fbpx
გააზიარე სტატია

Porsche 356 Speedster

356 Speedster-ის დიზაინი ფერი პორშემ 1948 წელს შექმნა. მან ამისთვის მამამისის მიერ შექმნილი Volkswagen-ის პლატფორმა გამოიყენა. 356 სიმსუბუქით და სიმარტივით გამოირჩეოდა. ახალი მოდელის შექმნის მიზანი იყო, კომპანიას კომერციალიზაცია მოეხდინა სპორტული მანქანების პოპულარობაზე იმ წლებში და ამასთან წარმოედგინა უფრო იაფი და მარტივი დიზაინის მქონე, ვიდრე არსებული სპორტული და სარბოლო მოდელები. . შესაბამისად გამოსვლის დღიდან 356 Speedster-მა პოპულარობა მოიპოვა. ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი კლასიკური მოდელია კომპანიის ისტორიაში და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მოდელიდან იწყება კომპანიის ისტორია, რომელმაც მე-20 საუკუნის საუკეთესო სარბოლო და სპორტული მანქანები შექმნა.

356 speedster ამერიკაში პირველად 1954 წელს გამოჩნდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. მარტივი, მაგრამ კლასიკური დიზაინის მანქანა ოთხ წელიწადში 4144-მა მომხმარებელმა შეიძინა. ეს მოდელი ხშირად ჩანდა სარბოლო შეჯიბრებზე 50-იან წლებში. მას ატარებდნენ ფორმულა 1-ის ჩემპიონი დენ გერნი და კინოვარსკვლავი ჯეიმს დინი.

ამ პერიოდში დამზადებული 356 Speedster-ის ნახვა იშვიათადაა შესაძლებელი. ეს მანქანა საკმაოდ მოთხოვნადია სპორტული მანქანების კოლექციონერებისთვის. ამერიკაში იმპორტირებული 356 speedster-ის ნაკადიდან ბოლო წლებში სოტბის აუქციონზე ერთ-ერთი მოდელი $170 000 გაიყიდა.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.