fbpx
გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | Plumen Lightbulbs – Objects

Plumen გამორჩეული დიზაინის და კონცეფციის ნათურებია, რომელიც ინოვაციურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს საინტერესო დიზაინით და ხელმისაწვდომ ფასად ამზადებს. Plumen-ის ნათურები 80%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე სტანდარტული ნათურა და შესაბამისად, 8-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, გარდა ამისა, ნათურებს საინტერესო დიზაინიც გამოარჩევს.

ნათურის კონცეფცია კომპანია Hulger-ის დამაარსებლებს ეკუთვნით. Hulger ლონდონში დაფუძნებული ელექტრონიკის ბუტიკური ტიპის ბრენდია. ბრენდის დამაარსებლები მაიქელ ჯორჯ ჰემუსი და ნიკოლას რუპი არიან. მათ ნათურა Plumen, 2010 წელს შექმნეს. ბრენდის სახელი ორი სიტყვის – “Plume” და “lumen” – კომბინაციაა. plume ჩიტის დეკორატიულ ბუმბულს ნიშნავს, ხოლო lumen კი სინათლის საზომია. სახელი – ბრენდის კონცეფციისა და მისი შემქმნელების ფასეულობიდან გამომდინარე – იდეალურადაა შერჩეული, რადგან ბრენდის მიზანია შექმნას ეკოლოგიურად მოგებიანი პროდუქტი გამორჩეული დიზაინით.

პირველი პროდუქტი Plumen 001, როგორც თავად დამაარსებლები ამბობენ, “პირველი დიზაინერული დაბალი ენერგიის ნათურაა”. კომპანიის დამაარსებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნათურა ახალი იდეების სიმბოლოა, ბოლო 150 წლის განმავლობაში მის დიზაინსა და ფუნქციონირებაში დიდი პროგრესი არ მომხდარა.

Plumen-ის დიზაინი საინტერესო, პროვოკაციული და სახალისოა. ხოლო მის ინტერიერსა და ფუნქციონირებაზე ინჟინრების გუნდი მუშაობდა, რომელთა მიზანიც ის იყო, რომ Plumen-ს 8-ჯერ უფრო ხანგრძლივად მუშაობა შესძლებოდა და ამისთვის 80%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოეყენებინა, ვიდრე სტანდარტულ ნათურას. ამ კონცეფციას #GoodDesignForGood დაარქვეს და ის ემსახურება საინტერესო და სასიამოვნო დიზაინს, რომელიც ფუნქციურობასა და ეკოლოგიურად მოგებიანი პროდუქტის შექმნაზე კომპრომისს არ აკეთებს.

 

Plumen-ის ბოლო დიზაინის მიერ შექმნილ ნათურს 20 000 საათის სიცოცხლის წყარო აქვს, რაც ნათურის მოხმარების 20 წელს უდრის.
ნათურას მრავალი პრიზი ხვდა წილად, ის ასევე ნაწილია, ნიუ-იორკის MoMA-ს, the Victoria & Albert Museum-ის, the Smithosonian Cooper-Hewitt Collection-ის, The Art Institute of Chicago-სა და the Design Museum in Helsinki-ის კოლექციების.

Plumen-ის ნახვა და შეძენა თბილისში, ზანდუკელის 15  ნომერში, Objects-ის შოურუმშია შესაძლებელი.

მეტი Objects: objects.ge


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.