fbpx
გააზიარე სტატია

ფოტოკონკურსი Red-Co-სგან ” შენი თვალით დანახული ახალი გუდაური”

დეველოპერული კომპანია Red-Co ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს უახლესი ტენდენციების საცხოვრებელ ბინებს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს აპარტ-ოტელების, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობას, მათ მართვასა და შეძენილი ბინების გაქირავების მომსახურებას.

გენერალური გეგმის მიხედვით, კომპანია გუდაურში 26 შენობას ააშენებს.  Red-Co მომხმარებელს აპარტ-ოტელებს, რეკრეაციულ ზონებსა და ცნობილი ბრენდის სასტუმროებს შესთავაზებს.  

15 იანვარს Red-Co-ს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის – „შენი თვალით დანახული ახალი გუდაურის“ ფარგლებში ყველას ეძლევა შანსი მოიგოს ორკაციანი სამოგზაურო ვაუჩერი New Gudauri Resort Residences and Spa by Red-Co-ში, 2 დღით. კონკურსი ამით არ მთავრდება, საგზურის გარდა Red-Co ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს გუდაურის მთებს პარაპლანით შემოუფრინონ.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მონაწილემ აღბეჭდოს საყვარელი ადგილი ახალ გუდაურში.

კონკურსის წესების თანახმად, მონაწილის მიერ აღბეჭდილი მისთვის საყვარელი  ხედი აუცილებელია ეხებოდეს ახალ გუდაურს. გადაღებული ფოტო საჯაროდ უნდა ატვირთოს პირად გვერდზე  “ჰეშთეგი”-ით #newgudauribyredco. კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია Red-Co-ს ფეისბუქ-გვერდის მოწონება.

კონკურსი 15 იანვარს დაიწყო და 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს. გამარჯვებული 16 თებერვალს გამოვლინდება.

Red-Co გისურვებთ წარმატებებს!


რეკომენდებული სტატიები
თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება
მოდის კვირეულის განმავლობაში Hammock შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებსა და მონაწილეთა ფოტოპროექტებს.
რა არის ზეიმი?

რა არის ზეიმი?

რა არის ზეიმი?
Moët & Chandon-მა გადაწყვიტა 9 ივნისი საყოველთაო ზეიმად გამოაცხადოს და ყველას მისცეს საშუალება ოქროსფრად მოციალე ბედნიერების სამყაროს ეზიაროს.
Aëdle-ს ახალი -  ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი

Aëdle-ს ახალი - ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი

Aëdle-ს ახალი -  ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი
VK-X უკაბელო ყურთსასმენია, რომელიც ძვირფასი მასალებისგან - კრაველისგან, უჟანგავი რკინისა და T6063 ალუმინისგან მზადდება. თითოეული ეგზემპლარი ხელნაკეთია და პარიზში აწარმოებენ.
4GB Festival 2018

4GB Festival 2018

4GB Festival 2018
წლევანდელი ფესტივალი როგორც არტისტული შემადგენლობით, ასევე მუსიკალური კონცეპტით და ლოკაციითაც განსაკუთრებულია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.