fbpx
გააზიარე სტატია

რაფ სიმონსი წარწერით – „გმირები“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხმიანება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს – „ვარდისფერ ოქტომბერს“ – ნაადრევად გამოეხმაურა დიზაინერი რაფ სიმონსი. ორგანიზაცია Pink Ribbon-თან თანამშრომლობით დიზაინერი მხარს უჭერს ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პრევენციას. კამპანიის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა ვარდისფერი ლენტი წარწერით – „გმირები“. ლენტზე აგრეთვე დატანილია დიზაინერის სახელის ინიციალი – „R“.

„გმირები“ – ასე ეხმიანება რაფ სიმონსი ყველა ქალბატონს, რომელიც უშიშრად ებრძვის ძუძუს კიბოს; იმ ადამიანებს, რომლებიც პაციენტებს დაავადების დამარცხებაში ეხმარებიან და ასევე მათ, ვინც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობენ.

Pink Ribbon-ისა და რაფ სიმონსის პარტნიორობით შექმნილი ლენტის ღირებულება $3.50 აშშ დოლარია. მოგების ნაწილი გადაეცემა ორგანიზაცია Pink Ribbon-ს თავისი საქმიანობისთვის. მისი შეძენა შესაძლებელია Pink Ribbon-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.