fbpx
გააზიარე სტატია

Namai Vake – მწვანე საცხოვრებელი კომპლექსი დედაქალაქის ცენტრში

დედაქალაქის ცენტრი იქ, სადაც მწვანე გარემო და ბუნების ჰარმონია თანამედროვე ქალაქს ხვდება  აქამდე ალბათ უჩვეულო წარმოსადგენი იყო. თუმცა სულ მალე ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ უბანში ლიეტუვური კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” მიერ შექმნილი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი Namai Vake აშენდება, რომელშიც ბინების შეძენა ნებისმიერ მსურველს 15 აგვისტოდან შეუძლია. Baltic Investment Group  ლიეტუვურმა კომპანია Praslas-ის მმართველმა ჯგუფმა დააარსა. კომპანია უკვე 19 წელია, რაც ხის მასალის წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის,  დეველოპმენტის, ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მაღალი სტანდარტის გამო საზოგადოებაში სანდო კომპანიის სახელით სარგებლობს.  დედაქალაქის ცენტრშიც სწორედ ამ კომპანიის და ლიეტუველი არქიტექტორების მიერ თანამედროვე ევროპული სტანდარტების დაცვით დაპროექტებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ნებისმიერ პოტენციურ იქ მცხოვრებს შეუძლია, რომ  გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარი თვალით შეაფასოს.

კუს ტბიდან 600 მეტრში მდებარე  ადვილად მისადგომი, კომფორტული და მოსახერხებელი კომპლექსი სულ ოთხი კორპუსისგან შედგება – 71 ბინითა და ერთი კომერციული ფართით. კომპლექსის კუს ტბის სიახლოვეს მდებარეობა ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის, მათთვის ვისაც   სუფთა ჰაერზე ვარჯიში ან უბრალოდ სეირნობა უყვარს, საუკეთესო შესაძლებლობაა. თუმცა მათ, ვისაც ამ ყველაფრის კეთება დახურულ სივრცეში ურჩევნია, კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ფუნქციური სპორტდარბაზიც.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი თავიდან ბოლომდე მწვანე გარემოშია ჩაფლული, რის გამოც აქ ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა, კორპუსების შიდა ტერიტორიაც არანაკლებ მწვანე იქნება, აქ დაირგვება 600-მდე ხე მცენარე, რომლებზეც სპეციალურად პროფესიონალი მებაღეები იზრუნებენ. ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება მზის ელექტროსადგური, რომელიც  საერთო სივრცეებისთვის ბუნებრივად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ზოგადად, ამგვარი ინოვაციური მიდგომა და ენერგოეფექტური სახლის იდეა Namai Vake-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გარდა მზის პანელებისა, კომპლექსში მზისგან დამცავი სისტემით შექმნილი მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური ალუმინის  კარ-ფანჯრები, თბოიზოლაციის ფენით დაფარული ფასადი – UTHERM Wall PIRL, იატაკქვეშა გათბობისა და გაგრილების სისტემა და სამზარეულოსთვის მოსახერხებელი ენერგოეფექტური ინდუქციური ელექტროქურა დაგხვდებათ.

Namai Vake-ში ინოვაციურია ისიც, რომ ზედა სართულის რამდენიმე  განსაკუთრებული ბინის ტერასებზე ინდივიდუალური საცურაო აუზები განთავსდება. ხოლო ავტოსადგომი და საწყობი კი ნებისმიერ მცხოვრებს ბინის შეძენის შემთხვევაში ავტომატურად გადაეცემა, სადაც სურვილის და საჭიროების მიხედვით  ელექტროავტომობილების მფლობელებისთვის ინდივიდუალური დამტენები დამონტაჟდება. ასე რომ, მათ, ვინც თბილისის იშვიათ მწვანე გარემოში ცხოვრებაზე ოცნებობთ, დროა იჩქაროთ – ასეთი ბინა სულ 71-ია, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე. 


ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.