fbpx
გააზიარე სტატია

სასტუმრო Rooms Kokhta – ბაკურიანის ისტორიული გზის გაგრძელება

ბორჯომს რომ გასცდები და გზის ყველა ვიწრო მიხვეულმოხვეულ მონაკვეთს გაივლი, თავს  წიწვოვან ტყეებსა და გორებში ჩაკარგულ პატარა დაბა ბაკურიანში ამოყოფ. ამ პატარა ქალაქის ისტორია არა მხოლოდ გეოგრაფიულ, ისტორიულ კონტექსტშიც სწორედ  ბორჯომის გზის დასასრულთან იწყება

თუკი წარსულში ბაკურიანი უფრო მეტად საზაფხულო კურორტი იყო,  დღეს ის ოთხ სეზონური თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. დამსვენებლების რაოდენობის ზრდასთან და ტურიზმის განვითარებასთან ერთად სასტუმროების რაოდენობაც იზრდება. სულ ცოტა ხნის წინ „აჭარა ჯგუფმა“ კოხტა-მიტარბში, ახალი, გამორჩეული დიზაინის და ძალიან საინტერესო კონცეფციის, მთელ ამ კულტურულ გარემოზე მორგებული სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გახსნა, რომელიც მსგავსად აჭარა ჯგუფის დანარჩენი სასტუმროებისა, დამფუძნებელ თემურ უგულავას აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

95ნომრიანი Ski-in და Ski-out კონცეფციის სასტუმრო დამსვენებელს წლის ნებისმიერ დროს უმასპინძლებს. Rooms Hotel Kokhta საინტერესო შეთავაზებასთან ერთად ვიზიტორებს განსაკუთრებულ ატმოსფეროსა და გამორჩეულ დიზაინს სთავაზობსსასტუმროს “ფერმიდან მაგიდამდე” მიხედვით შექმნილი სამზარეულო კი თანამედროვე კულინარიისა და რეგიონის ტრადიციული კერძების შერწყმას წარმოადგენს, რომელთა დაგემოვნება არა მხოლოდ Rooms Kokhta-ს დამსვენებლებს, არამედ აქ ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია.

კიდევ ერთი რამ, რაც Rooms Hotel kokhta-ს ყველასგან გამოარჩევს, მისი უნიკალური დიზაინია. თავად ბაკურიანით და მისი ისტორიით შთაგონებული სასტუმროს მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს არა მხოლოდ გარემომცველი ბუნება, არამედ თავად სასტუმროს ინტერიერიც ქმნის. ადგილობრივი, ძველი, ბუნებრივი ხისა და ქვის მასალით  შექმნილი სასტუმრო ერთდროულად ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის ელემენტებს აერთიანებს. სასტუმროს სუფთა და მინიმალისტური ფორმები კი, რომლებიც მჭიდრო კავშირშია მთელ ამ კულტურულ გარემოსთან, Rooms Studio-ს დამფუძნებლებს, ქართველ დიზაინერებს – ნატა ჯანბერიძეს და ქეთი თოლორაიას ეკუთვნით.

ზოგადად, სასტუმროს კონცეფციისა და არქიტექტურისადმი სწორედ ამგვარი მიდგომის გამო Rooms Hotels  პირველი ქართული ბრენდია, რომელიც დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სასტუმროების საერთაშორისო კომპანია Design Hotels-ის წევრი გახდა. ეს ის სასტუმროებია რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის, დიზაინისა და გასტრონომიის სფეროში მსოფლიო ტრენდებს ქმნიან და მათ რიცხვს ამიერიდან კოხტა-მიტარბში მდებარე Rooms Hotel Kokhta- შეუერთდება და თავისი არსებობით ბაკურიანში იმ ისტორიულ გზას გააგრძელებს, რომელიც ამ მხარეში 1816 წელს პირველი ბაკურიანელების დასახლებით დაიწყო. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ბაკურიანის პირველი მოსახლეები არა ქართული, არამედ  უკრაინული ოჯახები იყვნენ, რომლებიც თავს ხეტყის დამუშავებით ირჩენდნენ. სწორედ მისი გადაზიდვის აუცილებლობამ შექმნა აქ რკინიგზის გაყვანის საჭიროება, რამაც  მთლიანად ბორჯომის ხეობა და მათ შორის პირველ რიგში ბაკურიანი სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანა.

გუსტავ ეიფელის ხიდზე რომ პირველმაკუკუშკამგაიარა, იმ დღის შემდეგ  ბაკურიანში ყველაფერი შეიცვალა. რთულ რელიეფურ პირობებში რკინიგზის არსებობამ კოხტა გორის ფერდზე უნიკალური ბოტანიკური ბაღის გაშენება გააადვილა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ბაკურიანში „კუკუშკამ“ პირველი თხილამურებიც ჩამოიტანა და მალევე მთელი ამ მხარის მთავარ სიმბოლოდ აქცია.

1935 წელს ბაკურიანში ბავშვთა სანატორიუმის შენობაში პირველი სამთოსათხილამურო სკოლა გაიხსნა. 1960 წელს კი, ელექტრიფიცირების დასრულების შემდეგ, ტრასებზე პირველი საბაგირო გზა გაიყვანეს, რის შემდეგაც რეგიონში ყოველწლიური პროფესიონალური შეჯიბრებები გააქტიურდა. ბაკურიანი სათხილამურო სპორტის დედაქალაქი გახდა,  აქაური ჰავით და საუკეთესო ტრასებით მოხიბლული პრესა კი ამ ქალაქზე მუდმივად წერდა სტატიებს.  

ასეთია  სამცხეჯავახეთში მდებარე წიწვოვან ტყეებსა და გორებში ჩაკარგული ბაკურიანის ისტორიული გზა, თუმცა ეს გზა აქ არ მთავრდება და პირიქით, ამ რეგიონში კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით აგრძელებს სვლას. ბაკურიანიდან სამცხეჯავახეთის ნებისმიერ ღირსშესანიშნავ ადგილას მოხვედრაა შესაძლებელიბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკიდან დაწყებული, ისტორიული ვარძიით დამთავრებულიამ ადგილიდან ნებისმიერი მიმართულების ტურის დაგეგმვა შეიძლება.  Rooms Hotel Kokhta სულ მალე ამაშიც დაგეხმარებათ და რეგიონში სასურველი მარშრუტით ტურისტულ მეგზურობას გაგიწევთ, თუმცა ამისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ სასტუმროს, ადგილს, რომელიც რეგიონის ახალი კულტურული და ტურისტული შესაძლებლობაა, ისეთივე ახალი, დროული და საჭირო, როგორც თავის დროზე ეიფელის ხიდზე მოძრავი პირველი მატარებელი.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს
კომპანია “აჭარა ჯგუფმა” Rooms Hotel Kazbeg-ისა და Rooms Hotel Tbilisi-ის შემდეგ, კურორტ კოხტა მიტარბიში ახალი სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გახსნა, რომელიც პირველ სტუმრებს სულ მალე, ახალი წლიდან მიიღებს
Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში

Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში

Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში
“აჭარა ჯგუფის” ორგანიზებით Design Hotels-ის წევრი სასტუმროების კონფერენცია სახელწოდებით "არენა" 26 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება
"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა
კახეთში, სულხან ჭავჭავაძის ისტორიულ სასახლეში მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა.
ინტერვიუ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელ დირექტორ ვალერი ჩეხერიასთან

ინტერვიუ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელ დირექტორ ვალერი ჩეხერიასთან

ინტერვიუ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელ დირექტორ ვალერი ჩეხერიასთან
აჭარა ჯგუფის აღმსრულებელი დირექტორი თანამედროვე საქართველოზე, Sharing is Caring-ის პრინციპზე ბიზნესში და კომპანიის სამომავლო გეგმებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.