fbpx
გააზიარე სტატია

Phubber-ის ახალი კამპანია ქალთა გაძლიერებისთვის

ქართული მობილური აპლიკაცია Phubber ახალ კამპანიას იწყებს სახელწოდებით ,,ჩაერთე და ჩართე სხვებიც”, რომელიც ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. Phubber არის ციფრული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს ან შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი. იგი მოიცავს სხვადასხვა დეპარტამენტს: ქართველი დიზაინერების, აუთლეტის, ვინტაჟის, luxury-ს და მეორადი ტანსაცმლის მიმართულებებს. Phubber ქართულ ბაზარზე უკვე 5 თვეა, რაც არსებობს და 700-მდე ქალი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაც საკმაოდ მოქნილ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Phubber-ში ასევე მოქმედებს უფასო მიტანის სისტემა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის შემთხვევაში.

საქართველოს სტატისტიკის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, დღესდღეობით ქალთა 42% ეკონომიკურად აქტიური არ არის. Phubber-ის მიერ წამოწყებული კამპანიაც სწორედ ფოკუსირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ქალს მიაწვდინოს ხმა, რათა ისინი ჩაერთონ აპლიკაციაში, გაყიდონ და ჰქონდეთ შემოსავალი ან შეიძინონ და გააძლიერონ  გამყიდველი ქალები.

მეორადი ტანსაცმელი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, ნებისმიერ ქალს შეუძლია მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები ამ მიმართულებით. Phubber კი არის ის სივრცე, რომელიც  გთავაზობთ, მინიმალური დანახარჯით, საინტერესო ხედვითა და გემოვნებით არჩეული სამოსით შექმნათ ციფრული მაღაზია.

Phubber-ის დახმარებით  მომხმარებელს შეუძლია მარტივად, მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით გახდეს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი.

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.