გააზიარე სტატია

Moët & Chandon – შუშხუნა დღესასწაული

როდესაც  ვფიქრობთ შამპანურზე, ვფიქრობთ მხოლოდ Moët & Chandon-ზე, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია ცხოვრების დაუვიწყარი მომენტების განუყრელი ატრიბუტია. ლეგენდარული ფრანგული შამპანურის ბრენდი ზეიმის, სილამაზისა და წარმატების სიმბოლოა.

Moët & Chandon მადამ დე პომპადურისა და  ნაპოლეონის საყვარელი სასმელი იყო. მე-18 საუკუნეში სწორედ ამ შამპანურით ამარაგებდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფო სასახლეებს.  მას შემდეგ შამპანური მაღალი წრის სასმელია, თუმცა ფრანგული სახლი დიდი ხანია ზრუნავს იმაზე, რომ ყველა ღონისძიებას მოერგოს და აცდუნოს ყველა, ვისაც ცხოვრებით ტკბობა იტაცებს.

იმის მიუხედავად, რომ შამპანური კულინარიულ შედევრებს უხდება და მას საკმაოდ ძვირად ღირებულ დელიკატესებთან ერთად მიირთმევენ, მაგალითად,  შავ ხიზილალასთან, შებოლილ ორაგულთან, ტრიუფელთან და სხვ., Moët & Chandon-ის ექსპერტები ადასტურებენ, რომ შამპანურს მარილიანი და ხრაშუნა კარტოფილი ფრი იდეალურად ეხამება.

Moët & Chandon-ის მრავალწლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს, რომელსაც  დროში ადაპტაციაც იდეალურად გამოსდის. ტრადიციისა და ნოუ-ჰაუს სინთეზმა კომპანია დღესასწაულის ოსტატად აქცია, რის აღსანიშნავადაც Moët & Chandon-მა საკუთარი ტერმინი – savoir-fête – დაამკვიდრა.

ლეგენდარული ბრენდი საზეიმო წეს-ჩვეულებებისა და ღონისძიებების აღნიშვნის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ერთი ბოთლი შამპანურით თუ  გულუხვი შუშხუნა პირამიდით Moët & Chandon ისტორიულ თარიღებს, პირად დღესასწაულებსა და სახალხო ზეიმებს აღნიშნავს.

Moët & Chandon-თან ერთად აღინიშნა  ისტორიული მოვლენები, მაგალითად, 1972 წელს  კონკორდის ლაინერის პირველი გაფრენა, ნიუ-იორკის ლეგენდარული ღამის კლუბის, „სტუდიო 54“-ის გახსნა, რომელმაც  ვუდი ალენს, ტრუმენ კაპოტეს, ელტონ ჯონს და ბარბრა სტრეიზანდს უმასპინძლა, ასევე თავისუფლების ქანდაკების 120 წლისადმი მიძღვნილი ზეიმი  და ა.შ.

Moët & Chandon არის ყველგან, სადაც ცხოვრება დღესასწაულია: ჩოგბურთის  კორტებზე, ავტორბოლებზე, სანაოსნო შეჯიბრებებზე, საცხენოსნო დოღზე, ოქროს გლობუსზე, ჰოლივუდის გლამურულ წვეულებებზე, ხან – სად და ხან – სად.

ჩოგბურთის  კორტებზე Moët & Chandon როჯერ ფედერერის გამარჯვებას ზეიმობს, რომელიც 2012 წლიდან ბრენდის ამბასადორია. როჯერ ფედერერი პროფესიონალიზმის, თამაშის ელეგანტური  სტილისა და გამარჯვების სიმბოლოა, რასაც თავის მხრივ Moët & Chandon განასახიერებს.

დღევანდელი ცხოვრება „ჰაშთაგებითაა“ სავსე, მაგრამ თებერვალში  მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი #MUSTBE გახდება. Hammock Magazine-ისა და Moët & Chandon-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კამპანია რომანტიკული სიყვარულის ზეიმს გპირდებათ. ნაადრევად გილოცავთ  და გამორჩეულ 14 თებერვალს გისურვებთ!

მათ, ვინც ვალენტინობას არ აღნიშნავთ, გირჩევთ Queen-ის Killer Queen-ს მოუსმინოთ და  შესაძლოა, ზუსტადაც რომ Moët & Chandon-ის დალევა მოგინდეთ.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
რა არის ზეიმი?

რა არის ზეიმი?

რა არის ზეიმი?
Moët & Chandon-მა გადაწყვიტა 9 ივნისი საყოველთაო ზეიმად გამოაცხადოს და ყველას მისცეს საშუალება ოქროსფრად მოციალე ბედნიერების სამყაროს ეზიაროს.
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.