fbpx
გააზიარე სტატია

მარტივ ილუსტრაციებში ასახული რეალური ცხოვრება

ინსტაგრამი სავსეა ილუსტრატორებით, რომლებიც მრავალ სტილში, განსხვავებული მედიუმებით ხატავენ და მათ ილუსტრაციებს სხვადასხვა ქვეტექსტები გასდევს. ისინი ახერხებენ, რომ მარტივად, ჩანახატების მსგავსი ვიზუალებით გადმოსცენ ცხოვრების ყოველდღიურობა და კომპლექსურობა. მათი ნახატები სავსეა კომიკურობით და იმ ემოციების მატარებელია, რომელთა გაზიარებაც თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია.

Liana Finck

ლიანა ფინკი ილუსტრატორია ნიუ-იორკიდან, 270 000-ზე მეტი მიმდევარით ინსტრაგრამზე. ლიანა ნახატებში, როგორც მათ თავად უწოდებს, მიკრო აგრესიებსა და ცხოვრების შფოთვებს გადმოსცემს – ეს მარტივი პრობლემები შეიძლება მეტად ჩვეულებრივი და შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ილუსტრატორი ამ დეტალებს ამჩნევს და სამყაროს იუმორით აწვდის.

ეს პატარ-პატარა მოვლენები, რომლებიც გამაღიზიანებელია, ყველა ადამიანს ხვდება ცხოვრებაში  – მამაკაცი, რომელიც ტრანსპორტში ფეხებგაშლილი ზის, ყოველდღიური სოციალური ურთიერთობებისგან თავის არიდების მცდელობები, ადამიანი, რომელიც შენს ტელეფონში იყურება და ასე შემდეგ.

View this post on Instagram

If no text

A post shared by Liana finck (@lianafinck) on

ლიანას ილუსტრაციები იმდენად ახლოსაა ადამიანებთან, რომ მრავალმა  მათგანმა მისი ვიზუალების ტატუ გაიკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტი ამბობს, რომ ხალხი ტატუების შესახებ წერს და მზად არიან, გადაუხადონ კიდეც მას. სწორედ ამიტომ ვკითხულობთ დღესდღეობით ლიანას instagram bio-ში: “ტატუირება შეგიძლიათ”?

ილუსტრატორის სტილი ერთი შეხედვით მარტივია. მხოლოდ შავი კალმით დახატული ნაჯღაბნი ადამიანები, ბავშვური სახეებითა და არასიმეტრიული ფორმებით, მარტივი გრაფიკები და დიაგრამები მრავალი კომპლექსური ემოციებით. ამ სტილის ჩამოყალიბებას ლიანა თავის შფოთვით აშლილობასა და სინესთეზიას უკავშირებს (ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი სმენა). ილუსტრატორი არ ცდილობს, რომ ყალბი სიმშვენიერით გადაფაროს ცხოვრების ყოველდღიური პრობლემები.

ლიანას უყვარს ხალხზე დაკვირვება და ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც მის ილუსტრაციებს გასდევს, არის ადამიანური ურთიერთობები.

View this post on Instagram

A dangerous term

A post shared by Liana finck (@lianafinck) on

ლიანა აგრეთვე რეგულარული კონტრიბუტორია ჟურნალი New Yorker-ის.  Dear Pepper ყოველთვიური რჩევის სვეტია გაზეთში, სადაც  ძაღლი პეპერი “ფსიქოლოგიa”, რომელიც გირჩევს, როგორ მოიქცე რთულ სიტუაციებში.

Guardian-თან ინტერვიუში ლიანა ამბობს: “ვფიქრობ, რომ უკვე ჩემს დემონებს ეგზორციზმი გავუკეთე ინსტაგრამის საშუალებით. აღარ მინდა მათზე წერა”.

ილუსტრატორის თქმით, ნამდვილი ხელოვანი ის 11 წლამდე იყო, სანამ არ ცდილობდა პროფესიონალი გამხდარიყო.

 

Filthyratbag

19 წლის სელესტი ილუსტრატორია, რომლის უნიკალური ილუსტრაციები სავსეა იუმორით და თან დამაფიქრებელია. სელესტი 16 წლიდან გამოჩნდა ინსტაგრამზე და კარიერის დაწყებიდანვე იგი ისეთ გლობალურ თემებს ეხება, როგორებიცაა – პოლიტიკა, ფემინიზმი, რასიზმი, სოციალური მედია – ეს მეტად მტკივნეული თემები სელესტის ილუსტრაციებში გაზავებულია შავი იუმორითა და მკვეთრი ფერებით, რაც მის სახასიათო სატირულ ჟანრს ქმნის.

View this post on Instagram

I want to go home

A post shared by celeste mountjoy (@filthyratbag) on

მის დინამიკურ და ფერად კომიქსებში ჭარბობენ სახასიათო პერსონაჟები, რომლებიც, სავარაუდოდ, ადამიანების როლს უნდა ასრულებდნენ. ილუსტრაციები ყოველდღიური ნარატივის მატარებლები არიან. სელესტი იმ ადამიანურ ემოციებსა და მომენტებს ხატავს, რომლებსაც ყველა გამოცდის ცხოვრების რაღაც ეტაპზე.

View this post on Instagram

Timehunk

A post shared by celeste mountjoy (@filthyratbag) on

19 წლის ილუსტრატორის ვიზუალები პარადოქსულ ემოციებს იწვევენ – მნახველი შეიძლება აატიროს ან გააცინოს. და ეს ყველაფერი საკმაოდ ინტიმურია.

View this post on Instagram

Who’s the emotionally immature baby NOW?

A post shared by celeste mountjoy (@filthyratbag) on

View this post on Instagram

Make luv not fuk

A post shared by celeste mountjoy (@filthyratbag) on

Forbes-თან ინტერვიუში სელესტი ამბობს, რომ ხატვის დროს იგი არ ფიქრობს იმაზე, თუ რას გრძნობენ სხვები. ხატავს იმას – რასაც თავად გრძნობს, ამ ემოციებს კი სხვა ადამიანებიც იზიარებენ. მისი თქმით, რადგან ამ ყველაფერს კომიკურად და ნაკლებად დეპრესიულად გამოხატავს, კავშირის პოვნა ხალხისთვის უფრო ადვილი ხდება.

სელესტი ადრე მხოლოდ შავ ფერში ხატავდა ილუსტრაციებს; მისი ბოლოდროინდელი მკვეთრი ფერები და დინამიკური სტილი კი თითქოს ცხოვრების აბსურდულ სიტუაციებს უფრო მკაფიოდ გვაწვდის  – სელესტის მტკივნეული ცხოვრების აღიარების და წარმოჩენის არ ეშინია, ამას კი ლამაზი ფერებით და იუმორისტული მესიჯებით აზავებს.

 

Cartoons by Hilary

26 წლის ნიუიორკელი კარიკატურისტის შთაგონების წყარო საკუთარი ცხოვრებაა.

ჰილარი ილუსტრაციებში მთავარ გმირს თავად “თამაშობს”,  მეორეხარისხოვანი როლი კი თავის ძაღლს უკავია.

არტისტის ილუსტრაციებში ყოველდღიური ფიქრები, შფოთვები და ემოციებია ასახული – ის, რაც ყველასთვის ნაცნობია. იუმორი და უცნაური სითბო, რომელიც ნახატებიდან მოდის, მნახველს ანდომებს, რომ ილუსტრატორის უფრო და უფრო მეტი ნამუშევარი ნახოს.

View this post on Instagram

Happy spring cleaning 2 all

A post shared by Hilary Fitzgerald Campbell (@cartoonsbyhilary) on

View this post on Instagram

But what if I don’t SLEEP???

A post shared by Hilary Fitzgerald Campbell (@cartoonsbyhilary) on

მინიმალისტურ ნახატებში არტისტი თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობების სირთულეებზეც  გვიყვება.

View this post on Instagram

Great!!!!!!

A post shared by Hilary Fitzgerald Campbell (@cartoonsbyhilary) on

View this post on Instagram

#tgif

A post shared by Hilary Fitzgerald Campbell (@cartoonsbyhilary) on

ილუსტრატორს აგრეთვე ინსტაგრამზე აქვს რუბრიკა სახელად Scenes I’ve Seen in New York Lately – რომელიც პირდაპირ შეგვიძლია გავიგოთ. ჰილარი იმ ერთი შეხედვით ნორმალურ, მაგრამ უცნაურ სცენებს ხატავს, რასაც გადააწყდება. იგი ცხოვრების ჩვეულებრიობასა და ამავდროულად არაორდინალურობას მომხიბვლელად და კომიკურად ასახავს.

ილუსტრატორი ასევე New Yorker-ის  რუბრიკისთვის აკეთებს მარტივ კომიქსებს კომიკური აღწერებით, როგორიცაა, მაგალითად,  რას აკეთებს შენი ონლაინ თერაპევტი.

როგორც თავად ამბობს,  უყვარს დედამისი, და თეთრი ღვინო.

 

shuturp

26 წლის ელი ავსტრალიიდან თავის ილუსტრაციებში ყოველდღიური ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს ასახავს. მისი სუპერ მინიმალისტური ნახატები ამბების მთხრობელები არიან. ელი ადამიანურ ურთიერთობებსა და ფიქრებს ხატავს, რომლებიც ყველას ტვინში მოიძებნება. მისი ილუსტრაციები ლაღი და მარტივია, რომლებშიც რამდენიმე მკვეთრი ფერი და შავი ჭარბობს, პერსონაჟები და წარწერები კი კომიკურია.

View this post on Instagram

I wonder what he’s listening to

A post shared by @ shuturp on

View this post on Instagram

Tag someone you’re thinking of 🌸

A post shared by @ shuturp on

View this post on Instagram

me when I worked for someone else

A post shared by @ shuturp on

Year13-თან ინტერვიუში ილუსტრატორი ამბობს:  “ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო ცხოვრების კარგიც და ცუდი მხარეც. ჩემი აზრით, ინსტაგრამი ზედმეტად ყალბია, ამიტომ მსურს, ჩემი პლატფორმა სხვაგვარი რამეების გასაზიარებლადაც გამოვიყენო. ხალხი ამას აფასებს და კავშირს პოულობს”.

ელის შთაგონების წყარო ხალხი და  თავის გარშემო შექმნილი სიტუაციებია.

View this post on Instagram

any other questions?

A post shared by @ shuturp on

ილუსტრატორისთვის ხატვა შეგუების მექანიზმია და თავის მენტალურ დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება. იგი ყოველთვის ლაღი არ არის და ილუსტრაციებში იმ წლებზეც საუბრობს, როდესაც იტანჯებოდა დეპრესიით, შფოთვებითა და კვებითი აშლილობით.

ელი, რომელსაც ბავშვობაში სურდა ბექჰემი გამოსულიყო, დღესდღეობით ილუსტრატორია, რომლის ყოველდღიურობის ამსახველი მარტივი ილუსტრაციები მნახველებს აბედნიერებს.

 

ავტორი: ანო ნეფარიძე


რეკომენდებული სტატიები
როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია
24 წლის ჯონ პაშის მიერ 50 ფუნტად შექმნილი როლინგ სტოუნზის საკულტო ლოგო ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატია
ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე

ERTI Gallery Tbilisi Art Fair-ზე
ERTI Gallery-მ წელს თბილისის საერთაშორისო არტბაზრობისთვის ფართომასშტაბიანი პროგრამა მოამზადა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.