fbpx
გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | Paulistano – Paulo Mendes da Rocha

სკამის დიზაინი ბრაზილიელმა მოდერნისტმა არქიტექტორმა და დიზაინერმა პაულუ მენდეს და როშამ 1957 წელს შექმნა. ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად, პაულუ მენდეს და როშა 2000 წელს მის ვან დერ როეს პრიზის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2006 წელს მან არქიტექტურაში ყველაზე მაღალი რანგის ჯილდო, პრიცკერი დაიმსახურა. არქიტექტორი და დიზაინერი 50-იანი წლების მერე მუშაობს დიზაინსა და არქიტექტურაზე და  ბრაზილიის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცოცხალი არქიტექტორია.

სკამი სახელად The Paulistano თავდაპირველად არქიტექტორის პირველი შედევრის, სან პაოლოს ათლეტური კლუბის მისაღები ოთახის ინტერიერის ნაწილი იყო. სკამის დიზაინის კონსტრუქტივისტული კონცეფცია მიღწეულია მარტივი ფოლადის რკალით, რომელსაც ტყავის, კოტონის ან რკინის ზედაპირი ემატება. დიზაინს სტრუქტურული ფორმა მაქსიმუმ ლიმიტამდე დაჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, სკამი განსაკუთრებულად კომფორტულია და ინტერიერში სიმსუბუქით გამოირჩევა. The Paulistano – ეს ის სკამია, რომლის დიზაინის გენიალურობა  ნივთს ფუნქციას არ უკარგავს. მეტიც, ზუსტად ამ განსაკუთრებული დიზაინის გამო, სკამი გამოირჩევა  ფუნციონალურობით და კომფორტულობით.

The Paulistano-ს ნახვა და შეძენა, თბილისში, ზანდუკელის 15 ნომერში, Objects-ის შოურუმშია შესაძლებელი.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

მეტი Objects: objects.ge

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.