გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | Germans Ermics’ Ombré chairs

Ombre chairs ლატვიელი დიზაინერის, გერმან ერმიკსის დიზაინია. 1967 წელს იაპონელი დიზაინერის, შირო კურამატას სკამმა გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.  სტენლი კუბრიკის ფილმით „2001 წელი: კოსმიური ოდისეთი“ ინსპირირებული დიზაინერის ჩანაფიქრი იყო შეექმნა სკამი, რომელიც ჰაერში მოტივტივე ეფექტს ტოვებდა. ერმიკსის სტილის მოქნილობა მას საშუალებას აძლევს შექმნას უნიკალური, მრავალფეროვანი  ფორმის ავეჯი.

მისი ნამუშევრები მინიმალისტური დიზაინის სტილს მიჰყვება. მარტივი გეომეტრიული ფიგურებისა და სხვადასხვა ტონალობის ფერების გამოყენებით, ერმინსკი უნიკალურ და შთამბეჭდავ ავეჯსა და ნივთებს ქმნის. ომბრეს სკამი აწყობილია ფერადი შუშის პანელებისაგან  ერთ კონსტრუქციად ხრახნებისა და სხვა ხილული ნაწილების გარეშე.

სკამებთან ერთად, ომბრეს კოლექციაში შედის ულამაზესი, მრუდი ფორმის შუშის პანელების წყვილი. ამ ორიდან უფრო მაღალ პანელში გამოყენებულია  ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი და ნარინჯისფერი, ხოლო მისი წყვილი, უფრო დაბალი პანელი, შეღებილია პასტელური ვარდისფერით, რომელიც ნელ-ნელა გადადის ნარინჯისფერ ტონალობაში და ქმნის მზის ჩასვლის ეფექტს. ეს უნიკალური ავეჯის კოლექცია გამოფენილი იყო მილანის დიზაინის კვირეულზე, ავანგარდულ მაღაზია-გალერეა “სპაზიო როსანა ორლანდიში”.

 

ავტორი: კატო სუპატაშვილი

წყარო: Ignant

 


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.