fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი დაზღვევა – ნიუ-იორკის გზამკვლევი

ნიუ-იორკი წლის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ დროს მრავალფეროვანი და ეკლექტურია. ეს არის ქალაქი, რომლისთვისაც თავგადასავლები უცხო ხილი არ არის, თუმცა სადღესასწაულო სეზონი ნიუ-იორკში განსაკუთრებულად მაგიურია. ამ უზარმაზარი ქალაქის მჩქეფარე ცხოვრების რიტმი დეკემბერში ჯადოქრობით ივსება, რომელში მოგზაურობაც არა რეალობას, არამედ კინოს ჰგავს. ტაქსი ნიუ-იორკში გადაადგილების ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა, მეტროც საკმაოდ სწრაფი ტრანსპორტია, თუმცა ფეხით სეირნობა ქალაქის ხიბლის შესაგრძნობად საუკეთესო გზაა. თუკი წელს სადღესასწაულო სეზონის გატარებას ნიუ-იორკში გეგმავთ, Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად გთავაზობთ გზამკვლევს.


ღირსშესანიშნაობები 

Statue of Liberty

თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ამერიკას საფრანგეთმა აჩუქა, 1886 წელს დაიდგა. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საკულტო ხატი მთელი მსოფლიოსთვის თავისუფლების სიმბოლოს გამოხატავს. 

Central Park 

843 ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი პარკი 26000 სხვადასხვა ჯიშის ხეებით, სათამაშო მოედნებითა და ხიდებით საუკეთესო ადგილია ნიუ-იორკში სასეირნოდ და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. სადღესასწაულო სეზონზე კი პარკი სიურპრიზებითაა სავსე.

Rockefeller Center & Top of the Rock Observation Deck

 

Rockefeller Center ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, განსაკუთრებით კი ზამთარში. დეკემბერში საციგურაო მოედნის წინ ქალაქის საკულტო ნაძვის ხის ქვეშ სრიალი უამრავი ადამიანის To Do List-ის განუყოფელი ნაწილია.

Times Square

უზარმაზარი, ბრწყინვალედ განათებული ბილბორდებითა და ეკრანებით გავსებული Times Square ნიუ-იორკის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილია. აქ ახალი წლის ღამეს ცნობილი ღონისძიება  ball drop ტარდება, რომლის გამოც უამრავი ადამიანი იკრიბება, რათა შუაღამეს ერთად აღნიშნონ ახალი წლის მოსვლა. 

Empire State Building

1931 წელს აშენებული Empire State Building მაშინვე გახდა ნიუ-იორკის სიმბოლო და მისი სავიზიტო ბარათი, რომელიც დღემდე მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტრადიციულად 25 დეკემბერს კი შენობა შობის აღსანიშნავად სადღესასწაულო ფერებში ნათდება.

მუზეუმები

Metropolitan Museum of Art

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, იგივე Met,  1870 წელს დაარსდა და შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმს წარმოადგენს. The Met-ის მუდმივი კოლექცია ორ მილიონზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.

Museum of Modern Art (MoMA)

ნიუ-იორკის წარსულში, აწმყოსა და მომავალში სამოგზაუროდ აუცილებლად უნდა ეწვიოთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, სადაც აღმოაჩენთ ისეთ არტისტებს, როგორებიც იყვნენ მეტისი, პოლოკი, პიკასო… 

Solomon R. Guggenheim Museum


მიუხედავად იმისა, რომ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ნამუშევრების კოლექცია ნამდვილად შთამბეჭდავია, შეუძლებელია მისი შინაარსის ფორმისგან განცალკევება და არქიტექტორ ფრენკ ლოიდ რაიტის ბრწყინვალე დიზაინის შეუმჩნევლად დატოვება. პიკასო, სეზანი, მანე და კანდინსკის ნამუშევრების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია – ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც გუგენჰაიმის მუზეუმში სტუმრობისას არ უნდა გამოტოვოთ.

New Museum of Contemporary Art

1977 წელს გახსნილი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დიზაინი ტოკიოში დაფუძნებულ ფირმას, Sejima + Nishizawa/SANAA-ს ეკუთვნის, რომელიც მოიაზრება, როგორც ახალი იდეების ინკუბატორი. 

სასტუმროები

The Plaza


Plaza Hotel-ში ყველაფერი ოქროსფრად ანათებს – სარკის ჩარჩოებიდან დაწყებული, ოთახის აბაზანით დამთავრებული. კლასიკური სასტუმრო 1907 წლიდან ნიუ-იორკის საკულტო ხატია, რომელიც უამრავი ცნობილი არტისტის დროებითი ადგილსამყოფელიც გამხდარა. სადღესასწაულო სეზონზე სასტუმრო კიდევ უფრო გლამურული და ბრჭყვიალაა, ვიდრე ჩვეულებრივ. 

The Ritz-Carlton New York

ნიუ-იორკში არსებობს რამდენიმე სასტუმრო, რომლებიც თავს ფილმის ან მოთხრობის მთავარ გმირად გაგრძნობინებთ, ერთ-ერთი ასეთია The Ritz-Carlton. გარდა უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და საოცრად კომფორტული ოთახებისა, სასტუმრო გამორჩეულია ნიუ-იორკის ყველაზე დიდი ცენტრალური პარკის ხედებით. ასე რომ, თუ ნიუ-იორკში საშობაოდ მიდიხართ და თანაც The Ritz-Carlton New York, Central Park-ში დარჩენას გეგმავთ, ეცადეთ, თქვენი ოთახის ფანჯარა სადღესასწაულოდ მორთული ცენტრალური პარკის ულამაზეს ხედებს უყურებდეს. 

The Gramercy Park Hotel 

1925 წელს აშენებული Gramercy Park Hotel დახვეწილი, ელეგანტური დიზაინითა და ბოჰემური სულისკვეთებით ნიუ-იორკის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა. გარდა ამისა, სასტუმრო ერთგვარი ხელოვნების მუზეუმიცაა, სადაც ბასკიასა და უორჰოლის შემოქმედებას აღმოაჩენთ.

Four Seasons Hotel New York

სადღესასწაულო სეზონზე Four Seasons Hotel New York უზარმაზარ ნაძვისხეში, გირლიანდებსა და საშობაო დეკორაციებში ჩაფლული დაგხვდებათ, სადაც განსაკუთრებული განწყობის გარდა უმაღლესი ხარისხის მომსახურებაც გელოდებათ.

The NoMad Hotel

The NoMad Hotel ერთ-ერთია იმ სასტუმროთაგან, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი ადგილია. გამორჩეული ბარი და მიშელინის ვარსკვლავის  სამგზის მფლობელი შეფის კერძები იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. 

რესტორნები 

La Mercerie

ფრანგული ატმოსფერო და ნიუიორკული ენერგია რესტორან La Mercerie-შია გაერთიანებული, სადაც ფრანგი შეფის უგემრიელეს კერძებს განსაკუთრებით აქებენ.

Morimoto NYC

თანამედროვე იაპონური სამზარეულოს გემო  Morimoto NYC-ში სტუმრობის შემდეგ არასდროს დაგავიწყდებათ. არქიტექტორ ტადაო ანდოს დიზაინით შექმნილ შენობაში განთავსებული რესტორანი ძველი აღმოსავლური ტრადიციებისა და თანამედროვე დასავლური ინოვაციების საუკეთესო შერწყმაა. 

Le Coucou

ერთ-ერთი საუკეთესო შეფ დენიელ როუზისა და სტივენ სტარის თანამშრომლობით შექმნილი რესტორანი Le Coucou დახვეწილ და ელეგანტურ გარემოში ფრანგული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს შემოგთავაზებთ. 

Freeman’s Restaurant

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი Freeman’s Restaurant არის ადგილი, რომლის შესახებაც თქვენს მეგობრებს აუცილებლად მოუყვებით. ტრადიციებით შთაგონებული მყუდრო რესტორანი კლასიკური ამერიკული შთაბეჭდილების  ნაწილი გახდება. 

THE GRILL & The Pool

The Seagram Building-ში მდებარე ორი ელეგანტური რესტორანი THE GRILL-ის გრილზე დამზადებული დახვეწილი კერძებითა და The Pool-ის შესანიშნავი ზღვის პროდუქტების 
მაცდური გემოებით ნამდვილად მოგხიბლავთ.

კაფე-ბარები 

Stumptown

ქალაქში საუკეთესო ყავას სწორედ რომ Stumptown-ში დააგემოვნებთ.

Café Clover


Cafe Clover მყუდრო და მიმზიდველ ატმოსფეროს გთავაზობთ, სადაც მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი და ორგანული ინგრედიენტებია, რომლითაც ინოვაციური კერძები იქმნება. 

Bemelmans Bar

ლუდვიგ ბემელმანის სახელობის ბარი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო დღეების გასატარებლად. 1930 წლიდან ბარი უგემრიელესი კოქტეილებით ხიბლავს იქ აღმოჩენილ სტუმრებს.

The Polo Bar

The Polo Bar დიზაინერ რალფ ლორენის პირველი ბარია ნიუ-იორკში, რომელიც კლასიკურ ამერიკულ და ასევე დიზაინერის საყვარელ სასმელსა და კერძებს გთავაზობთ. 

Attaboy

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბარი Attaboy საოცნებო ადგილია განსატვირთად. არ დახარჯოთ დრო მენიუს კითხვაში, გამოცდილი ბარმენები ზუსტად ისეთ სასმელს მოგიმზადებენ, როგორსაც თქვენ წარმოიდგენთ. 

მაღაზიები 

Dover Street Market

ავანგარდული მოდის შვიდი სართული არის ის, რასაც Dover Street Market-ზე ნახავთ. სავაჭრო დანიშნულების სივრცეში აღმოაჩენთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Gucci, Comme des Garçons, Vetements, Loewe, Balenciaga და Supreme. 

Barneys New York

Barneys New York არის უმაღლესი ხარისხის სავაჭრო ცენტრი, სადაც მსოფლიოს წამყვან დიზაინერთა კოლექციებს, აქსესუარებს, სუნამოებს და სხვა უამრავ სიურპრიზს აღმოაჩენთ. Barneys New York-ის ხელწერაა მისი კრეატიული კამპანიები, სადღესასწაულო Window Project-ები.  სავაჭრო ცენტრი თანამშრომლობს უამრავ გამორჩეულ არტისტთან და დიზაინერთან, როგორებიც არიან – იურგენ ტელერი, მოდის სახლი Prada, Balenciaga, Tom Ford…

Jeffrey New York

Jeffrey New York ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ბუტიკია, სადაც აღმოაჩენთ ისეთი დიზაინერების ნამუშევრებს, როგორებიც არიან – Valentino, Stella Mccartney, Alexander McQueen, Givenchy…

 
Matter Matters

ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო კონცეპტუალური მაღაზიაა Matter Matters, სადაც თანამედროვე დიზაინის უნიკალურ ავეჯს, განათებას და უამრავ საინტერესო ნივთებს შეხვდებით. 

Grand Holiday Bazaar

ჯადოსნური, სადღესასწაულო საყიდლებისთვის Grand Holiday Bazaar-ში გამართულ ბაზრობაზე უკეთესი ადგილი ძნელად წარმოსადგენია, სადაც თვით შთაბეჭდილებაც სადღესასწაულო საჩუქრის ტოლფასია. საშობაო ბაზრობა ფოკუსირებულია ამერიკულ და ხელით შექმნილ პროდუქციაზე, სადაც შეხვდებით სათამაშოებს, აქსესუარებს, დეკორაციებს, საინტერესო და მრავალფეროვან საჩუქრებს. 



ავტორი
: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.