fbpx
გააზიარე სტატია

Rooms Studio & Project ArtBeat მაიამის არტ კვირეულზე

In Circulation – ასე ჰქვია გამოფენას, რომლითაც Rooms Studio Design Miami 2019 წლის არტბაზრობის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი. 2007 წელს ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას მიერ დაარსებული ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის სტუდია ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა პერიოდის ობიექტების თანამედროვე ხასიათზე, რომელიც მათ მინიმალისტურ ავეჯსა და ზოგჯერ სიურეალისტურ დეტალებშიც გამოიხატება.

In Circulation ეხმიანება ისტორიული ობიექტების როგორც მიმზიდველობის, ისე მისი დეკონსტრუქციის მიზეზთა კვლევას, რომელიც ფარულ პროტესტს გამოხატავს საბჭოთა სისტემის მიმართ, სადაც ინდივიდს არაფერი ეკუთვნოდა. გამოფენის ცენტრში მოთავსებულია ავტობუსის გაჩერებისთვის დამახასიათებელი ორი სკამი, რომელთაგან ერთ-ერთი ხისგან არის შესრულებელი. დამთვალიერებელს შეუძლია ხის სკამზე  საკუთარი სახელი, ნებისმიერი წარწერა და გზავნილები ამოკვეთოს. მეორე ქვისგან დამზადებული სკამი მაქს მაჩაიძესთან, ქართველ ვიზუალურ არტისტთან და ჰიპ-ჰოპ ჟანრის მუსიკოსთან ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა, რომელზეც მაქსის მიერ შესრულებულ გრაფიტს აღმოაჩენთ. 

Rooms Design თავიდან აცოცხლებს ქართული დიზაინის სხვადასხვა პერიოდის უნიკალურ და დავიწყებულ საჯარო ობიექტებს. სწორედ ეს გახდა რკინის ლამპის, ქვის “სუფრის” მაგიდის და სხვა ნამუშევრების შთაგონების წყარო. ჭადრაკის თემატიკაზე შექმნილი დეფორმაციული ნამუშევრები  დეკონსტრუქციის იდეის სიმბოლოა, რომლის მოტივაციაც შესაძლოა პირადი ნიშნის დატოვების სურვილს გულისხმობს. 

მე-17 არტბაზრობა – New Art Dealers Alliance – 5-8 დეკემბრის ჩათვლით მაიამიში, Ice Palace Films Studio-ში გაიმართება, რომელიც ახალი და საინტერესო არტისტების წარმოჩენას ემსახურება. NADA Miami ამერიკული ხელოვნების სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტბაზრობაა, სადაც თანამედროვე ხელოვნებას წამყვანი ადგილი უჭირავს. 

ღონისძიებაში მონაწილეობს Project ArtBeat, რომელიც ჯგუფურ გამოფენას ქართველ არტისტებთან – თამო ჯუღელთან და ქეთი კაპანაძესთან ერთად მართავს. 

პოსტმოდერნულ ხელოვნებაში რთულია და თითქმის შეუძლებელიც გაიმიჯნოს ფემინურობა-ქალის ცნებები. თვითგამოხატვის ორივე ასპექტი დეტერმინაცია და არტისტული ფორმები არის მთლიანობის შეუქცევადი ეკლექტური ნაწილაკები. პარალელურად იბადება ლოგიკური კითხვა – რომელია უფრო რეაქტიული, ძლიერი იარაღი – ფემინიზმი თუ ფემინურობა?  ორი მხატვარი ქალის – თამო ჯუღელის და ქეთი კაპანაძის დიალოგი სხვადასხვა პერიოდის მხატვრულ დისკურსს, კითხვებსა და ვიზუალური ხატების ტრანსფორმაციას გამოხატავს. ქეთი კაპანაძის კონცეპტუალური თხრობის სტილი, რომელიც აგრესიულ, ირონიულ modus operandi-ს ემყარება, წარმოდგენილია ახალ სიბრტყეზე. თამო ჯუღელის ნახატები შეიცავს დარღვეულ, თხევად, ინტუიციურ, ვიზუალურ ნაწილაკებს, რომლის მეშვეობით ორი გამორჩეული მხატვრის ინტერაქცია დიალოგის გზით მიმდინარეობს. 

გამოფენა რენესანსის პერიოდის მსგავსი სიმულაციაა, რომელშიც მადონას ხატი, კომპოზიციის სიმეტრიული ღერძი ჩანაცვლებულია ფოლადის ობიექტებით. რენესანსის პერიოდის ფერწერაში მადონას ხასიათი და თვითმყოფადობა განისაზღვრებოდა ინტერიერის არქიტექტურული ფონით. ამ შემთხვევაში ქეთის ფალიური მადონას პერსონაჟი იქმნება თამოს ფერად, ინტუიციურ ნამუშევრებთან ერთად, რომელიც არატრადიციულ გეომეტრიულ ჩარჩოებშია მოცემული.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე
წყარო: კოტე ბოლქვაძე


რეკომენდებული სტატიები
Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები

Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები

Project Artbeat - დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები
29 აგვისტოს გალერეა Project Artbeat-ში ნატა სოფრომაძისა და დავით მესხის ფოტოგამოფენები - „სიკვდილის მაღაზია“ და „გააგრძელე ვარდნა“ იხსნება
ფრანსუა პინიოს დიდი ხნის ნანატრი გალერეა და ტადაო ანდოს უნიკალური ესთეტიკური ხელწერა

ფრანსუა პინიოს დიდი ხნის ნანატრი გალერეა და ტადაო ანდოს უნიკალური ესთეტიკური ხელწერა

ფრანსუა პინიოს დიდი ხნის ნანატრი გალერეა და ტადაო ანდოს უნიკალური ესთეტიკური ხელწერა
თანამედროვე ხელოვნების ახალი გალერეა ლუვრის მახლობლად მდებარე XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში მომავალი წლის ივნისში გაიხსნება
გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი

გამოფენა - „ლარა მიცავს მე, ამბები საქართველოდან“ ფრანკფურტის  გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი
20 სექტემბერს, ქართველი ხელოვანების გამოფენა - Lara protects me (ლარა მიცავს მე), ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ( Museum für Angewandte Kunst) სივრცეში გაიხსნა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.