fbpx
გააზიარე სტატია

ნატა სოფრომაძე – სიკვდილის მისტიციზმი

გალერეა Project ArtBeat თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ნატა სოფრომაძის პერსონალურ გამოფენას – “სიკვდილის მაღაზია“, რომლის ნახვასაც 13 ოქტომბრამდე შეძლებთ. 

ნატა სოფრომაძის ფოტოსერია „უკვდავები“  ქართული ტრადიციული შავი გრანიტის ქვაზე დაბეჭდილი ვიზუალური გამოსახულებისაგან შედგება. სერიაში შეხვდებით დიზაინერების სამოსში გამოწყობილ რიგით ადამიანებს, რომლებმაც მოდელის ფუნქცია შეითავსეს, რის შემდეგაც საფლავის პორტრეტები მოდურ იმიჯებად გარდაიქმნა.  “საინტერესო იყო როგორ რეაგირებდნენ ადამიანები, როდესაც ვთავაზობდი გამხდარიყვნენ საფლავის ქვის მოდელები. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენ ვქმნიდით გამოსახულებებს უბრალოდ გართობისთვის, სიკვდილთან სათამაშოდ ან შესაძლოა მის დასამარცხებლადაც.

ნატა სოფრომაძე თბილისში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფია. ფოტოგრაფიის სკოლის, „სეპიას“ დასრულების შემდეგ არტისტი აქტიურად მუშაობს საკუთარ ფოტოსტუდია „ბინაში“, ასევე თანადამფუძნებელია საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმის – Beat-ის,  რომელმაც 2012 წლიდან ვიდეოფორმატის სახით Artarea-ს ეთერში გადაინაცვლა. 2015 წლიდან კი ქართული ფოტოსააგენტო EROR Images-ის თანადამფუძნებელი და წევრია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.