fbpx
გააზიარე სტატია

თანამედროვე ხელოვნების სკულპტურები საჯარო სივრცეში

ლუის ბურჟუა The Couple
Louise Bourgeois The Couple

ცნობილი ფრანგი ხელოვანის, ლუის ბურჟუას სკულპტურა სახელწოდებით The Couple ეკებერგის პარკში, ოსლოშია განთავსებული. მუხებსა და ფიჭვებს შორის 30-მდე სკულპტურა იმალება, რომლებიც ძირითადად, ქალურ ფორმებს ასახავენ. პარკში შეხვდებით ოგიუსტ როდენის, ჰილდე მეილუმის, არისტიდე მაილოს, შონ ჰენრის და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს. პარკი ნორვეგიელმა მულტიმილიონერმა და კოლექციონერმა ნამუშევრებთან ერთად ქალაქს სახსოვრად დაუტოვა.

 

რობერტ ინდიანა Love
Robert indiana Love

პოპარტის ერთ-ერთი საკულტო წარმომადგენლის, რობერტ ინდიანას საჯარო სკულპტურა Love ნიუ-იორკში დგას. ამ ნამუშევრის ვარიაციები ებრაულ, ესპანურ, იტალიურ და ჩინურ ენებზეა შესრულებული.
ქანდაკების გამოსახულება გამოყენებული იყო MoMA-ს საახალწლო მისალოც ბარათებზე, საფოსტო მარკებზე, ის ასევე გავრცელდა სხვადასხვა ფორმატსა და მედიუმში.

 

კიტ ჰარინგი Untitled – Boxers
Keith Haring Untitled – Boxers

“მოკრივეები” კიტ ჰარინგის მიერ ბერლინში შესრულებული სკულპტურაა, რომელიც ორი ადამიანის “შეჭიდებას“ ასახავს, თუმც კრივის საკმაოდ მძიმე შინაარსი არტისტისათვის დამახასიათებელი მსუბუქი, მარტივი შემოქმედებითი მანერვით გადმოიცემა. Boxers-ს ერთ-ერთი პირველი საჯარო სკულპტურა იყო, რომელიც გერმანიაში შეიქმნა. სკულპტურა მარლენ დიტრიხის მოედანზე, პოცდამერ პლაცთან, ბერლოინში მდებარეობს.

 

ნიკი დე სან ფალი The Tarot Garden
Niki de Saint Phalle The Tarot Garden

ტაროს ბაღი, იგივე Giardino dei Tarocchi, ცნობილია ფრანგი მხატვრის, სკულპტორის და რეჟისორის მიერ იტალიაში, ტოსკანის რეგიონის პატარა პროვინციაში, გროსეტოში შესრულებული 22 მონუმენტით, რომლებსაც ტაროს კარტის მისტიკური ელემენტები ახასიათებთ. მონუმენტები ნაშენებია რკინა-ბეტონით, ხოლო დაფარულია სარკეებითა და კერამიკული მოზაიკით. პარკი 1998 წელს, არტისტის გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე გაიხსნა.

 

იაიოი კუსამა Les Tulipes de Shangri-La
Yayoi Kusama Les Tulipes de Shangri-La

2004 წელს ფრანგული ქალაქი ლილი ევროპის კულტურის დედაქალაქი იყო.
ამ სტატუსის აღსანიშნავად შეიქმნა იაიოი კუსამას სივრცით-სპეციფიკური ნამუშევარი – შანგრი-ლას ტიტები. ეს მისი პირველი პერმანენტული ნამუშევარია ევროპის კონტინენტზე. სკულპტურა შანგრი-ლა 8-მეტრიანი ტიტებისგან შედგება, რომლებიც არტისტისთვის დამახასიათებელ ფსიქოდელიურ ფერებადაა შეღებილი და კოპლებით მოხატული. კუსამას ნამუშევარში ტიტები ჩრდილო-დასავლეთ ევროპის სიმბოლოდ არის გამოყენებული და გვახსენებს შანგრი-ლას, რომელიც ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს.

 

მაურიციო კატელანი L.O.V.E.
Maurizio Cattelan L.O.V.E.

2010 წელს მაურიციო კატელანმა მილანში, 11 მეტრის სიმაღლის მარმარილოს ხელი საფონდო ბირჟის შენობის გარეთ განათავსა, ნამუშევარს კი – სიყვარული დაარქვა. სკულპტურულ ხელს აბსოლუტურად ყველა თითი მოჭრილი აქვს შუა თითის გარდა, ირონიული შინაარსის მქონე ქანდაკება მილანში მხოლოდ და მხოლოდ 10 დღით უნდა განთავსებულიყო, თუმც ბევრი დისკუსიისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ ქალაქში მუდმივად დატოვეს.

 

ჯეფ კუნსი Puppy
Jeff Koons Puppy

ჯეფ კუნსმა “ლეკვი” 1992 წელს სამი გერმანელი კოლექციონერის დაკვეთით აროლსენის სასახლისთვის შექმნა. თეთრი ტერიერის ლეკვის ფორმის სკულპტურა 13 მეტრი სიმაღლისაა და მისი კარკასი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. ნამუშევარი სხვადასხვა ჯიშის ცოცხალი ყვავილებით არის დაფარული და ბილბაოში, გუგენჰაიმის მუზეუმის შესასვლელთან დგას. ამ ცნობილი სკულპტურის ისტორია უკავშირდება ბასკი პოლიციელის – ხოსე მარია აგუირეს სიკვდილს. მას ზურგში ესროლეს სეპარატისტებმა, რომლებიც “ლეკვთან” ახლოს ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ქოთნების ჩაფვლას ცდილობდნენ. მოედანი, სადაც ამ ნამუშევრის ნახვას შეძლებთ, აგუირას სახელს ატარებს.

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია
“შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.”
კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop
1986 წელს ნიუიორკელმა არტისტმა კით ჰარინგმა მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე საკუთარი ნამუშევრების მაღაზია გახსნა, სახელწოდებით Pop-Shop.
ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება
ანიშ კაპურს დღეს მოიაზრებენ, როგორც მისი თაობის ყველაზე გავლენიან სკულპტორს, რომელიც განსხვავებული მასალების გამოყენებითა და სივრცით სპეციფიკურ დიდ სკულპტურებზე მუშაობით გამოირჩევა
KAWS

KAWS

KAWS
ბრაიან დონელი იგივე - KAWS - ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარი, გრაფიტისტი, ილუსტრატორი, მოქანდაკე, პროდუქტისა და სათამაშოების დიზაინერია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.