ტემპით გამოირჩევა, რომელშიც არენბი მელოდია და ლეისის წყნარი ხმა კარგად ერწყმის ერთმანეთს. მას პირველი სოლო ალბომი 2017 წელს აქვს გამოშვებული სახელწოდებით Steve Lacy’s Demo.

 

3.Rafael Anton Irisarri – Coastal Trapped Disturbance

ნიუ-იორკში მოღვაწე კომპოზიტორმა და მულტი-ინსტრუმენტალისტმა რაფაელ ანტონ ირისარმა მომავალი ალბომის Solastalgia-ს ფარგლებში, პირველი კომპოზიცია გაავრცელა სახელწოდებით Coastal Trapped Disturbance. კომპოზიციის სათაური მიუთითებს შიშს კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ, რომელიც ასევე ალბომის სხვა ნამუშევრების სახელწოდებებშიც შეიმჩნევა.

 

2.Kevin Abstract – Big Wheels

ამერიკული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის Brockhampton-ის დამაარსებელმა და ლიდერმა კევინ აბსტრაქტმა ახალი სოლო EP გამოუშვა სახელწოდებით ARIZONA baby. რამდენიმე დღით ადრე კი EP-ში შესული კომპოზიცია Big Wheels გაავრცელა, ვიდეოკლიპთან ერთად, რომელიც THE 1-9-9-9 IS COMING-ის სახელწოდებით არის დასათაურებული. სინგლი ეხება წარმატების, პოპულარობის, ფინანსების, ოჯახის თემატიკას.

 

1.The Mountain Goats – Sicilian Crest

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა The Mountain Goats მორიგი კომპოზიცია გაავრცელა მომავალი ალბომიდან In League With Dragons, რომლის სრულად მოსმენის შესაძლებლობა 26 აპრილიდან შეგვეძლება. ჯგუფმა ჯამში სამი კომპოზიცია წარმოადგინა: Younger, Cadaver Sniffing Dog და ახლა უკვე Sicilian Crest. ბოლო ტრიუმფალური ნამუშევარი გაგვახსენებს ჯგუფის ადრეულ მუსიკას, სადაც დიდი დოზით ფორტეპიანო, დრამი და სინთეზატორია გამოყენებული, ამას თან ერთვის ჯორ დარნიელის საოცარი ხმა და ტექსტი, რომელსაც მითოლოგიურ და მისტიკურ სამყაროში გადავყავართ.

 

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.