fbpx
გააზიარე სტატია

კვირის მუსიკა – Hammock

GILA – Throw This Away

კოლორადოელმა მუსიკოსმა ახალი მელანქოლიური ტრეკი – Throw This Away გამოაქვეყნა, რომელიც შევა მის მომავალ EP-ში სახელწოდებით Trench Tones.

 

Ellen Arkbro – Chords For Organ/Chords For Guitar

სტოკჰოლმში მოღვაწე კომპოზიტორი Ellen Arkbro ახალ ალბომს აანონსებს სახელწოდებით CHORDS, რომლის ფარგლებშიც ორი კომპოზიცია – Chords For Organ და Chords For Guitar შემოგვთავაზა. როგორც მის ოფიციალურ საიტზეა მითითებული, აღნიშნული კომპოზიციები იკვლევენ აკორდების ბგერით არსებითობასა და ჰარმონიულ ხარისხს. ეს მუსიკოსის მეორე ალბომია, მისი დებიუტური ალბომის,  For Organ and Brass-ის შემდეგ.

Bill Callahan – Ballad of the Hulk

ამერიკელი მუსიკოსი ბილ კალაჰანი 6 წლის შემდეგ ბრუნდება ახალი სოლო ალბომით Shepherd in a Sheepskin Vest, რომელიც 14 ივნისიდან გაიყიდება. ალბომში შესული კომპოზიცია Ballad of the Hulk  მისთვის დამახასიათებელი ფოლკ და ქანთრი მუსიკის ნაზავია.

Clairo – Bags

ამერიკელმა მუსიკოსმა Claire Cottrill-მა დებიუტური ალბომი დააანონსა სახელწოდებით Immunity. მის ფარგლებში კი ახალი სინგლი Bags გამოაქვეყნა. Clairo ცნობილი გახდა 2017 წლის ტრეკით  Pretty Girl, რომელიც იუთუბზე მალევე იქცა ჰიტად.

 

Denzel Curry – SPEEDBOAT

დღესდღეობით ერთ-ერთმა ყველაზე იმედის მომცემმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ახალ ტრეკი გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგ ალბომში იქნება წარმოდგენილი. ალბომი სახელწოდებით Zuu 31 მაისიდან გაიყიდება. ღრმააზროვანი კომპოზიცია მისი ახალგაზრდობის ტრავმების შესახებაა.

 

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.