fbpx
გააზიარე სტატია

დენი ჰელერის რეტროფუტურისტული კალიფორნია

Modern Leisure  – ზეთში შესრულებული  ფერწერული ნამუშევრებისა და გრაფიკული ნახატების კოლექციაა, რომელიც ლოსანჯელესელმა არტისტმა დენი ჰელერმა შექმნა. კოლექცია მეოცე საუკუნის შუა პერიოდის კალიფორნიის მომხიბვლელ არქიტექტურას ასახავს. დენიმ თავისი ნახატებით ზუსტად “დაიჭირა” ამ ქალაქის არსი და ის რეტროფუტურისტულ სტილში წარმოაჩინა.

დენი ჰელერი პალმ სპრინგსის მახლობლად გაიზარდა. ის მუდამ მოხიბლული და აღფრთოვანებული იყო კალიფორნიით, რაც ნათლად გამოიხატა მის ნამუშევრებში. არტისტმა ნებისმიერი  შუქი, კუთხე თუ განწყობა რეალისტურად გადმოსცა თავის ტილოებზე ფუნჯითა და მელნით. ჰელერის თქმით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა 50-იანი და 60-იანი წლების არქიტექტურამ ძლიერი ხაზებითა და მარტივი სტრუქტურებით.

ჰელერის ნახატებზე აღბეჭდილია შთამბეჭდავი გარე აუზები, კლასიკური ვინტაჟური მანქანები და ისტორიული Racquet Club, სამოციანი წლების დიზაინის სტილის პატივსაცემად.

„ჩემი ნახატები ფართო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის  ასახავს მეოცე საუკუნის ინოვაციურ პერიოდს. ამით მე ვცდილობ მომავალ თაობას გავუღვივო პატივისცემა წარსულის მიმართ, წვლილი შევიტანო ქალაქის არქიტექტურული  ფრაგმენტების შენარჩუნებაში და გამდიდრებული ცოდნით წინ გადავდგა ნაბიჯი,“ – ამბობს დენი ჰელერი.

ავტორი: კატო სუპატაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.