გააზიარე სტატია

ჩვენ SAILOR JERRY ვართ და არაფერს ვაკეთებთ სანახევროდ!

WE’RE SAILOR JERRY
AND WE DON’T BELIEVE IN DOING ANYTHING HALFWAY!
ჩვენ SAILOR JERRY ვართ და არაფერს ვაკეთებთ სანახევროდ!

ბრენდ Sailor Jerry-ის ფილოსოფია ცხოვრების, თავგადასავლების სიყვარულს ქადაგებს. “ყველაფერი ან არაფერი”, “არასდროს თქვა სიტყვა “შეიძლება” და სხვ. ცნობილი ტატუ-არტისტის, ნორმან კოლინსის, ანუ Sailor Jerry-ს ცხოვრების სტილს, თავისუფლებისადმი სწრაფვას, ნონ-კონფორმისტულ პრინციპებს აერთიანებს და მის ალკოჰოლურ სასმელში გადატანას ისახავს მიზნად.

ნორმან კოლინსი 20-იან წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაიბადა. თინეიჯერობის ასაკში თავგადასავლების ძიების წყურვილით შეპყრობილმა სახლი მიატოვა და “ჩვეულებრივ ცხოვრებას” უგზო უკვლოდ ხეტიალი არჩია. სჯერდებოდა რამდენიმედღიან სამსახურებს და იძინებდა კარავში. ერთი სიტყვით, ცხოვრობდა მხოლოდ დღევანდელი დღით და არ ეშინოდა მუდმივი ცვლილებების.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 40-იან წლებში, ნორმანი ჰავაიში ამოყოფს თავს და აქვე ხნის ტატუ-სალონს მეზღვაურებისა და ჯარისკაცებისთვის. მისი ყველაზე ცნობილი ტატუებია:

აღსანიშნავია, რომ კოლინსი პირველი იყო, რომელმაც იასამნისფერი მელანი და სამედიცინო ხარისხის სტერილიზაცია დაამკვიდრა. მისი დამსახურებაა ტატუს ის აპარატიც, რომელიც დღეს გვაქვს.
ნორმანის ტატუები ფერადია, გაბედული და კაშკაშა. ამ ტატუებს ხშირად კონკრეტული შინაარსი და დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, იმდენად მაღალი ხარისხითა და დეტალური სიზუსტით არის შესრულებული, ამ დრომდე შთააგონებს ენთუზიასტ ტატუ-არტისტებს. მის მიერ დამკვიდრებული ეს სტილი (flash tattoo art) კლასიკად იქცა და დღეს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ითვლება ამ სფეროში.

SAILOR JERRY-ის – როგორც ბრენდის – ისტორია კი ასე დაიწყო:

1999 წელს ნორმანის გულშემატკივართა მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა მისი საკულტო ნამუშევრები ტანსაცმელზე გადაეტანა და ამ ფორმით შეენარჩუნებინა სეილორ ჯერის მემკვიდრეობა. Sailor Jerry Ltd. აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა მიმართულების არტისტებთან და მუსიკოსებთან. მისი ინსპირაციით შექმნილი მაისურები ეცვათ ადგილობრივ როკჯგუფებს ტურებში მოგზაურობისას.

ალკოჰოლური სასმელი რომი იგივე სახელით 8 წლის შემდეგ შეიქმნა William Grant & Sons-ის მიერ, რომელმაც ყველაფერი ერთი სახელწოდების ქვეშ გააერთიანა და ამ დროიდან მოყოლებული ბრენდი Sailor Jerry ნორმანის ხსოვნას აცოცხლებს მუდმივად მისი მიდგომების, ცხოვრების სტილის და შემოქმედებითი ადამიანების ძიებით. ისეთების, რომლებიც სრულად იზიარებენ მისი ცხოვრების კრედოს: კი ან არა! ყველაფერი ბოლომდე და არაფერი სანახევროდ!

აღსანიშნავია, რომ გემზე გრძელი მოგზაურობისას წყალი ხშირად ფუჭდებოდა, მეზღვაურები კი ავად ხდებოდნენ. ამის გამო, დასალევ წყალში ალკოჰოლის შერევა დაიწყეს. აქედან იღებს სათავეს ბორტზე რომის ატანის ტრადიცია. თავდაპირველად რომი ძალიან უხეში დასალევი იყო. არომატის დასახვეწად ნელ-ნელა სანელებლებით გააზავეს.

სეილორ ჯერის უმაღლესი ხარისხის რომს სწორედ ამ ძველი ტრადიციული ტექნიკით აყენებენ: არჩევენ კარიბის საუკეთესო რომს და აზავებენ სხვადასხვა სანელებლებით. რომის ბოთლის ვიზუალი კი მე-20 საუკუნის შუა პერიოდის Americana-ს სტილისტიკით არის შექმნილი და Sailor Jerry-ს ხელმოწერას და მის ერთ-ერთ ნამუშევარს – Hula Girl-ს ასახავს. დღეს სახეზეა უნიკალური არომატის დაბალანსებული სითხე, რომელსაც ასე სიამოვნებით მიირთმევთ სხვადასხვა კოქტეილებში.

თბილისში Sailor Jerry პრემიალური ალკოჰოლური სასმელის იმპორტიორს, GD Alco-ს შემოაქვს და მისი შეძენა შესაძლებელია: ალკორიუმებშივისკის სახლებშიკარფურში, ფრესკოსა და სხვადასხვა არაქსელურ მაღაზიებში. 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
Hammock x Hennessey - გიკო დადიანი
Play Video

Hammock x Hennessey - გიკო დადიანი

Hammock x Hennessey - გიკო დადიანი
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან. გაიცანით არტისტი და გრაფიკული დიზაინერი – გიკო დადიანი
Hammock x Hennessy - გიგა კობიძე
Play Video

Hammock x Hennessy - გიგა კობიძე

Hammock x Hennessy - გიგა კობიძე
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის ახალი პროექტი. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან
Hammock x Hennessy - Kvachi
Play Video

Hammock x Hennessy - Kvachi

Hammock x Hennessy - Kvachi
Hammock-ისა და ლეგენდარული კონიაკის სახლის Hennessy-ის ახალი კოლაბორაცია. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ქართველ არტისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებიც თანამედროვე შეფუთვის დიზაინს ქმნიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.