fbpx
გააზიარე სტატია

ნიუ იორკის 7 საუკეთესო Concept Store-ი

ტანსაცმელი

Opening Ceremony

Opening Ceremony – ეს ის concept store-ია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. აქ საკუთარი ხაზის გარდა, წარმოდგენილია ყველაზე ახალი და საინტერესო ბრენდები. OC-ის ხშირად აქვს კოლაბორაციები სხვადასხვა დიზაინერებთან და ამ ნივთების შეძენა ექსკლუზიურად OC-ს მაღაზიებშია შესაძლებელი. ნიუ-იორკის მაღაზია ოთხ სართულს მოიცავს. წარმოდგენილია არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სამოსი, არამედ საბავშვო, წიგნის და დიზაინის სექციები.

მისამართი: 35 Howard St

 

Maryam Nassir Zadeh

Maryam Nassir Zadeh-ის მაღაზიამ საკულტო სტატუსს მიაღწია. აქ არა მხოლოდ Maryam Nassir Zadeh-ს ბრენდის ნივთებს შეხვდებით, არამედ დიზაინერის მიერ არჩეულ საინტერესო აქსესუარებს და სამოსს. განსაკუთრებით ყურადღებას ფეხსაცმლის სექცია იწვევს.

მისამართი: 123 Norfolk Street

 

The Phluid Project

The Phluid Project ისეთ მომხმარებელზეა გათვალისწინებული, რომელიც არ ეფუძნება არცერთ გენდერს. მაღაზიაში არ არსებობს ქალისა და მამაკაცის სექციები, არამედ ყველაფერი სწორედ გენდერულად არაკომფორმისტული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. The Phluid Project ერთ-ერთი პირველი მაღაზიაა, რომელიც ამ კონცეფციას ეყრდნობა. The Phluid Project-ს ასევე საკუთარი დეკორატიული სანთლების ხაზი აქვს, საიდანაც მოგება იმ ორგანიზაციებს ერიცხებათ, რომლებიც LGBTQIA+ თემის უფლებებს იცავენ, მათ შორის The Trans Women of Color Collective და The Hetrick-Martin Institute.

მისამართი: 684 Broadway, Noho, Manhattan

 

Lifestyle

Package Free

Package Free – მაღაზიის კონცეფცია ეხმაურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, ნაგვის შემცირებას. პროდუქცია არჩეულია სპეციალურად იმ მიზნისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ერთჯერადი ნივთი ჩანაცვლდეს ხშირად მოხმარებადი ან მარტივად გადასამუშავებელი მასალით დამზადებული პროდუქციით. Package Free 100%-ით თავისუფალია პლასტმასის გამოყენებისგან. მაღაზიის დამაარსებელი პოპულარული ბლოგის – Trash is for Tossers-ის ავტორია.

მისამართი: 137 Grand St., Brooklyn

 

At The Apartment by The Line

At The Apartment by The Line concept store ბინაშია მოწყობილი, სადაც ყველაფერი იყიდება. პროდუქციის ნახვა ონლაინზეც არის შესაძლებელი, მაგრამ At The Apartment by The Line მომხმარებელს არა მხოლოდ გამორჩეულ პროდუქციას, არამედ Lifestyle-ს სთავაზობს.

მისამართი: 76 Greene St

 

Chamber

Chamber მაღაზია, რომელსაც 21-ე საუკუნის cabinet of curiosities-ს ეძახიან. Chamber ჰიბრიდული გალერეა და მაღაზიაა, სადაც არაორდინალური და ექსპერიმენტული ავეჯი და ობიექტები იყიდება.

თითოეულ კოლექციას, რომელიც ახალი და ვინტაჟური პროდუქციისგან შედგება, ხელოვნების და დიზაინის სამყაროდან მოწვეული სტუმარი კურირებს.

მისამართი: 515 West 23rd St

 

The Future Perfect

The Future Perfect – ინტერიერის დიზაინის კონცეპტუალური მაღაზია და გალერეაა, სადაც ავანგარდული მიმართულების საერთაშორისო და ადგილობრივი დიზაინერების ნამუშევრებია გამოფენილი. ეს ადგილი ერთგვარ მექად იქცა ინტერიერის დიზაინის მოყვარულთათვის.

მისამართი: 55 Great Jones St

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.