fbpx
გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | objecTable 03

objecTable 03, დიზაინ სტუდიო Objects-ის მესამე მაგიდაა.  დიზაინერებისთვის ხშირად შთაგონების წყარო კონკრეტულ პროექტზე მუშაობა ან რაიმე ნივთია. ამ შემთხვევაში objecTable03-ის იდეა ინტერიერში გამოყენებული საწოლი აღმოჩნდა.

 

მაგიდა ცდება მხოლოდ ფუნქციური ობიექტის ჩარჩოს, ის ხელოვნების საგანია, რომელსაც ენიჭება ფუნქცია. მაგიდაში აქცენტი მის სკულპტურულ ფორმაზე, გეომეტრიული ფორმების და ორგანული მასალების – ტრავერტინის და მარმარილოს ტექსტურების შერწყმასა და მათ ბალანსზეა გაკეთებული.

მაგიდა ქართული ქვის კომპანია “კამარასთან” თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის ნაწილია.

მეტი Objects: objects.ge


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.