fbpx
გააზიარე სტატია

Rooms Hotel Kokhta – “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kazbegi-სა და Rooms Hotel Tbilisi-ს შემდეგ, კომპანია “აჭარა ჯგუფმა”  კურორტ კოხტა მიტარბიში “რუმსის” ბრენდის ახალი სასტუმრო გახსნა. ახალი სასტუმრო, რომელიც Ski-in და Ski-out კონცეფციით მუშაობს, კოხტაგორას საბაგიროსთან მდებარეობს და ამიერიდან სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. “აჭარა ჯგუფისთვის” დამახასიათებელი არქიტექტურითა და დიზაინით გამორჩეული Rooms Hotel Kokhta, ბევრ სხვა შეთავაზებასთან ერთად,  იმითაც გამორჩეულია, რომ სტუმრებს მისთვის პრიორიტეტული კონცეფციის – “ფერმიდან მაგიდამდე” მიხედვით მომზადებულ კერძებს შესთავაზებს. Rooms Hotel Kokhta-ს ვიზიტორებს საშუალება ექნებათ სასტუმროს 95 გამორჩეული დიზაინის ოთახიდან რომელიმეში იცხოვრონ და ასევე რესტორნით, ლაუნჯ ბარით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით, საცურაო აუზითა და რაც ამ გარემოსთვის ზამთრის სეზონზე ყველაზე მთავარია, სათხილამურო სერვისით – სკი დეპოს მომსახურებითაც ისარგებლონ.

Rooms Hotel Kokhta-ს უახლესი სასტუმროს გარდა, კომპანია ამჟამად კახეთში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტ  “უდაბნოს”  ახორციელებს. აქამდე კომპანიის მფლობელობაში მყოფი Rooms, Stamba და Fabrika  კი დაარსების დღიდან დღემდე ქართული სტუმართმასპინძლობისა და ცხოვრების სტილის განვითარების პროცესში ისევ წამყვან სასტუმროებად ითვლებიან. გარდა ამისა, Rooms Hotel პირველი ქართული ბრენდია, რომელიც დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სასტუმროების საერთაშორისო კომპანია Design Hotels-ის წევრი გახდა, ეს ის სასტუმროებია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის, დიზაინისა და გასტრონომიის სფეროში მსოფლიო ტრენდებს ქმნიან და მათ რიცხვს ამიერიდან მიტარბიში მდებარე Rooms Hotel Kokhta-ც შეუერთდება.   


ავტორი : გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.