fbpx
გააზიარე სტატია

Ram Han – ფანტაზია და ციფრული სიზმრები

კორეელი ილუსტრატორი, ახალგაზრდა ქალი – რემ ჰანი – პირად გამოცდილებებს, ოცნებებსა და წარსულის ნოსტალგიას სურეალისტური ციფრული იმიჯებით გვიყვება. ილუსტრატორი შემოქმედებით პროცესს დღიურში წერას ადარებს, თუმცა წერის ნაცვლად ხატავს: „საკუთარ ემოციებს ხელოვნების მეშვეობით შევიცნობ“, – ამბობს რემი.

რემის შემოქმედება სიზმრისეული პეიზაჟებით და ინტიმური სცენებით ხასიათდება. ილუსტრაციები მიმზიდველი, მომაჯადოებელი და მაცდურია. ახალგაზრდა ხელოვანის სტილსა და ფერების არჩევანზე 90-იანი წლების მულტფილმებმა იქონიეს გავლენა. აგრეთვე ხელოვანი შთაგონებულია იაპონური სუმიეს ტექნიკით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ფუნჯის მოძრაობას, მონასმის სისწრაფეს ექცევა.

პასტელურ პალიტრაში შესრულებულ ნამუშევრებში მთავარი გმირები გოგონები არიან, რომლებიც წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ და გამოგონილი მეგობრები ჰყავთ. ფანტასმაგორიული სიუჟეტები ფემინური სამყაროსთვის დამახასიათებელი ელემენტებით არის სავსე, რომლის ეპიცენტრში კატებიც არიან.

რემის თქმით, გარემო, რომელსაც აღწერს, ორგანულია, რადგან უმეტეს დროს თავადაც კატებისა და ქალების გარემოცვაში ატარებს. ადრეულ ნამუშევრებში გმირ ქალებს ხელოვანი საკუთარი ემოციების ავატარებად წარმოაჩენდა, თუმცა მისი ამჟამინდელი პერსპექტივა მეტად ფემინისტურია, რემს სურს ქალის სხეული და მისი შეგრძნებები უფრო სიღრმისეულად აღწეროს.

სურეალისტური ნახატები რემისთვის ერთგვარი მეხსიერების აღდგენის მცდელობაა, ბავშვობის მოგონებების გახსენების პროცესი, თუმცა ამავე დროს რეალური იმპულსებით და სტიმულით არის ნაკარნახევი. ილუსტრატორის აზრით, მისი სექსუალური ფანტაზია დღემდე საზრდოობს პატრიარქალურ საზოგადოებაში გავრცელებული კლიშეებით, რაშიც დიდი წვლილი მასმედიას მიუძღვის.

რემის ნამუშევრები აგრეთვე ეხმიანება სამხრეთ კორეაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. სამხრეთ კორეაში, ბოლო დროს, კიბერ სივრცეში თავი იჩინა სექსუალური ხასიათის დანაშაულებებმა. კორეელმა ქალებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე მას შემდეგ, რაც გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამასთან, ქვეყანაში აბორტი დღემდე არალეგალური და შერჩევითია. რემის თქმით, კორეაში ფემინიზმი კაცების სიძულვილად აღიქმება და ქალთა აქტივობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. ქალთმოძულე საზოგადოების ფონზე, რემის ნახატები უტოპიური რომანტიზმითა და ფემინური ატმოსფეროთი არის გაჯერებული, სადაც სურვილები და ფანტაზიები ნოსტალგიურ სიზმარს ჰგავს.

View this post on Instagram

study (낙원)

A post shared by ram 🌷 han (@ram__han) on

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები

ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები

ელიზა გოსეს მხატვრობა - ავსტრალიის და ამერიკის გარეუბნები
არტისტის ნამუშევრებისთვის სახასიათოა წმინდა გეომეტრიული ფორმები და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი არქიტექტურის ნოსტალგიური ნიმუშები
იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები
“მე მიყვარს ქალების ასახვა წარმოსახვით, სიზმრის მსგავს სამყაროში, შთაგონებას კი ძირითადად ჩემი განწყობებიდან, სიზმრებიდან და მოგზაურობებიდან ვიღებ”
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.