fbpx
გააზიარე სტატია

Pepperboy-ის საზაფხულო მენიუ

Pepperboy არის ადგილი, სადაც  შეძლებთ დააგემოვნოთ რჩეული კერძები სხვადასხვა აზიური ქვეყნიდან, მათ შორის  წარმოდგენილია  ვიეტნამური, ტაილანდური, კორეული და იაპონური სამზარეულო

ზაფხულის ცხელ დღეებში  რთულია სასურველი კერძების  არჩევა ისე, რომ ამინდთან და გემოვნებასთან იყოს ჰარმონიაში. 

Hammock  ანა დონდუას, Pepperboy- შეფმზარეულსა და დამფუძნებელს, საზაფხულო მენიუს თავისებურებებზე ესაუბრა:

 რატომ სეზონური მენიუ და რა უპირატესობები აქვს მას?

ფეფერბოის” კონცეფცია იმთავითვე გულისხმობდა მენიუს სეზონურად განახლებას. სეზონური მენიუ ხაზს უსვამს  ორ ძირითად მიმართულებას, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რესტორანმა დაიმკვიდროს თავი სტუმრებისთვის მუდმივად საინტერესო  და საყვარელ ადგილადპირველ რიგში სეზონური მენიუს უპირატესობა  არის სეზონური პროდუქტების გამოყენება. ეს არის პროდუქტები, რომლებიც კონკრეტულ სეზონზე უხვად მოიპოვება და შესაბამისად უფრო მაღალი ხარისხისაა; მეორე მნიშვნელოვანი დატვირთვა სეზონური მენიუსი კი არის ის, რომ მუდმივად უზრუნველვყოთ ინტერესი  “ფეფერბოის” მიმართ, შევთავაზოთ სიახლეები, რომ  მენიუ არ გახდეს ერთფეროვანი და  მოსაწყენი, მით უმეტეს, რომ კერძების ჩამონათვალი სულ ერთგვერდიანია. თუმცა მენიუში და ჩვენი „სტუმრების გულებში“ საპატიო ადგილი აქვს დაკავებული იმ კონკრეტულ კერძებს, რომელსაც  სეზონის ცვალებადობა არ ეხება.

რა თქმა უნდა, სეზონის მიხედვით გარკვეული კერძები დაბრუნდება შემოდგომაზე, მაგალითად, რამენი და ტონკაცუ და შესაბამისად, ზაფხულის მენიუ  ჩანაცვლდება. რაც შეეხება სეზონურ მენიუს, ჩვენ  გაზაფხულიზაფხულის სეზონზე დავამატეთ  ტაილანდური და ვიეტნამური კერძები. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნები და შესაბამისად, აქ უფრო უხვად იყენებენ ბოსტნეულისა და ხილის ნაირსახეობებს, ასევე ზღვის პროდუქტებსა და თევზეულს. მათი სამზარეულო შედარებით მსუბუქ კერძებზეა აგებული და ამიტომაც ზაფხულზე მენიუ განვაახლეთ   ტაილანდური და ვიეტნამური კერძებით. გარდა იმისა, რომ მეტ ბოსტნეულს შეიცავსსოუსებიც უფრო მსუბუქი აქვს ყველაფერს, მეტი ადგილი უკავია ლაიმის, ჯინჯერის, ლემონგრასისა და გალანგალის არომატებს, რაც უფრო მეტ სიმსუბუქეს ტოვებს ამ კერძების დაგემოვნებისას.

საზაფხულო მენიუში დავამატეთ ქათმის, თევზის და ბოსტნეულის კერძები, იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ინგრედიენტები, რაც ახლა არის ხელმისაწვდომი და რაც ყველაზე გემრიელი, ნედლი და ცინცხალია.

 

 კალმახი ტკბილმჟავე სოუსით

ტაილანდური კერძი ქართული, ბიომეურნეობაში მოყვანილი კალმახით, ტკბილ-მჟავე  სოუსითა და ბრინჯი ბასმათით განსაკუთრებულია საზაფხულო მენიუში, რადგან ქართული პროდუქტისა და ტაილანდური ტრადიციების მიქსი მას გამორჩეულად საინტერესოს ხდის.

სევიჩე ორაგულით და ტოფუთი

სამხრეთ-ამერიკის ტრადიციების მატარებელი სევიჩე, რომელიც გადმოცემით, პერუში “დაიბადა”, წარმატებით აითვისეს იაპონელებმა და ამჟამად  იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთ მარგალიტად  მიიჩნევა. მთავარი ინგრედიენტი ორაგულის საშიმი და რბილი, „აბრეშუმისებრი“ ტოფუა. ავოკადო და ასევე სეზონური ბოსტნეული ხაზს უსვამს კერძის ნაზ, დახვეწილ ხასიათს, რომელსაც განსაკუთრებულ საზაფხულო გემოს მსუბუქი ციტრუსის, კოჭას და ლემონგრასის სოუსი აძლევს.           

სალათა სომ ტამი

ტაილანდური ტრადიციების გათვალისწინებით მომზადებული კერძიცოცხალი კიტრის, პომიდვრის და მწვანე ლობიოს სალათა ნივრის ჩიფსით, არაქისითა და ქინძით, რომელსაც განსაკუთრებულს ხდის მსუბუქად შეზავებული ლაიმის სოუსის გემო.

ტომ იამი

ტომ იამი არის კლასიკური ტაილანდური წვნიანი,  მსუბუქი, ნაკლებად ცხიმიანი კერძი, რომელიც მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკმაზს, რომელიც  ტომ იამს სახასიათო სიმჟავეს ანიჭებს. წვნიანის მირთმევა შესაძლებელია სხვადასხვა ვარიაციით, როგორც ქათმის ხორცით და კრევეტებით, ასევე ვეგეტარიანული ვერსიით სხვადასხვა ბოსტნეულის დამატების შემთხვევაში. ტრადიციულად ტომ იამს მიირთმევენ ორთქლზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ქათმის კარააგე სალათა

საზაფხულო მსუბუქი კერძია, დაკომპლექტებული სეზონური ბოსტნეულით, ავოკადოთი და სალათის ფოთლებით, გემოს პალიტრას განსაკუთრებულს ხდის შემწვარი  ქათმის მარინადი  მისოლაიმის მსუბუქი სოუსითა და სეზამის მარცვლებით.

საზაფხულო დესერტები

დესერტი ალბათ ყველა უყვარს, მით უმეტეს, თუ ეს დესერტი შინ არის მომზადებული ეგზოტიკური ნაყინებით. ჩვენს საზაფხულო მენიუში ნახავთ შავი სეზამისა და მწვანე ჩაის მსუბუქ, არომატულ ნაყინებს. ასევე ძალიან საინტერესოა ვიეტნამური აფოგატო, რომელიც ტრადიციული იტალიური დესერტია და სიტყვა-სიტყვით „ჩაძირულს“ ნიშნავს. აფოგატო არის ნაყინი, რომელიც იძირება არომატულ ესპრესოში, ხოლო მისი ვიეტნამური ვერსია გულისხმობს ნაყინს, რომელიც შინ მზადდება განსხვავებული მეთოდით და არის მეტად წებოვანი, ვიდრე ტრადიციული ნაყინი.

 

ავტორი : სოფო ბუჯიაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.