fbpx
გააზიარე სტატია

Pride Month – ემოციური და ვნებიანი საპროტესტო ფოტოპროექტები

როდესაც საუბარს ვიწყებთ ფოტოგრაფიაზე, მხოლოდ ესთეტურობასა და სილამაზეს როდი ვგულისხმობთ, არამედ ვსაუბრობთ არტისტის მიერ აღქმულ რეალობაზე. უსასრულოდ შეიძლება დავა იმის შესახებ, რამდენად ობიექტური/სუბიექტურია ფოტოგრაფია. თუმცა, ხელოვნების ამ დარგის მნიშვნელობა არა მის მიერ ასახულ რეალობაშია, არამედ იმაში, როგორ ერგება ფოტოგრაფია იმ სოციალურ გარემოს, სადაც არსებობს. ის ხშირ შემთხვევაში პროტესტის იარაღია, რადგან ფოტოგრაფია  სხვა არაფერია, თუ არა არტისტის ხმა ვიზუალად ქცეული. ამ სტატიაში გაგაცნობთ სხვადასხვა ფოტოსერიებსა და პროექტებს, რომლებიც LGBTQ საზოგადოების იდენტობას ასახავს.

Molly Landreth  – Embodiment: A Queer Life in America

ხშირ შემთხვევაში LGBTQ ფოტოგრაფია ემსახურება იმას, რომ გააცნოს საზოგადოებას უმცირესობის ყოველდღიურობა, დაანახვოს ის პრობლემები, რასაც აწყდებიან, ან ის, რომ მათი ერთმანეთის მიმართ განცდილი ემოციებიც სენსიტიური და მომხიბლავია. „განსახიერება: ქვიარ ცხოვრება ამერიკაში“ მოლი ლენდრესის პროექტია. მოლი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც ვაშინგტონში გაიზარდა. მოლი დაინტერესდა ადამიანების სიჭრელით, როგორი განსხვავებულები და, ამავდროულად, როგორი ერთნაირები შეიძლება იყვნენ ისინი. როგორც თავად ამბობს, მას სწყუროდა სიცოცხლის აღბეჭდვა ფირზე, სწორედ ამიტომ 2004-2008 წლების განმავლობაში  ქვიარ წყვილებისა და ინდივიდების 60 პორტრეტი გადაიღო. თუმცა, მოლისთვის ეს საკმარი არ აღმოჩნდა და შექმნა ამ პროექტის ვებგვერდი, სადაც განთავსებულია როგორც ფოტოები, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეს საიტი აერთიანებს ყველა ინფორმაციასა და ვიზუალს LGBTQ საზოგადოებაზე.

Claudia Jared – Dark Tears: LGBTQ Resilience in Latin America

კლაუდი ჯარედის ამ წიგნში თავმოყრილია ლათინურ ამერიკაში გადაღებული LGBTQ წყვილების ფოტოები. ფოტოგრაფის განცხადებით, ეს წიგნი მნიშვნელოვანია, რათა სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა უმცირესობების წარმომადგენლებმა ნახონ, რომ არ არიან მარტო. ეს წიგნი ერთგვარი შეძახილია მათთვის, რომ საჭიროა მუდმივი ბრძოლა, მაგრამ, ამავდროულად, შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები.

წიგნის ავტორი კლაუდია ჯარედი დაიბადა ბუენოს აირესში, სადაც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში განსხვავებულობას ძალადობით პასუხობდნენ, სწორედ ამიტომ კლაუდია სკოლის დამთავრებისთანავე გადავიდა ბოსტონში საცხოვრებლად, სადაც თავისუფლების შეგრძნებამ ფოტოკამერა დააჭერინა ხელში. წიგნში მოცემულია ფოტოები, რომლებიც მას მერეა გადაღებული, რაც 2010 წელს არგენტინაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. არგენტინაში გაჩნდა კანონები, რომლებიც დისკრიმინაციას გმობდნენ და ხალხისგან პატივისცემას მოითხოვდნენ განსხვავებულობის მიმართ. წიგნი 11 ივნისს გამოვიდა, Pride-ის თვეში.

Gabriela Herman – The Kids

თუ ადამიანების გარკვეული ნაწილი ეგუება განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას, მათთვის შვილის ყოლის/აყვანის უფლების მომხრე კიდევ უფრო ნაკლებია. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ბავშვები ამ შემთხვევაში არაჯანსაღ გრემოში გაიზრდებიან. ბრაზილიელი წარმომავლობის ამერიკელმა ფოტოგრაფმა გაბრიელ ჰერმანმა სცადა არგუმენტირებული პასუხი გაეცა კითხვაზე – „LGBTQ წყვილების ბავშვები იზრდებიან თუ არა ჯანსაღ გარემოში?!.“ წიგნში თავმოყრილია ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც გვიყვებიან თავინთ გამოცდილებაზე, როგორია გაიზარდო LGBTQ წყვილის ოჯახში: „ჩვენი ოჯახის აღსაწერად LGBT არ არის შესაფერი სიტყვა, რადგან ჩვენც ჩვეულებრივი ოჯახი ვართ. როცა ვამბობ, რომ დედაჩემები გეი-ქორწინებაში არიან, იგივეა, რომ ვთქვა, რომ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ან პაკერსის ქომაგები არიან. შენი სექსუალური ორიენტაცია, რა თქმა უნდა, შენი ნაწილია, მაგრამ ის არ უნდა განსაზღვრავდეს, ვინ ხარ შენ.“

Rachelle Lee Smith – Speaking Out: Queer Youth in Focus

ეს წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა, აერთიანებს 14-დან 24-მდე წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც LGBTQ საზოგადოებას წარმოადგენენ. ფოტოებზე დატანილია სხვადასხვა ინდივიდუალური ისტორია, რომელიც გამოცდილებით, ვნებებით, დამცირებებით, გამარჯვებებითა და მხიარულებით არის სავსე. წიგნის ავტორი რეიჩელი ამ ფოტოებით აერთიანებს აქტივიზმსა და ხელოვნებას. ფოტოებზე წარწერები ხელნაწერებს ჰგავს და გგონია, რომ ახლახან წაიკითხე სხვისი დღიურიდან ამონარიდი, რაც გიმძაფრებს შეგრძნებებსა და ემოციებს.

Lasha Fox – Giorgi 

ლაშა ფოქსი (ლაშა ცერცვაძე) ქართველი არტისტი და ქვიარ აქტივისტია. ქართულ ქვიარ საზოგადოებას მის სხვადასხვა პერსონალურ პროექტებში ვხვდებით, თუმცა, პროქტი სახელად „გიორგი“ ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოშია. ფოტოგრაფი საუბრობს იმ თანდაყოლილ იდენტობაზე, რომელიც სახელის დარქმევისას ჩნდება, გარემო, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს გიყალიბებს და გაიძულებს, იცხოვრო ამით. პატრიარქალურ საზოგადოებაში ფემინური ქცევები ერთმნიშვნელოვნად ქალის მახასიათებელია. პროექტი „გიორგი“ ამ სახელის მასკულინური თვისებისა და ფოტოებზე გამოსახული ფემინურობის მაკავშირებელია. პროექტში გაერთიანებული ყველა ფოტო წითელია, რადგან, როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, წითელი სექსუალურობისა და აგრესიის ფერია, სწორედ ამიტომ, ის ზუსტად გამოხატავს ქართული LGBTQ საზოგადოების მდგომარეობას ქვეყანაში.

ავტორი: ქეთო შურღაია

 


რეკომენდებული სტატიები
სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია

სლიმ აარონსის ბოჰემური ცხოვრების ფოტოგრაფია
წარმოიდგინეთ ყველაზე გლამურული წვეულება - პალმები, აუზი, ფოჩებიანი ქოლგები, როზე, სახელდახელოდ გაკრეჭილი მასიური ბუჩქები და მბზინვარე მარმარილოს ფილებზე ლანჩზე შეკრებილი ორმოცდაათიანების ელიტა - გილოცავთ, თქვენ სლიმ არონსის ფოტოში მოხვდით
უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი

უილიამ ეგლსტონი - ფერადი ფოტოგრაფიის დასაწყისი
„მე მინდა გადავიღო ფოტო, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს, იმის მიუხედავად, რა არის გამოსახული მასზე. გადაღების პროცესში არასდროს ვფიქრობ, რას ვუღებ ფოტოს, ბლუზის მუსიკოსს თუ უბრალოდ ქუჩის კუთხეს“
იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია
პერსონალური ფოტოგრაფია, რომელშიც დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, თანამედროვე იაპონურ ფოტოგრაფიას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.