fbpx
გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | OBJECTable 02 – Objects

Objects არქიტექტორ-დიზაინერების, ქეთი ასათიანის და ნუკა კორინთელის ერთობლივი პროექტია. Objects ინტერიერის დიზაინზე, არქიტექტურასა და ობჯექთ-დიზაინზე მუშაობს. Object-ის ავეჯის კოლექციის ერთ-ერთი ნამუშევარია OBJECTable 02.

OBJECTable 02 თითბრის, შავი მეტალის და მინის ყავის მაგიდაა. მასალების ეს კომბინაცია მსუბუქ და ნაზ კონტრასტს ქმნის. ამ მასალებით შექმნილი OBJECTable 02-ის გამოყენება სხვადასხვა ტიპის ინტერიერშია შესაძლებელი. მაგიდის სიმაღლე 52 სმ-ია, რის გამოც ის საკმაოდ მოსახერხებელია. იგი ორი ნაწილისგან შედგება და სურვილისამებრ შეიძლება სხვა ფუნქციაც მიენიჭოს, მაგალითად – საწოლის გვერდით მოთავსდეს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე
ფოტო: ლევან მაისურაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.