fbpx
გააზიარე სტატია

გამორჩეული საახალწლო რეკლამები

John Lewis-ის საახალწლო რეკლამები უკვე ტრადიციაა, რომელსაც 2007 წლიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი წელიწადის ამ დროს სულმოუთქმელად ელოდება.

John Lewis 2019

John Lewis 2018 –The Boy And The Piano


მოდის სახლის Chanel-ის ბოლო დროის მუზა ლილი-როუზ დეპი კვლავ Chanel No.5 სუნამოს სახეა, რომელიც Jean-Paul Goude-ს მიერ შექმნილ Chanel-ის საახალწლო რეკლამის მთავარი გმირია.

Chanel 2019

კოკა-კოლის მოციმციმე სატვირთო საჩუქრებით დახუნძლულ სანტა კლაუსთან ერთად შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. 

Coca-Cola Holidays are coming 1995

Coca-Cola Holidays are coming 2019

2017 წლის M&M’s საკულტო რეკლამა 21 წლის შემდეგ განახლდა და უდიდეს საიდუმლოს ფარდა აეხადა. 

M&M’s 2017

M&S-ის 2016 წელს საკმაოდ ფემინისტურ საახალწლო რეკლამაში განსაკუთრებულია მისის სანტას როლი, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი Janet McTeer ასრულებს.

M&S 2016 Christmas with love from Mrs Claus

Dior-ის 2019 წლის საშობაო რეკლამა ისეთივე ჯადოსნურია, როგორც პარიზში, მონტენის გამზირზე მდებარე მოდის სახლის ფასადი, რომელიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის. 

Dior 2019 the Designer of Dreams Atelier


Dolce & Gabbana-ს 2019 წლის სადღესასწაულო სეზონისთვის შექმნილი ბრჭყვიალა რეკლამა საახალწლო მაგიას თინქერ ბელის გლამურით ქმნის. 

D&G 2019 A Fairytale Holiday Season

წელს რალფ ლორენი სადღესასწაულო სეზონზე საყვარელ ადამიანებთან გატარებულ ჯადოსნურ მომენტებს აღნიშნავს, რადგან ყოველი წამი საჩუქარია. 

Ralph Lauren 2019 Every Moment is a gift

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.